რა წარსული აქვს კომპანიას, რომელმაც ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაცია განახორციელა

რა წარსული აქვს კომპანიას, რომელმაც ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაცია განახორციელა

access_time2022-10-13 17:05:27

ვაკის პარკში შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის დაკვეთით კომპანია გრინსერვის+ აწარმოებდა. აღნიშნულ კომპანიას 2022 წელს მხოლოდ თბილისის მერიისგან 5 მილიონზე მეტი ღირებულების ტენდერები აქვს მიღებული.


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შადრევნების კასკადს, სადაც დღეს სამ მოზარდს დენმა დაარტყა და მათგან ერთი გარდაიცვალა, ბოლო ინსპექტირება 2022 წლის 29 აგვისტოს ჩაუტარდა.


ვაკის პარკის რეაბილიტაცია, თბილისის მერიამ 2020 წელს დაიწყო და თავად მერიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით 2021 წლისათვის უნდა დასრულებულიყო.


სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელს შემუშავებული წინასაპროექტო კვლევის და ფუნქციური ზონირების რუკის საფუძველზე დაიწყო. თავად მერის, კახა კალაძის თქმით, ვინაიდან პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რეაბილიტაციაც მნიშვნელოვანი ჩარევების და ცვლილებების გარეშე განხორციელდა.


პარკის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის განხორციელებაზე 17,600,000 ლარი, ხოლო გამწვანების ღონისძიებებზე დამატებით 3,500,000 ლარი დაიხარჯა.



პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს დაგი ახორციელებდა, რომლის ვალდებულებაშიც ვაკის პარკში ზედაპირის მოპირკეთება - მათ შორის მიწის სამუშაოების, ასევე დემონტაჟისა და სხვადასხვა ტიპის სამუშაოების ჩატარება შედიოდა. კომპანია ასევე ვალდებული იყო, ჩაეტარებინა მოსაპირკეთებელი სამუშაოები, გაეყვანა კომუნიკაციები, დაეყენებინა განათებები, უზრუნველეყო სხვადასხვა ტიპის ბორდიურებისა და ფილების მოპირკეთება და მონტაჟი. კომპანიას უნდა მოეწყო საბავშვო მოედნები, აღედგინა შადრევნები, მოეწყო ძაღლების სავარჯიშო მოედანი და ველოსიპედების გასაჩერებელი კარკასი. დოკუმენტაციის თანახმად, ვაკის პარკში ასევე უნდა მოწყობილიყო სატრენაჟორო სივრცეც, რომელიც უზრუვნელყოფილი იქნებოდა ინკლუზიური ფიტნეს აღჭურვილობითაც.


რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპს, თბილისის მერიამ ელ.ტენდერი (NAT210017848) 2021 წლის სექტემბერში გამოაცხადა, რათა ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეესყიდა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 13 მილიონ ლარს შეადგენდა. ტენდერში სამი კომპანია იღებდა მონაწილეობას, თუმცა საბოლოოდ გამარჯვებული შპს გრინსერვის + გახდა. კომპანიასთან ხელშეკრულება 2021 წლის ოქტომბერში გაფორმდა. ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ შპს გრინსერვის + თბილისის მერიისგან 12,979,867 ლარს მიიღებდა. შადრევნის რეაბილიტაცია რამდენიმე დღის წინ დასრულდა, დღევანდელი მონაცემებით კომპანიას აღნიშნული თანხის თითქმის ნახევარი, ანუ 6,324,286 ლარი აქვს მიღებული.


რა წარსული აქვს კომპანიას, რომელმაც ვაკის პარკის რეაბილიტაციის ტენდერში გაიმარჯვა?


ფლანგვის დეტექტორის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შპს “გრინსერვისი +” 2010 წელს ლაშა ფურცხვანიძის, კობა ხარშილაძისა და ტარიელ კიკნაძის მიერ დაფუძნებული კომპანია. შპს მას შემდეგ გააქტიურდა, რაც დამფუძნებლების მეორე კომპანია - შპს გრინსერვისი - ტენდერების შავ სიაში შეიყვანეს.


„კომპანია “გრინსერვისი +”-მა სახელმწიფოს შესყიდვებში მონაწილეობის მიღება 2013 წლიდან დაიწყო, თუმცა ცოტა ხნით შესვენება მოუწია, რადგან ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შპს-ს დამფუძნებლები - ლაშა ფურცხვანიძე და კობა ხარშილაძე წინა კომპანიის - შპს გრინსერვისის “კორუფციული საქმიანობის” მოტივით დააკავა.
2013 წლის 18 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ლაშა ფურცხვანიძე და კობა ხარშილაძე 400,000-400,000 ლარიანი გირაოების გათავისუფლდნენ. თუმცა, 24 დეკემბერს, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კობა ხარშლაძეს კვლავ დააკავეს იმ მოტივით, რომ მას საქართველოდან წასასვლელი ბილეთი ჰქონდა ნაყიდი - მაშინ მისი დაცვის მხარე კობა ხარშილაძის კიდევ ერთხელ დაკავებას ზურაბ ჟვანიას საქმეს უკავშირებდა.


ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილი კორუფციული სქემების მიუხედავად, რომელშიც მათი თქმით დასტურდებოდა შპს “გრინსერვის +”-ის დამფუძნებლების ჩართულობა კორუფციაში, სახელმწიფო უწყებებმა უპრობლემოდ განაგრძეს კომპანიასთან თანამშრომლობა - კერძოდ:


გრინსერვისი +-ს 2013 წლიდან დღემდე 222 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, აქედან 42%-ში გაიმარჯვა და მოგებული კონტრაქტების საერთო სავარაუდო ღირებულებამ 41,256,287 ლარი შეადგინა. გარდა ამისა კომპანიამ მონაწილეობა მიიღო 42 გამარტივებულ შესყიდვაში და ასე გაფორმებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ 582,409 ლარი შეადგინა.
გრინსერვისი + თავისი პროფილიდან გამომდინარე ძირითადად თვითმართველობის ორგანოების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში იღებს მონაწილეობას.


დავით ნარმანიას მერობის პერიოდში, ანუ 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ნოემბრის ჩათვლით, გრინსერვისი +-მა 57 ტენდერში გაიმარჯვა. 2015 წელს ტენდერებიდან აღებულმა თანხამ 3,123,113 ლარი შეადგინა, 2016 წელს 3,549,836 ლარი, 2017 წელს კი 3,948,655 ლარი, მთლიანობაში 10,619,804 ლარი.


კახა კალაძის მერობის პერიოდში, ანუ 2017 წლის ნოემბრიდან დღემდე, გრინსერვისი +-მა 42 ტენდერში გაიმარჯვა - 2018 წელს 11,025,727 ლარი მიიღეს, 2019 წელს 22,154,620 ლარი - მათ შორის 8,814,484 ლარიანი თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, 2020 წელს კი 18,616,941 ლარი, აქედან 12 მილიონ ლარზე მეტი – უკონკურენტოდ“ აღნიშნულის ფლანგვის დეტექტორის მიერ გასულ წელს მომზადებულ ინფორმაციაში. 



მასალის მომზადებისას გამოყენებულია რადიო თავისუფლებისა და ფლანგვის დეტექტორის მიერ გავრცელებული ინფორმაციები




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up