თბილისი, გამორჩეული სტუმართმოყვარეობით, ამოუხსნელი შარმითა და ფუნქციური მრავალფეროვნებით, მუდმივად იზიდავს ადამიანებს და ამ ქალაქში დასახლების სურვილს უჩენს.
მსურველთა რაოდენობის ზრდის პარალელურად იზრდება თბილისის უძრავი ქონების ბაზარი, შენდება ახალ-ახალი საცხოვრებელი სახლები, დეველოპერები კი სულ უფრო დახვეწილ სამშენებლო კომპლექსებს სთავაზობენ ქონების მაძიებლებს.
„დაიჭირეთ“ აქცია
იმისათვის, რომ უძრავი ქონება ხელსაყრელ ფასად შეიძინოთ, უნდა ჩაუსაფრდეთ აქციებს. ტელევიზიის გადახვევის რეჟიმის წყალობით სატელევიზიო რეკლამებს, ფაქტობრივად უარს ვუცხადებთ, არადა, სწორედ ამ დროს შეიძლება გამოგვეპაროს რაიმე მნიშვნელოვანი. თუმცა, XXI საუკუნეში, ინტერნეტის ეპოქაში ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. მუდმივად ადევნეთ თვალი სამშენებლო კომპანიებს საიტებს, ფეისბუქ თუ ინსტაგრამ გვერდებს, რადგან როგორც წესი, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ფასდაკლებების შესახებ.
გარდა, საახალწლო და სააღდგომო აქციებისა, დეველოპერები მომხმარებელს ხშირად ხანმოკლე, რამდენიმე დღიან აქციებს სთავაზობენ და თუ ასეთი აქციის „დაჭერას“ მოახერხებთ, თავადვე დარწმუნდებით, რომ ძალიან გაგიმართლათ.
ავტოფარეხი
უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული პირი, პირველ რიგში ბინას, გეგმარებას, სართულს და მსგავს დეტალებს აქცევს ყურადღებას, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ავტოფარეხის საკითხი. მანქანის გაჩერება თბილისში ძალიან აქტუალური პრობლემაა. მით უმეტეს, თუ ოჯახის რამდენიმე წევრს ჰყავს მანქანა, მათი დაპარკინგება დიდი თავსატეხი ხდება. ეს განსაკუთრებით ძველი თბილისის ვიწრო ქუჩებსა და ცენტრალურ უბნებს ეხება. ამიტომ ბინის შეძენამდე აუცილებლად დაინტერესდით ავტოფარეხით, ან საპარკინგე სივრცით, რათა წინასწარვე იცოდეთ, როგორ უნდა მოაგვაროთ ეს ერთობ მნიშვნელოვანი საკითხი.
სკოლისა და ბაღის სიახლოვე
დილით ადრე გაღვიძება ყველა ასაკში დიდი პრობლემაა. როგორც წესი დილას ყველას სადღაც ეჩქარება, ზოგს - სამსახურში, ზოგს - ბაღსა თუ სკოლაში და გზებზე წარმოუდგენელი საცობები იქმნება. მასწავლებელთან, დაგვიანების გამო ყოველ დილით ბოდიშის მოხდით დარეკვა რომ არ მოგიხდეთ, ბინის ყიდვამდე აუცილებლად მოიკითხეთ, რამდენად ახლოს მდებარეობს სკოლა/ბაღი თქვენს სახლთან.
მათი სიახლოვე ყველა ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია. თავდაპირველად კმაყოფილი იქნებით იმით, რომ დროულად მოახერხებთ ბავშვების მიყვანას, შემდეგ, პატარები რომ წამოიზრდებიან, არ გექნებათ იმის დარდი, როგორ დაბრუნდებიან გაკვეთილების შემდეგ სახლში, მალევე შეაჩვევთ მათ დამოუკიდებლობას, რაც მომავლის პერსპექტივაში ძალიან მნიშვნელოვანია.
სასურსათო მაღაზიების სიახლოვე
რატომ არის მაღაზიის სიახლოვე კარგი? ბავშვებს 7-8 წლის ასაკშიც მარტივად გაუშვებთ სახლთან ახლოს მდებარე მაღაზიაში; სამსახურიდან მოსული, სახლში ასვლამდე შეიძენთ საჭირო პროდუქტებს, არ მოგიწევთ მაცივრის შესავსებად სადმე შორს წასვლა და გრძელ რიგებში დგომა, რაც ყოველდღიურობაში ძალიან დიდი შვებაა.
მართალია, ყიდვამდე უძრავ ქონებას საკმაოდ ბევრ მოთხოვნას ვუყენებთ, მაგრამ ზოგჯერ ადამიანები სახლს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ყიდულობენ, ამიტომ ყველა დეტალი გათვალისწინებული უნდა გვქონდეს. მოძებნე ბინები თბილისში Area.ge-ის დახმარებით და აუცილებლად იპოვი, შენს სურვილებზე მორგებულ სახლს. Area.ge - უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმაა რომელიც მომხმარებლის კუთხიდან უყურებს და აფასებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ყველა პროცესს, ხოლო ბინის ყიდვა - გაყიდვის სრულ ციკლში გვერდით უდგას მაძიებელს.
Area.ge - საუკეთესო მეგზური უძრავი ქონების ბაზარზე!
(R)