უსისტემო მშენებლობა არაა მიზანშეწონილი, ქვეყნის განსახლება დასამუშავებელია - ურბანისტი

უსისტემო მშენებლობა არაა მიზანშეწონილი, ქვეყნის განსახლება დასამუშავებელია - ურბანისტი

access_time2023-01-31 15:00:52

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 7.2%-ით გაიზარდა.  გასულ წელს საქართველოში 7 421.9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე 10 822 ნებართვა გაიცა.

 



ნებართვების 77.2% ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის. ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოებით [52%] თბილისი და [10.5%] მცხეთა-მთიანეთი ლიდერობენ. აღსანიშნავია, რომ გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.

 



როგორ აფასებენ სამშენებლო სექტორში არსებულ ტენდენციებს ურბანისტები და თვლიან თუ არა დამატებით რეგულაციებს საჭიროდ. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ურბანისტმა მერაბ ბოლქვაძემ აღნიშნა, მშენებლობა დადებითი პროცესია, რადგან ადამიანები საქმდებიან და სამშენებლო მასალები იყიდება, თუმცა მშენებლობების გეგმარება ერთიან სისტემის მიხედვით უნდა ხდებოდეს, რაც ასე არაა. მისივე თქმით ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ თბილისი და ბათუმი, არამედ სხვა ქალაქებიც ვითარდებოდეს.

 

 

 


„თბილისს აქვს პოლიცენტრული არეალი, გენერალურ გეგმაში მითითებული გვქონდა, რომ იქ დაშვებულია მაღალი ინტენსივობები და მრავალფუნქციური განვითარება, მას ჰქვია ინვესტიციის მოზიდვის არეალები და ზრდის წერტილები, შესაბამისად, დასაშვებია სართულიანობა.  გენერალური გეგმა ზღუდავს თავისუფალ არეალებზე მშენებლობას,  ასეთია სკვერები, პარკები, მათი განახლება უნდა მოხდეს და რაოდენობა უნდა გაიზარდოს. გენერალური გეგმის  მთავარი  მოთხოვნა იყო  თავისუფალი ტერიტორიების დაცვა და უსისტემო მშენებლობის  უარყოფა.

 

 

 

მაგალითად კოჯორში, კიკეთში და ამ მიდამოებში, რა თქმა უნდა, მშენებლობა შეიძლება, უბრალოდ ეს არ უნდა იყოს  გაფანტული. მაგალითად ორი სახლი ერთად და შემდეგ 5 კილომეტრში  ოთხი სახლი ერთად და ა.შ. შენდებოდა დაფანტულად  და ჯგუფებად. ამ შემთხვევაში ეს  ტერიტორიები  არ იყო უზრუნველყოფილი საჭირო  ინფრასტრუქტურით, მათ შორის  წყალმომარაგებით, ელექტრობით და გზებით.  როდესაც  საუბარია იმაზე, რომ საქართველო არ არის  მდიდარი  ქვეყანა, უსისტემო და დაფანტული მშენებლობა არ არის მიზანშეწონილი, კომპაქტური  განვითარებებია  სწორი და  არა გაფანტული განვითარება.  თორემ მშენებლობის წინააღმდეგი არავინ  არ  არის. მთავარია დაცული იყოს თავისუფალი არეალები და ნაკლები ზემოქმედება ჰქონდეს გარემოს“ - აღნიშნა მერაბ ბოლქვაძემ.

 


 


ბოლქვაძის თქმით, ქვეყნის  განსახლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სხვა  ქალაქებიც  ვითარდებოდეს, რადგან  განვითარებული  ქვეყნების  ამოცანაა, რომ  მოსახლეობა  ქვეყანაში  თანაბრად განაწილდეს.

 

 

 

„ქვეყნის განსახლება დასამუშავებელია, ქალაქ წარმომქმნელი  ფაქტორები  უნდა გაჩნდეს  ქუთაისში, ფოთში, აღმოსავლეთ  ქალაქებში, მაგალითად გურჯაანში. იმიტომ რომ თუ სხვა  ქალაქებში  დასაქმების ადგილები  განვითარდება, ყველა  დედაქალაქში  არ  ირბენს. თანაბარი  განვითარება  ყველა  მოწინავე  ქვეყნის  ამოცანაა და სასურველია, რომ საქართველოშიც ასე მოხდეს“, - აღნიშნა მერაბ ბოლქვაძემ.

 

 

 

 

 


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up