რა უნდა ვიცოდეთ ფილტვის კიბოს შესახებ - ადრეული დიაგნოსტირება და მკურნალობის შესაძლებლობები

რა უნდა ვიცოდეთ ფილტვის კიბოს შესახებ - ადრეული დიაგნოსტირება და მკურნალობის შესაძლებლობები

access_time2022-11-10 11:00:08

ნოემბერი ფილტვის კიბოს ცნობადობის ამაღლების თვეა. „ნიუ ჰოსპიტალსის“ თორაკალური ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი, ონკოლოგი და მედიცინის დოქტორი, დავით გიორგაძე 12 და 19 ნოემბერს უფასო კონსულტაციებს გამართავს.

რა არის ფილტვის კიბო, ვინ არიან რისკ ჯგუფში და ვინ შეიძლება დაავადდეს ამ დაავადებით - ამ საკითხებზე „კომერსანტი“ დავით გიორგაძეს ესაუბრა.

 

 

რა არის ფილტვის კიბო?

 

დავით გიორგაძე, „ნიუ ჰოსპიტალსის“ თორაკალური ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი, ონკოლოგი და მედიცინის დოქტორი: ფილტვის კიბო ავთვისებიანი სიმსივნის სახეობაა, რომლის განვითარება ფილტვების ეპითელურ ქსოვილში იწყება. მსოფლიოში ფილტვის კიბოს სიკვდილის გამომწვევ მიზეზებში წამყვანი ადგილი უჭირავს. ის შეიძლება იყოს პირველადი - უშუალოდ ფილტვში წარმოიქმნას, ან შეიძლება იყოს სხვა ორგანოში წარმოქმნილი კიბოს მეტასტაზი. ფილტვის კიბოს ორი ძირითადი ტიპი გვხვდება: არაწვრილუჯრედოვანი და წვრილუჯრედოვანი. ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კარცინომა, რომელიც შემთხვევათა 80-85%-ში გვხვდება, შედარებით ნელი ზრდით ხასიათდება, თუმცა ხშირად დიაგნოზის დადგენისას არამარტო გულმკერდის ღრუს მოიცავს. მეორე ტიპის კიბოს, წვრილუჯრედოვან კარცინომას, რომელიც დაახლოებით 15%-ში გვხვდება, აგრესიული, სწრაფი გავრცელება ახასიათებს და მეტასტაზებს მრავალ ორგანოში იძლევა.

 

ფილტვის კიბოს ადრეულ სტადიაზე სიმპტომების გამოვლენა არ ახასიათებს. ჩივილები და სიმპტომები უპირატესად მაშინ ვლინდება, როცა დაავადება შორსაა წასული. დაავადების სიმპტომები შესაძლოა იყოს მუდმივი ხველა, სისხლიანი ხველა (მცირე რაოდენობით სისხლის შემცველობითაც), სუნთქვის უკმარისობა, ხმის ტემბრის შეცვლა, ტკივილი გულმკერდში, უმადობა, წონაში კლება, ძვლების ტკივილი, თავის ტკივილი. თუმცა, აღნიშნული სიმპტომები საკმაოდ გვიან ვლინდება.

 

ვინ არიან რისკ-ჯგუფში, ვინ შეიძლება დაავადდეს ამ დაავადებით?

 

რისკ ჯგუფში უპირატესად მწეველები არიან, რადგან შემთხვევათა დაახლოებით 85% თამბაქოს მოხმარებითა და პასიური მწეველობითაა გამოწვეული. რამდენი წელი და რა რაოდენობით მოიხმარს ადამიანი თამბაქოს ფილტვის კიბოს განვითარების რისკთან პირდაპირ კავშირშია. წინა წლებში, პროცენტულად მეტი შემთხვევები იყო მამაკაცებში, თუმცა, ბოლო წლებში, მას ქალების მაჩვენებელი თითქმის გაუთანაბრდა.

 


შესაძლებელია თუ არა ფილტვის კიბოს დიაგნოსტირება სიმპტომების გამოვლენამდე?

 

ფილტვის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა შესაძლებელია და მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მკურნალობა შედეგიანი იყოს. ამისთვის ფილტვის კიბოს სკრინინგი ტარდება. დაბალდოზიანი კომპიუტერული ტომოგრაფია კიბოს ადრეულ გამოვლენაში გვეხმარება. მაღალი რისკის ქვეშ არიან: 45 წლიდან 74 წლამდე პაციენტები, რომელთაც მწეველობის 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვთ; გარდა ამისა, პირები, რომლებიც წარსულში, წლების განმავლობაში, აქტიურად მოიხმარდნენ თამბაქოს და თუნდაც 15 წელია თავი დაანებეს; ასევე ადამიანები, რომელთაც ფილტვის დაბალი ფუნქცია ან ისეთი ქრონიკული დაავადება აქვთ, როგორიცაა ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება; ასევე შესაძლოა ფილტვის კიბოს რისკჯგუფში იყვნენ ადამიანები, რომელთაც ოჯახურ ანამნეზში ფილტვის კიბოს შემთხვევები აქვთ.

 

რა არის ფილტვის კიბოს გამომწვევი მიზეზი აქვს?

 

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აღსანიშნავია სიგარეტის მოწევა, რომელიც გამომწვევი მიზეზების 80-90%-ს მოიცავს. სიგარეტი დაახლოებით 700 ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, რომელთა უმრავლესობა ტოქსიკურია და მათგან 70-ი ადამიანებსა და ცხოველებში დადასტურებულად კიბოს იწვევს. დაავადებულთა 15%-ს პასიური მწეველები წარმოადგენენ. სხვა გამომწვევი ფაქტორებია - გარემოს დაბინძურება და პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების - აზბესტის, დარიშხანის, სილიციუმის, ქრომის შესუნთქვა, რადიაციული გამოსხივება და წარსულში ჩატარებული სხივური თერაპია.

 

როგორ ხდება ფილტვის კიბოს დიაგნოსტირება?

 

ფილტვის კიბოს დასადგენად პირველ ეტაპზე გულმკერდის რენტგენოგრაფია ტარდება. თუმცა, ის არ იძლევა საშუალებას, რომ მცირე ზომის წარმონაქმნი გამოვლინდეს. ამიტომ, რისკფაქტორების და ანამნეზის გათვალისწინებით კომპიუტერული ტომოგრაფია კეთდება, რომლის საშუალებით შესაძლებელია გამოვავლინოთ მცირე ზომის წარმონაქმნები და გადიდებული ლიმფური კვანძები.

 

შემდგომი ეტაპია სიმსივნის მორფოლოგიური კვლევა. სიმსივნის ლოკალიზაციის გათვალისწინებით ხდება ბრონქოსკოპიის ჩატარება, სასუნთქი გზების გამავლობის შეფასება, ნახველის ციტოლოგიური შესწავლა და საეჭვო უბნიდან ქსოვილის აღება. სიმსივნის პერიფერიული მდებარეობის შემთხვევაში, კომპიუტერული ტომოგრაფიის კონტროლით კანგავლით ნემსით ბიოფსია ტარდება. თუ საეჭვო უბნიდან შესასწავლი მასალის აღება ამ მეთოდებით შეუძლებელია, ქირურგიული ჩარევა ხდება, თორაკოსკოპია ან ღია წესით ოპერაციული მიდგომა.

 

ფილტვის კიბოს მკურნალობის რა შესაძლებლობები არსებობს?

 

მასალის მორფოლოგიური შესწავლის, დიაგნოზის დაზუსტების და მეტასტაზური დაზიანების შეფასების შემდეგ მკურნალობის დაგეგმვა ხდება, რაც შესაძლოა ოპერაციულ მკურნალობას, ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, იმუნოთერაპიას მოიცავდეს. სავარაუდო პროგნოზის განსაზღვრა შემდგომ ხდება.

 

შესაძლებელია თუ არა ფილტვის კიბოს პრევენცია?

 

ფილტვის კიბოს პრევენცია გულისხმობს სიგარეტის მოწევის შეწყვეტას, ასევე სხვა შესაძლო გამომწვევი ფაქტორებისთვის თავის არიდებას. მნიშვნელოვანია მწეველმა ადამიანებმა გაითვალისწინონ, რომ მათ ფილტვის კიბოს განვითარების მაღალი რისკი გააჩნიათ. 45 წლიდან სასურველია ფილტვის კიბოს დაბალდოზიანი სკრინინგი ჩაიტარონ, რათა დაავადების არსებობის შემთხვევაში დროულად მოხდეს მისი გამოვლენა და მკურნალობა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up