რა დაძრავს წალენჯიხის ეკონომიკას - ექსპერტების მოსაზრებები

რა დაძრავს წალენჯიხის ეკონომიკას - ექსპერტების მოსაზრებები

access_time2021-11-07 11:15:19

მას შემდეგ, რაც 30 ოქტომბერს წალენჯიხაში მერის ასარჩევად ჩატარებულ მეორე ტურში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა გია ხარჩილავამ გაიმარჯვა, ორმა ბიზნესმენმა უკვე გამოთქვა წალენჯიხაში გადასვლის სურვილი. პირველად ეს სურვილი მამუკა ხაზარაძემ გააჟღერა და ამისკენ სხვასაც მოუწოდა.

„უკვე ვაპირებდი ანაკლიაში გადასახლებას, მაგრამ არ დამცალდა, მე გადმოვსახლდები წალენჯიხაში, უახლოეს ხანში ვიყიდი ბინას, დავუდგები წალენჯიხის ახალარჩეულ მერს გვერდით და მთელ ჩემს გამოცდილებას მოვახმარ იმას, რომ წალენჯიხა ვაქციოთ მართლა ოაზისად. ვისარგებლებ შემთხვევით, მოვუწოდებ ყველა ბიზნესმენს, გადმოიტანეთ თქვენი კომპანიების ანგარიშები წალენჯიხაში. ჩვენ ვაჩვენებთ როგორ უნდა ნამდვილი დემოკრატია," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ და მეორე დილითვე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ წალენჯიხაში მას თემურ ჭყონიაც გაჰყვება.

"დილით თემურ ჭყონიას წერილი დამხვდა. მეც მოგყვები წალენჯიხაში, როგორც კი დაიწყებ ეგრევე ჩამოვალ. მაგარი კაცი ხარ თემურ, მადლობა, ერთად ბევრ საქმეს გავაკეთებთ," - წერს ხაზარაძე ფეისბუქზე.

ბიზნესმენი თემურ ჭყონია ამბობს, რომ მას შემდეგ რაც წალენჯიხაში ახალი მერი მოვალეობების შესრულებას შეუდგება, მუნიციპალიტეტში ჩავა და გარემოს შეისწავლის.

ქვეყნის განვითარება არის, რომ ბევრი ოფისები უნდა გაიხსნას და ბევრი წარმოებები. ერთი წარმოებით რომ იწანწალო აქეთ-იქით, რა გამოვა, ერთი იქნება სულ. მე უბრალოდ დამაინტერესა, ეს ბიზნესაზარტია. მერი აღმოჩნდა ძალიან კრეატიული. აღმოჩნდა მერი, რომელიც აპირებს წალენჯიხაში იმ პროექტების განხორციელებას დამოუკიდებლად. მე მაინტერესებს კოალიციური მმართველობის პერიოდში როგორი დამოუკიდებელი შეიძლება იყოს მერი გადაწყვეტილებების მიღებაში, - განმარტა ჭყონიამ. 

სარკინიგზო საკითხების სპეციალისტი დავით გოჩავა კი ამბობს, რომ წალენჯიხის განვითარებისთვის გადამწყვეტი იქნება სარკინიგზო ხაზის „ინგირი - ზუგდიდი - ჯვარი“ აღდგენა და ეს უნდა იყოს პირველი პროექტი, რაც ამ რეგიონში გაკეთდება. გოჩავას მტკიცებით, სწორედ ამ ხაზზე უნდა გადავიდეს „შტადლერის“ ოთხივე მატარებელი, რაც ახლა მოძრაობს რკინიგზის სისტემაში.

უპირველესი პროექტი, რომელიც უნდა განხორციელედეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში - ეს არის სარკინიგზო ხაზის „ინგირი - ზუგდიდი - ჯვარი“ აღდგენა, მისი მოდერნიზაცია და ამ განშტოებაზე თანამედროვე, ევროპული სტანდარტების სამგზავრო-სარკინიგზო ოპერატორი კომპანიის დაფუძნება. აღნიშნული პროექტის გარე ეფექტები განუზომელი იქნება როგორ მუნიციპალიტეტისთვის, ისე მთლიანად სამეგრელოს რეგიონისთვის. აღნიშნულ ხაზზე უნდა გადავიდეს „შტადლერის“ ოთხივე მატარებელი, თუ დარჩა მას რესურსი, რა თქმა უნდა. აქ არ იქნება უკვე მაღალი ბაქნების პრობლემა, რისი უქონლობის გამო ეს მატარებლები ვერ აჩერებენ თბილისსა და ბათუმს შორის ვერსად და ვერ ემსახურებიან მგზავრებს. შეგახსენებთ, „შტადლერის“ მატარებლები აშენდა იმ მანძილზე მოძრაობისთვის, რა სიგრძის არის სწორედ ეს ხაზი - ეს იყო ამ მატარებლების შექმნის პრინციპული მიზანი, და არა 320 კმ სიგრძის მარშრუტზე მგზავრების გადაყვანა; იმიტომ არის ეს მატარებელი ორსართულიანი და დიდი გაბარიტების, რომ ერთბაშად გადაიყვანოს 1000 მგზავრი თავის ბარგთან ერთად, - ეუბნება "კომერსანტს " პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის პრეზიდენტი.

ამჟამად წალენჯიხაში  ზუგდიდი - ჯვარის 35 კმ სარკინიგზო განშტოება უფუნქციოა. სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი, პაატა ცაგარეიშვილი კი გვიხსნის, რომ  საქართველოს რკინიგზის განშტოებებზე, ლინდაგის სავალალო მდგომარეობის გამო, შეზღუდულია მოძრაობის სიჩქარეები , პრაქტიკულად, რკინიგზა კონკურენციას ვერ უწევს საავტომობილო გადაზიდვებს, და თვალშისაცემია, გზებზე სამშენებლო და ინერტული მასალებით დატვირთული ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ექსპერტის მტკიცებით, საერთო ჯამში, „უფუნქციოდ“ დარჩენი სარკინიგზო განშტოებები, ამუხრუჭებს, ქვეყნის რეგიონების სამრეწველო პოტენციალის განვითარებას.




"სარკინიგზო განშოებების შენახვა პრაქტიკულად, დამატებით ტვირთად აწვება, ისედაც ფინანსურად არამდგრად საქართველოს რკინიგზას. არსებული რეალობიდან გამომდინარე - საქართველოს რკინიგზამ იპოვა „მარტივი“ გამოსავალი - სარკინიგზო განშტოებების სრული დემონტაჟი. ასეთი მაგალითია ზუგდიდი - ჯვარის განშტოების დემონტაჟი. ზუგდიდი - ჯვარის 35 კმ სარკინიგზო განშტოება, რომელიც ენგურჰესის კაშხლის მშენებლობასთან დაკავშირებით აშენდა. კაშხლის მშენებლობის დასრულების შემდგომ, სარკინიგზო ხაზი, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს და მესტიის რაიონებს ემსახურებოდა. 2021 წელს, იმ არგუმენტაციით, რომ აღნიშნული მონაკვეთი უფუნქციო , ამასთან გახშირებული იყო ლინდაგის ხშირი ძარცვა, საქართველოს რკინიგზის გადაწყვეტილებით, ზუგდიდი - ჯვარის 35 კმ მონაკვეთის, საწყისი 11 კმ დატოვებული იქნა ექსპლუატაციაში, ხოლო დარჩენილი 24 კმ სრულად იქნა აყრილი და გაუქმებული. ფაქტიურად, რეგიონის 9 სოფელი დარჩა სარკინიგზო კავშირის გარეშე. ქვეყნის რეგიონის, სამრეწველო პოტენციალის განსავითარებლად, აუცილებელი იქნება, საქართველოს რკინიგზის განშტობებზე, ევროპაში ფართოდ აპრობირებული, მოდელის დანერგვა - "განშტოების ინფრასტრუქტურას, აშენებს და ანვითარებს (აფინანსებს) ის საწარმო რომელიც სარგებლობს ამ ინფრასტრუქტურით", - ეუბნება "კომერსანტს პაატა ცაგარეიშვილი.


ავტორი: ბელა გელაშვილი














„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up