რა უნდა ვიცოდეთ დივიდენდების შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ დივიდენდების შესახებ

access_time2022-02-05 15:00:18

კომპანიები საკუთარი შემოსავლის ნაწილს, როგორც წესი, ბიზნესის გაფართოებისთვის იყენებენ, ხოლო დანარჩენ თანხას აქციონერებს უხდიან. აქციონერებისთვის განაწილებულ მოგებას დივიდენდი ჰქვია. ეს არის ჩადებული ინვესტიციიდან ერთ-ერთი ტიპის სარგებელი. დივიდენდს კომპანიები ნაღდი ფულის ან აქციების სახით გასცემენ. ზოგიერთ შემთხვევაში გაიცემა აქციების ყიდვის გარანტიაც.


ვინ და როგორ გასცემს დივიდენდს?


დივიდენდებს გასცემენ როგორც კერძო, ისე საჯარო კომპანიები, მაგრამ კანონი კომპანიას აქციონერებისთვის დივიდენდების გადახდას არ ავალდებულებს. კომპანიას შეუძლია თქვას, რომ გადაწყვიტა მოგების კვლავ ბიზნესში რეინვესტირება, თანხის გაფართოებისთვის დახარჯვა და დივიდენდს აქციონერებზე ვერ გასცემს. კომპანია ასევე, თავს იკავებს დივიდენდის გადახდისგან, როცა დიდი კრედიტი ან ვალი აქვს.


მოგების განაწილების პოლიტიკას კომპანია საკუთარი მიზნებისა და გეგმების შესაბამისად ახორციელებს. ამიტომაც ხდება, რომ ახალბედა კომპანიები დივიდენდების გაცემას არ ჩქარობენ და ამჯობინებენ, შემოსავლები ბიზნესის განვითარებისთვის გამოიყენონ.


დივიდენდებს გასცემენ ის კომპანიები, რომელთა ბიზნესიც მომგებიანია და მთელი მოგების ბიზნესში რეინვესტირება არ სჭირდებათ. ასეთ ბიზნესს საშუალება აქვს, მიმდინარე დავალიანების დაფარვისა და რეინვესტიციის შემდეგ დარჩენილი თანხა აქციონერებს გაუნაწილოს, ანუ საკუთარი აქციონერები დააჯილდოოს. მაგალითად, S&P 500-ის კომპანიების 84%-ზე მეტი იხდის დივიდენდებს.


მენეჯმენტი თავად განსაზღვრავს დივიდენდის ოდენობასა და გაცემის სიხშირეს. მაგალითად, S&P 500 ფონდმა შეიძლება გადაიხადოს დივიდენდის სახით შემოსავლის 1,77%, მაშინ როცა S&P 500-ის კომპანიის, როგორიცაა Kohl’s, დივიდენდის განაკვეთი 13%-ზე მეტია.


კომპანიამ დივიდენდები შეიძლება გასცეს ყოველთვიურად, კვარტალურად ან ყოველწლიურად. ხოლო სპეციალური დივიდენდების (დამატებითი, ბონუს- დივიდენდი, რომელსაც მაშინ იხდიან, როცა კომპანია განსაკუთრებით მომგებიანია) გადახდა არარეგულარულია. მსოფლიო ტენდენცია აჩვენებს, რომ  დივიდენდების გადახდა უფრო ხშირია კომუნალურ და ტელეკომუნიკაციების ინდუსტრიაში. 


ვინ რამდენ დივიდენდს იღებს



დივიდენდი აქციონერებზე თანაბრად არ ნაწილდება. თითოეულ დივიდენდს მის საკუთრებაში არსებული აქციებისა და კომპანიის მოგების პროპორციულად იღებს.​ მაგალითად, პრივილეგირებული აქციის მფლობელს, ჩვეულებრივი აქციების მფლობელთან შედარებით, მეტი სარგებლის მიღების შანსი აქვს,.


პრივილეგირებულ აქციებზე ხდება ფიქსირებული დივიდენდის გადახდა სასესხო ვალდებულებების მსგავსად. ასეთ აქციონერს, კომპანიის საოპერაციო მოგების გაზრდის შემთხვევაში, დამატებითი შემოსავლის მიღება არ შეუძლია. პრივილეგირებული აქციონერებისთვის დივიდენდის გადახდა კომპანიის ვალდებულებას არ წარმოადგენს.


პრივილეგირებული აქციები შესაძლოა იყოს კუმულაციური ან არაკუმულაციური. კუმულაციური პრივილეგირებული აქციების შემთხვევაში გროვდება გადაუხდელი დივიდენდი. ხოლო შემდეგ მათი სრულად ისტუმრებენ ჩვეულებრივ აქციებზე დივიდენდის გადახდამდე.


დივიდენდი კომპანიამ, ნაღდი ფულის ნაცვლად, აქციების სახითაც შეიძლება გასცეს. ასეთი აქციები, მის მიმღებს, შეუძლია გაყიდოს ანუ ფულად აქციოს ან შეინახოს.


რა განსაზღვრავს დივიდენდის ოდენობას


დივიდენდის გაცემაზე მოქმედებს აქციების მდგომარეობა:


მზარდი აქციები – თუ კომპანიის აქციები მზარდია, მისთვის შემოსავლების რეინვესტირება უფრო ხელსაყრელია, ვიდრე აქციონერებისთვის მოგების განაწილება.


სტაბილური აქციები – თუ აქციების ფასი სტაბილურია, კომპანიას შეუძლია, რეინვესტირების ნაცვლად, დივიდენდები მისცეს აქციონერებს.


დივიდენდის გავლენა კომპანიის აქციების ფასზე


დივიდენდის გაცემა კომპანიის აქციების ფასზეც ახდენს გავლენას. როცა კომპანია გაზრდილი დივიდენდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, მისი აქციების ფასი იზრდება. თუ კომპანია აცხადებს, რომ დივიდენდს ამცირებს, ეს ნიშნავს, რომ მომავალში  ნაკლებ მოგებას ელოდება. ეს ინფორმაცია, ბუნებრივია, აქციების ფასის შემცირებას გამოიწვევს. ამიტომ, კომპანიები დივიდენდის გაცემას მხოლოდ მაშინ აანონსებენ, როდესაც გარკვეულ ფინანსურ სტაბილურობას მიაღწევენ.

 

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც მოგება. თქვენს მიერ დეტალურად უნდა იქნეს გაანალიზებული, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.


წყარო: businessfeed.ge


თეგები:
დივიდენდი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up