რა ტიპის შოკური თერაპია სჭირდება ეკონომიკას

რა ტიპის შოკური თერაპია სჭირდება ეკონომიკას

access_time2021-10-03 15:45:30

ჩვენ დიდი გარდაქმნების ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც დინამიურად სწრაფად იცვლება, ბევრი ჩვენთვის ტრადიციული  მიდგომა და მეთოდი. გარდაქმნები შეეხება ჩვენი ცხოვრების თითოეულ ასპექტს. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არათუ ფეხი ავუწყოთ აღნიშნულ გარდაქმებს არამედ უშუალო მონაწილეობა მივიღოთ მათში, რადგან როგორც ნათქვამია: ის ვინც ცდილობს დაეწიოს, თავიდანვე წამგებიან პოზიციაშია, - ასე ფიქრობს Entrepreneur-ის კონტრიბუტორი ნინო ჭყონია და დასძენს, რომ თითოეული ჩვენგანი უნდა ვეცადოთ ამ გარდაქმნების „ტალღის ქიმზე“ ყოფნას და არა რამდენიმე ნაბიჯით ჩამორჩენას, მითუმეტეს რომ ამისთვის ყველა სასტარტო პირობა გვაქვს, როგორც ახალგაზრდა დემოკრატიულ, პრო დასავლური ფასეულობების ქვეყანას.

ჭყონია ამბობს, რომ სულ რამდენიმე ათწლეულის წინ, უკან მოვიტოვეთ უძრაობისა და რკინის ფარდის რუხი წარსული და ეხლა ის მომენტია როდესაც ჩვენ, ჩვენს ახალ თაობასთან ერთად, არ უნდა შევუშინდეთ ახალ გამოწვევებს და გადავდგათ თამამი ნაბიჯები მომავლისაკენ, არ უნდა შევუშინდეთ ინოვაციებს, წავახალისოთ ყველა ახალი თუნდაც ოდნავ პერსპექტიული სტარტაპი, რადგან არავინ იცის თუ რომელი მათგანი „გაისვრის“ შემდგომში, ბევრი უცხოური გიგანტის მსგავსად. მოვხსნათ დამატებითი ბარიერები და შეზღუდვები, ვებრძოლოთ სტერეოტიპულ და ხშირ შემთხვევაში შაბლონურ აზროვნებას რაც ნამდვილად არ ეხმარება ჩვენს ქვეყანას წინსვლაში, პირიქით ბალასტივით აწევს მას და უკან ხევს.

სწორედ ამ სტერეოტიპული აზროვნების, პოლიტიკისა და პროგრამების შედეგია ის რომ 2021 წლისთვის კვლავ ვრჩებით, ტურიზმისა და ბორჯომის ეკონომიკად, რომელიც კვლავ დიდწილადაა დამოკიდებული ჩვენი ემიგრანტების სავალუტო გზავნილებზე, ექსპორტის სტრუქტურაში კი ტრადიციულად წამყვანი ხვედრითი წილი ათწლეულების მანძილზე ფერად ლითონებს უკავია, იქნება ეს სპილენძის მადნები და კონცენტრატები თუ ფეროშენადნობები.

ჯამურად ეს ყველაფერი ის ძირითადი მარკერებია რომელიც არ გვეხმარება წინსვლაში, არ ქმნის მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს საქართველოსთვის.

ჩვენი ეკონომიკისთვის გვჭირდება ახალი შოკური თერაპია, რადიკალურად ახალი მიდგომა და ხედვა რაც ასევე რადიკალურად გარდაქმნის ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურას და მოგვიტანს არა პროგნოზირებად 3% ან 4% ყოველწლიურ ზრდას არამედ მოგვიტანს ორნიშნიან ყოველწლიურ ზრდას.

დრო ფულია! დასაკარგი დრო კი არ გვაქვს. ჩვენ ყოველ გაცდენილ წელთან ერთად ვკარგავთ კაცობრიობისთვის ორ უძვირფასეს რესურს: დროს და ფულს.  ამიტომ ეკონომიკა დღესვე უნდა გადავიყვანოთ დიჯიტალიზაციის, ახალი საფონდო ბაზრების, IT ტექნოლოგიების, მწვანე ეკონომიკის რელსებზე, რაზეც დამოკიდებულია არა ჩვენი მომავალი არამედ უკვე ის აწმყო, რომელიც ევროპის განვითარებულ ქვეყნებში უკვე დიდი ხანია დადგა, ჩვენც კი როგორც ევროპული დიდი ოჯახის განუყოფელი ნაწილი სწორედ ამ მხრივ უნდა ვპოზიციონირებდეთ ჩვენს თავს და სწორედ ამ მიმართულებებს უნდა ვუკავშირებდეთ ჩვენს ევროპულ, დასავლურ მომავალს .

ჩვენს თავს უნდა დავუსვათ ერთი მარტივი მაგრამ ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა : რატომაც არა?

დიახ, სწორედ რომ რატომაც არა?

რატომ არ შეგვიძლია საქართველო ვაქციოთ ახალ უნიკალურ სილიკონ ველად?


რატომ არ უნდა მოვიზიდოთ მთელი მსოფლიოდან ახალგაზრდა, პერსპექტიული IT სპეციალისტები, ჩვენს ქვეყანაში და რატომ უნდა მიდიოდნენ არათუ სან-ფრანცისკოში არამედ ისეთ ჩვენსავით პატარა ქვეყნებში როგორიცაა ესტონეთი ან ბელორუსი?

რატომ არ უნდა შეიქმნას ჩვენს ქვეყანაში ისეთი მსოფლიო დონის დღეს უკვე რამდენიმე ასეულ მილიონიანი კაპიტალიზაციის სტარტაპები როგორიცაა Skype, MSQRD, Vochi, PandaDoc ან თუნდაც Viber-ი? იმის გათვალისწინებით რომ ყველა ზემოთჩამოთვლილი სწორედ რომ ჩვენისთანა პატარა ქვეყნებში ესტონეთში, ბელორუსიაში და ისრაელში შეიქმნა.

რატომაც არა? ეს თუ შეძლო ჩვენზე პატარა ესტონეთმა ან ლუკაშენკოს ავტორიტარული რეჟიმის ხელში ბელორუსმა, ჩვენ რა გვიშლის ხელს?

სწორედ ეხლა ბელორუსში 1 წლის წინ განვითარებული მოვლენები უნდა გამოვიყენოთ როგორც უნიკალური შანსი იმისა, რომ ბელორუსული ტექნოლოგიების პარკიდან დაწყებული კომპანიებისა და ტექნოლოგიების მასიური გადინება ჩვენს სასარგებლოთ წარვმართოთ და ყველა ამ კომპანიასა თუ სპეციალისტს თავისი გამოცდილებით ფართოთ გავუღოთ ჩვენი ქვეყნის კარები, რომ სწორედ ჩვენთან და არა სხვა ქვეყანაში მოხდეს მათი გადინება, რაც ჩვენი ადგილობრივი კომპანიებისთვისაც და ზოგადად დარგისთვის დიდი სტიმული იქნება .

რატომაც არა?  

მაგრამ ამისთვის საჭიროა სტერეოტიპების ბარიერების მყარი კედლების დანგრევა, და ახალი შესაძლებლობების შექმნა, ჩვენი მენტალობის რადიკალური შეცვლა, მიუხედავად მრავალი არსებული გამოწვევისა .

და რაც მთავარია, ეს გარდაქმნები უნდა დავიწყოთ, აქ და ახლა თორემ ხვალ უკვე გვიანი იქნება. დასაკარგი დრო კი არც ჩვენ და არც ჩვენ ქვეყანას არ აქვს.

მსოფლიოს სწორედ რომ თამამი გადაწყვეტილებები და ადამიანები ამოძრავებენ.

დიახ, სწორედ რომ აქ და ახლა და სწორედ რომ რატომაც არა? იმისთვის რომ კიდევ დიდი ხანი არ დავრჩეთ ტურიზმის, გზავნილებისა და ბორჯომის ეკონომიკად, - აცხადებს ჭყონია. 



წყარო: Entrepreneur Georgia




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up