რა ვითარებაა საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე - „სქაი ლოჯისტიქსი“ საქართველოში ტარიფების მკვეთრ ცვლილებას არ ელის

რა ვითარებაა საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე - „სქაი ლოჯისტიქსი“ საქართველოში ტარიფების მკვეთრ ცვლილებას არ ელის

access_time2022-11-18 13:00:08

საჰაერო ტვირთების ტარიფები მკვეთრად მცირდება, ზოგიერთ შემთხვევაში ფასები 2021 წლის დონეს ქვემოთ ეცემა. საერთაშორისო ბაზარზე ოპერატორები იმედგაცრუებულნი არ არიან და იმედოვნებენ, რომ გაზაფხულზე სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. ბაზრის მონაწილეები ერთხმად ირწმუნებიან, რომ მათთვის რთული დრო დადგა.


„კომერსანტი“ საჰაერო სატვირთო ბაზარზე არსებული ვითარებით დაინტერესდა. „სქაი ლოჯისტიქსში“ „კომერსანტს“ უთხრეს, რომ საერთაშორისო ბაზარზე არსებული ვითარება საქართველოზე მყისიერად არ ისახება, რადგანაც საქართველო ამ მიმართულებით საკმაოდ მცირე ბაზარია. კომპანიაში აცხადებენ, რომ 2021 წელთან შედარებით ტარიფები დაწეულია, თუმცა მკვეთრი რყევები არ არის.


„საქართველო არ არის იმხელა ბაზარი, რომ საერთაშორისო ბაზარზე არსებული რყევები, რომელიც ტარიფებს უკავშირდება, საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვებზეც აისახოს.


ქართული ბაზარი ძალიან პატარაა და რთულია ფეხდაფეხ აჰყვე საერთაშორისო ტრენდებს. ზოგადად ეს პროცესი უფრო შეეხო ჩინეთს, ევროპა-ამერიკის მიმართულება არ შეცვლილა. პირიქით, საწვავის ფასების ზრდის გამო გადაზიდვის ტარიფმა გარკვეულწილად მოიმატა. ჩინეთს რაც შეეხება, ის არის მსოფლიოსთვის ბევრი პროდუქციის მიმწოდებელი. არსებული ფასები 2021 წლის ფასებთან შედარებით უდავოდ განახევრებულია. ჩვენს ბაზარზე ფასები დაახლოებით 30%-ით შემცირდა და ჩვენი აზრით, ეს რამდენიმე ფაქტორით არის გამოწვეული.


ჩვენი აზრით არის რამდენიმე ფაქტორი რამაც ეს გამოიწვია.


პირველი, მსოფლიოში დამთავრდა კოვიდის ციებ-ცხელება, ანუ 2020-2021 წლებში, კოვიდთან დაკავშირებულ სახარჯ მასალებზე დეფიციტის გამო, ტვირთებზე მოთხოვნა გაიზარდა და ტარიფმაც მოიმატა არამხოლოდ საჰაერო, არამედ სხვა სატრანსპორტო გადაზიდვებზე. ამის გარდა 2020-2021 წლებში პანდემიის გამო გაუქმებული იყო მიმოსვლა და საჰაერო ხომალდების დეფიციტიც შეიქმნა. უკვე დასრულდა კოვიდი, შესაბამისად ის ძირითადი ტვირთი, რომელიც მოძრაობდა 2020-2021 წლებში აღარ არსებობს.



ყველაფერი უბრუნდება სტანდარტულ, სტაბილურ სატვირთო გადაზიდვებს, იმავე ტვირთს, რაც დადიოდა 2019, 2018, 2017 წელს და ასე შემდეგ.


მეორე ფაქტორი არის რუსეთ-უკრაინას შორის ომი, ევროპის ორი დიდი სახელმწიფო, უკრაინა ომის გამო და რუსეთი სანქციების გამო, შეიზღუდა. აქედან გამომდინარე შემცირდა ტვირთბრუნვაც არამხოლოდ ჩინეთიდან, რომელიც ყველაზე დიდი მიმწოდებელია, არამედ ევროპიდანაც. თუმცა ევროპიდან მაინც სახმელეთო გადაზიდვები იყო პრიორიტეტული რუსეთის და უკრაინის მიმართულებით, ვიდრე საჰაერო, იმიტომ, რომ ორივე ახლოსაა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასთან.


ამას ემატება მესამე ფაქტორი, ეს არის ჩინეთში გამუდმებული ლოკდაუნი, რომელიც დღესაც არ დასრულებულა. ამ სამი წლის განმავლობაში, დღესაც კი ჩინეთის ბევრი რეგიონი, საიდანაც ხდება მიწოდება, დაკეტილია, არ მუშაობს საწყობები. შეიქმნა პრობლემა ამ ტვირთების წარმოების და დროული მიწოდების, როგორც ევროპისკენ ისე ამერიკისკენ. რასაკვირველია ამან არასტაბილურობა შეიტანა გადაზიდვებში და ესეც ერთ-ერთი მიზეზი გახდა ტვირთბრუნვის შემცირების, თორემ ჩინეთიდან და არა მხოლოდ ჩინეთიდან, ზოგადად მაგ რეგიონიდან შემცირებულია ტვირთბრუნვა“, - აცხადებენ „სქაი ლოჯისტიქსში“.


კომპანიაში კიდევ ერთ, შედარებით ახალ ფაქტორზეც ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ გაჩნდა მეოთხე ფაქტორი, ეს არის ამერიკის ბანკების მიერ, სანქციების გამო, გადარიცხვების შეზღუდვა.


„ახლა კიდევ ახალი პრობლემა ემატება, ეს არის გადარიცხვები. ამერიკის კორბანკები ზღუდავს ჩინეთის, ინდოეთის, სინგაპურის და კიდე რამდენიმე აზიური და წყნარი ოკეანის ქვეყნების მიმართ გადარიცხვებს. ესეც გამოიწვევს გარკვეულ რყევებს, რადგანაც მაგალითად, საქართველოში ევროზე მოთხოვნა უკვე გაიზარდა იმიტომ, რომ ევროპული კორბანკები ასეთ გადარიცხვებს ჯერჯერობით არ ზღუდავენ“, - აცხადებენ ლოგისტიკურ კომპანიაში.


„სქაი ლოჯისტიქსში“ განმარტავენ, რომ დღეისათვის საჰაერო სატვირთო გადაზიდვის ტარიფები უფრო მაღალია, ვიდრე იყო 2018 და 2019 წლებში, დაახლოებით 60-70%-ით.


„ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ ეს ტარიფები მკვეთრად დაეცემა. მით უმეტეს, რომ ახლა მოდის წინასაახალწლო ციებ-ცხელება. თუმცა განსხვავებით საქართველოსგან ევროპა ნოემბერშივე გეგმავს ასეთ გადაზიდვებს და ტარიფები ბოლო 2 თვეა შედარებით სტაბილურია. მცირედით იმატებს ან იკლებს, თუმცა ეს უმნიშვნელო ცვლილებებია. ველოდით, რომ ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის პირველ ნახევარში ტარიფების გარკვეული მატება იქნებოდა. თუმცა იანვრის ბოლოს ჩინეთში ახალი წელი მოდის და ქვეყანა როგორც წესი 2 კვირით იკეტება, იანვარში კი ახალი წლის გამო ევროპა იკეტება 1 კვირით და აქედან გამომდინარე, ალბათ იანვრის პირველი ნახევრის შემდეგ ტარიფები ისევ დღევანდელ მაჩვენებლებს დაუბრუნდება. დანარჩენი უკვე გამოჩნდება გაზაფხულზე, ეს დამოკიდებულია რუსეთ-უკრაინას შორის ომის მიმდინარეობაზე, საწვავის ფასზე და ასე შემდეგ.


რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, გამომდინარე ბაზრის სიმცირიდან, მსოფლიო ტრენდს ვერ მივყვებით. ამერიკიდან და ევროპიდან საქართველოს მიმართულებით საჰაერო სატვირთო გადაზიდვებზე არაფერი შეცლილა, საუბარია აქ მხოლოდ ჩინეთზე. აზიის სხვა ქვეყნებიდანაც კი არ შეცვლილა, და თუ შეიცვალა ძალიან უმნიშვნელოდ“, - განმარტავენ „სქაი ლოჯისტიქსში“.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up