რა უნდა ვიცოდეთ ლაქტოზის აუტანლობაზე და ჰგავს თუ არა „ ლაქტოზის აუტანლობა“ სხვა დაავადებებს

რა უნდა ვიცოდეთ ლაქტოზის აუტანლობაზე და ჰგავს თუ არა „ ლაქტოზის აუტანლობა“ სხვა დაავადებებს

access_time2022-02-14 12:05:42

გაზები, დიარეა, შებერილი მუცელი, მუცლის სპაზმები და ტკივილი, მუცლის ბუყბუყი, გულისრევის შეგრძნება. ყველა ეს სიმპტომი ხშირად ლაქტოზის აუტანლობის მაჩვენებელია. თუ მოზრდილ ასაკში ლაქტოზის აუტანლობა დისკომფორტით შეიძლება შემოიფარგლოს ბავშვთა ასაკში მისი ერთ ერთი გართულება სხვა სიმპტომებთან ერთად წონაში ჩამორჩენაა. 


რა უნდა ვიცოდეთ ლაქტოზის აუტანლობაზე ?


ლაქტოზის აუტანლობა შაქარ ლაქტოზას მონელების შეუძლებლობაა და  გამოწვეულია მომნელებელი ფერმენტის–ლაქტაზის დეფიციტით. ლაქტაზა, ლაქტოზას შლის ორ კომპონენტად, გლუკოზად და გალაქტოზად. ეს მარტივი შაქრები შემდგომში ნაწლავის კედლიდან სისხლში მარტივად შეიწოვება, მაგრამ თუ  ლაქტაზის დეფიციტი გვაქვს, ვერც  ლაქტოზის დაშლა ხდება და შესაბამისად ვერც შეწოვა. შედეგად, ლაქტოზის მაღალი კონცენტრაცია აკავებს სითხეს წვრილ ნაწლავში და იწვევს დიარეას. მოუნელებელი ლაქტოზა, გადადის მსხვილ ნაწლავში, სადაც ის ბაქტერიის მიერ ფერმენტიზაციას ექვემდებარება და მეტეორიზმს და განავლის მომატებულ მჟავიანობას იწვევს.  



ვის შეუძლია ყველაზე კარგად ლაქტოზის მონელება? 

ლაქტაზის დონე ყველაზე მაღალი ჩვილებშია, ასაკის მატებასთან ერთად მისი დონე თანდათანობით მცირდება. ეს ახალშობილებს  რძის მონელების საშუალებას აძლევს. თუმცა, უმეტეს ეთნიკურ ჯგუფში ( მათ შორის აზიელების თითქმის 100%) ლაქტაზის დონე ძუძუთი კვების შეწყვეტასთან ერთად იკლებს. ლაქტაზის დონის კლების გამო ამ ეთნიკურ ჯგუფში შემავალ ბავშვებსა და მოზრდილებს დიდი რაოდენობით ლაქტოზის მონელება არ შეუძლიათ. მაშინ, როცა  ჩრდილო-დასავლელი ევროპელი თეთრკანიანების 80-85% ლაქტაზას მთელი სიცოცხლის მანძილზე გამოიმუშავებენ და რძის და რძის პროდუქტების მონელება მოზრდილ ასაკშიც შეუძლიათ,  მსოფლიო მოსახლეობის 75%-ზე მეტისთვის  ლაქტოზის  აუტანლობა ჩვეულებრივი მდგომარეობაა.


ჰგავს თუ არა „ ლაქტოზის აუტანლობა“ სხვა დაავადებებს? 


რათქმაუნდა ლაქტოზის აუტანლობის სიმპტომები სხვა დაავადებებს შეიძლება ჰგავდეს, მაგალითად გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს, რძის ცილის აუტანლობას ან ალერგიას.  ამიტომ აუცილებელია დიფერენცირება ექიმმა სპეციალისტმა გააკეთოს დ არ მივმართოთ თვითმკურნალობას. განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში და ჩვილებში. მით უმეტეს, რომ ლაქტოზის აუტანლობა, ახალგაზრდებში შეიძლება გამოიწვიოს   საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა ინფექციამ, რომლის მკურნალობის შემდეგ სიმპტომები ქრება. მოზრდილ ასაკში გამოვლენილი შემთხვევები კი ძირითადად   გენეტიკური მემკვიდრეობითია  და ცხოვრების ბოლომდე გრძელდება.





რა გართულებები  მოყვება ლაქტოზის აუტანლობას? 

ლაქტოზას შეიცავს რძე და ყველა რძის პროდუქტი, თუმცა ყველაზე გამოკვეთილი საპასუხო რეაქცია, ლაქტოზის აუტანლობისას სწორედ რძის მიღებისას ვითარდება. 

რძე და რძის პროდუქტები ჯანმრთელი კვების  ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. იგი დიდი რაოდენობით  შეიცავს   კალციუმს, ცილებს, A, B12 და D ვიტამინებს. ეს ნუტრიენტები აუცილებელი კომპონენტია ჯანმრთელი ძვლების განვითარებისა  და შენარჩუნებისათვის, განსაკუთრებით კი ბავშვთა ასაკში. თუ ორგანიზმში საჭირო რაოდენობით მინერალების და ვიტამინების შეწოვა არ ხდება მივიღებთ ისეთ პრობლემას, როგორიც წონაში კლება და ორგანიზმის გამოფიტვაა. რაც თავის მხრივ ისეთ პრობლემებს გამოიწვევს, როგორებიცაა: ოსტეოპენია , ოსტეპოროზი, მალნუტრიცია. გარდა ძვლების ადვილად მსხვრევადობისა ამ დროს რთულად ხორცდება ჭრილობები, პაციენტებს აღენიშნებათ დაღლილობა და დეპრესია... 



მკურნალობა და გამოსავალი ლაქტოზის აუტანლობისას:

ლაქტოზის აუტანლობას დიდი დროის განმავლობაში სხვადასხვა მეთოდებით ებრძოდა მედიცინა. მათ შორის საკვებიდან რძის და მისი შემცველი პროდუქტების ნაწილობრივ ან სრული ამოღებითაც კი. თუმცა ჩვენ უკვე ვიცით რა შედეგები  მოყვება ამ პროდუქტებზე უარის თქმას. დახვეწილი ტექნოლოგიების ერაში დღეს, ქართულ ბაზარზე გვაქვს ადგილობრივი,  ქართული ულაქტოზო რძე, რომელიც სრულად აკმაყოფილებს კალციუმზე, კალიუმზე და სხვა მინერალებზე დღიური მოთხოვნილების ნორმებს, ისე, რომ არ იწვევს  ზემოთჩამოთვლილ გვერდით ეფექტებს. რაც მთავარია რძე მიიღება უახლესი ტექნოლოგიით ისე, რომ რძის შემადგენლობაში გაუვნებელყოფილებელია მხოლოდ ლაქტოზა და სრულად შენარჩუნებული ყველა კვებითი ღირებულება. 


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up