რა უნდა იცოდე საჩუქრების კამპანიის ფინალის შესახებ?

რა უნდა იცოდე საჩუქრების კამპანიის ფინალის შესახებ?

access_time2023-01-23 13:10:31

თიბისის ციფრული ბანკის საჩუქრების საყოველთაო კამპანიაზე ალბათ უკვე ბევრი გსმენია. კამპანია ნოემბერში დაიწყო და 3 თვის განმავლობაში, მასში 350,000-ზე მეტი მომხმარებელი ჩაერთო. ახლა უკვე ფინალური მარათონისთვის აქტიური სამზადისია, რომელიც 29 იანვარს, 16:00 საათზე დაიწყება და ამავე დღეს, 23:59 საათზე დასრულდება

 

რაც მთავარია, ფინალში მონაწილეობის მიღების საშუალება და 50,000; 20,000 და 10,000 ლარის   მოგების შანსი ნებისმიერ ადამიანს აქვს, მიუხედავად იმისა, ჩართული იყო თუ არა ის საჩუქრების კამპანიის საწყის ეტაპზე. თუმცა, აუცილებელია, სარგებლობდე ციფრული ბანკის აპლიკაციის განახლებული ვერსიით, რომ 29 იანვარს ფინალური მარათონი აპლიკაციის გახსნისთანავე დაგხვდეს.

 

სანამ მარათონის წესებს და დეტალებს გაგაცნობთ, ციფრული ბანკის საჩუქრების კამპანიის სტატისტიკასაც გაგიზიარებთ:

  • კამპანიაში ჯამში ჩაერთო 350, 000-ზე მეტი მოთამაშე
  • დაისვა 40 ძირითადი კითხვა და 40 ბონუს კითხვა
  • სხვადასხვა ოდენობის ფულადი პრიზით დასაჩუქრდა 9000-ზე მეტი მონაწილე
  • ყველაზე რთული კითხვა აღმოჩნდა: “რა ერქვა ოთარაანთ ქვრივის ქმარს?” მასზე სწორად პასუხის გაცემა მხოლოდ  44.6%- მა შეძლო
  • ყველაზე მარტივი კითხვა: “რისი დაგროვებაა შესაძლებელი თიბისის ციფრულ ბანკში?” 98.8%- სწორი პასუხების რაოდენობა
  • სწორი პასუხების ჯამური მაჩვენებელი: 85.8% 

 


  1. როგორი იქნება ფინალური ეტაპი?

საჩუქრების კამპანიის ფინალი იქნება 20 კითხვიანი მარათონი, რომელსაც ყველა მონაწილე ერთდროულად დაიწყებს. ხოლო, გამარჯვებული იქნება პირველი სამეული, რომელიც ყველა კითხვას სწორად გასცემს პასუხს. ​ 



  1.  რა ხდება კითხვაზე არასწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში

კითხვებზე პასუხი თანმიმდევრობით უნდა გასცე. მარათონს დაიწყებ პირველი შეკითხვით და ყოველი სწორი პასუხის შემდეგ, მომედვნო კითხვაზე გადახვალ. არასწორი პასუხის შემთხვევაში კი მიიღებ 3 წუთიან ჯარიმას, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 3 წუთის განმავლობაში იმავე კითხვაზე პასუხის გაცემას ვერ შეძლებ. თითოეულ კითხვაზე პასუხის მცდელობების რაოდენობა შეუზღუდავია, თუმცა ყოველ არასწორ მცდელობაზე 3 წუთიანი ჯარიმა თავიდან დაგერიცხება. ​ 



  1. როდის გაიგებ გაიმარჯვე თუ არა?

როცა ყველა კითხვას უპასუხებ და მარათონის ბოლოში გახვალ, მაშინვე გაიგებ, რომელ ადგილზე გახვედი, მოხვდი თუ არა პირველ სამ გამარჯვებულს შორის და რა დროში დაასრულე ფინალური მარათონი. ​ 




  1. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ვერავინ ვერ უპასუხებს 20-ვე კითხვას?

იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთმა მონაწილემ ვერ შეძლო ფინალური ეტაპის 20-ვე კითხვაზე პასუხის გაცემა, გამარჯვებული იქნება პირველი სამეული, რომელმაც ყველაზე მეტ კითხვას უპასუხა, ყველაზე მცირე დროში. დროის ათვლა ხდება ფინალური მარათონის სტარტის მომენტიდან ბოლო პასუხგაცემული კითხვის მომენტამდე. (მაგალითისთვის, თუ ვერავინ ვერ მოახერხა მე-17 კითხვაზე პასუხი, გამარჯვებული სამეული შედგება მე-16 კითხვაზე პასუხის დროით). ​ 



  1. რამდენი გამარჯვებული ეყოლება ფინალურ ეტაპს და რა იქნება პრიზი

ფინალურ ეტაპს ეყოლება სამი გამარჯვებული, რომელიც მიიღებს შემდეგ პრიზებს: I ადგილი - 50,000 ლარი II ადგილი - 20,000 ლარი III ადგილი - 10,000 ლარი.



  1. გამოგადგება თუ არა დაგროვილი ქულები ფინალურ ეტაპზე

ფინალურ ეტაპში მანამდე დაგროვებული ქულები მონაწილეობას არ იღებს, თუმცა მარათონის დაწყებამდე დარჩენილი ქულების სანაცვლოდ მიიღებ შესაბამისი რაოდენობის მინიშნებებს. 200 ქულა = 1 მინიშნებას. მაგალითად, თუ დარჩენილი გაქვს 1000 გამოუყენებელი ქულა, ფინალურ ეტაპზე მიიღებ 5 მინიშნებას. ​ 



  1. რაში დაგჭირდება მინიშნებები

მინიშნებები დაგეხმარება, უპასუხო ფინალური ეტაპის რთულ კითხვებს. თითო კითხვაზე მხოლოდ ერთი მინიშნების გამოყენებას შეძლებ. ​ 



  1. როგორ ჩაერთო ფინალურ მარათონში

ფინალში მონაწილეობა შეუძლია ყველა მომხმარებელს, მიუხედავად იმისა, ჩართული იყო თუ არა ის საწყის ეტაპზე. ფინალის დღეს, მარათონში ჩართვას შეძლებ აპლიკაციის გახსნისთანავე, ავტორიზაციის გავლამდე არსებული ფინალური თამაშის გვერდიდან. ​ 



  1. აპლიკაციის რომელი ვერსია უნდა გქონდეს ფინალში მონაწილეობის მისაღებად

ფინალში მონაწილეობისათვის, აუცილებელია, ციფრული ბანკის აპლიკაცია განახლებული გქონდეს მინიმუმ შემდეგ ვერსიამდე: Android – 6.29.5, ხოლო iOS – 4.29.0 ​ 



შეგახსენებთ, რომ ფინალური მარათონი 29 იანვარს, კვირას, 16:00 საათზე დაიწყება. მანამდე კი, არ დაგავიწყდეს თიბისის ციფრული ბანკის აპლიკაციის განახლება.

უფრო ვრცლად ნახეთ აქ:  https://www.products.tbconline.ge/digital-bank-gifts-final

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up