9 იანვრიდან 15 იანვრამდე მოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით, წყალსადენი სისტემისა და აღრიცხვის კვანძის მოყინვის თავიდან აცილების მიზნით, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი თბილისის ზედა ზონებსა და კერძო სახლებში მცხოვრებ აბონენტებს რეკომენდაციით მიმართავს:
„სასურველია, შეფუთოთ თქვენს კუთვნილებაში არსებული ღია სივრცეში და ზედაპირულად განლაგებული აღრიცხვის კვანძები და წყალსადენი ქსელები. ასევე რეკომენდებულია, ღამის განმავლობაში მოშვებული დატოვოთ ონკანი წყლის მცირე ჭავლით,“- აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
კომპანიის განცხადებით, ამავე პერიოდში, იმ აბონენტებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან, როგორც საყოფაცხოვრებო ანუ ფიზიკური პირი, წყლის ჭარბი მოხმარების საფასური დაუკორექტირდებათ განცხადებით მომართვის საფუძველზე.