რა წერია BP-ის ანგარიშში

რა წერია BP-ის ანგარიშში

access_time2022-10-20 10:00:26

ევროპა თანდათან დასახული მიზნისკენ სვლას იწყებს - ეს მიზანი კი გარემოს დამაბინძურებელი წიაღისეული საწვავის გამოყენებისგან განახლებადი ენერგიის წყაროებით ჩანაცვლებას გულისხმობს. ამ მიზნის მიუხედავად, ჯერჯერობით წიაღისეული საწვავი ენერგიის წყაროებში მაინც ლომის წილს შეადგენს. ირკვევა, რომ სწორედ ამ უკანასკნელზეა კონტინენტი ყველაზე მეტად დამოკიდებული. თუმცა, გამონაკლისი ქვეყნები მაინც გვხვდება - საფრანგეთი, რომელიც ბირთვული ენერგიის გამოყენებით გამოირჩევა და დანია, რომელიც ძირითადად ქარის განახლებად ენერგიაზეა დამოკიდებული. ისლანდია, ნორვეგია და შვედეთი კი, უმეტესად, ჰიდროენერგეტიკას, იგივე წყლის რესურსებს იყენებს. ამ ქვეყნებში ჰიდროენერგეტიკა ენერგომომარაგების 60%-ზე მეტს შეადგენს.


BP-ის ყოველწლიური ანგარიშიდან ირკვევა, რომ ევროპის ქვეყნები, ძირითადად, 6 სახეობის ენერგიის წყაროებს ეყრდნობიან, ესენია: ქვანახშირი, წყალი, ბუნებრივი აირი, ბირთვული ენერგია, ნავთობი და განახლებადი ენერგია.


BP-ის ანგარიშის მიხედვით, ბოლო წლების განმავლობაში, ქვანახშირის წლიური მოხმარების მაჩვენებელი გლობალურად 4.2%-ითაა შემცირებული. 2020 წლის მონაცემებით, ქვანახშირის მოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს გერმანიას - სრული მოხმარების 1.2%-ით. მას მოსდევს თურქეთი და პოლონეთი - ორივე შემთხვევაში 1.1%-იანი მაჩვენებლებით. შემდეგია უკრაინა - 0.6%-ით. ჩეხეთი - ქვანახშირის სრული მოხმარების 0.3%-იანი ნიშნულით, ხოლო ავსტრიას, ბელგიას, ფინეთს, საფრანგეთს და საბერძნეთს - ქვანახშირის მოხმარების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.


საკვლევ პერიოდში ჰიდროელექტროენერგიის მოხმარება მცირედად, 1%-ით, მაგრამ მაინც გაზრდილია. ევროპაში ჰიდროენერგეტიკაზე ყველაზე მეტად დამოკიდებული ქვეყნების სათავეში მოექცა ნორვეგია - 3.3%-იანი მაჩვენებლით. მას მოსდევს თურქეთი - 1.8%-ით, შვედეთი - 1.7%-ით. შემდეგია საფრანგეთი - ჰიდროენერგეტიკის სრული მოხმარების 1.4%-იანი ნიშნულით. იტალია - 1.1%-ით და ავსტრია - 1%-ით. ჰიდროელექტროენერგიის მოხმარების ყველაზე დაბალი მაჩვენებლები კი შვეიცარიას, ესპანეთს, ფინეთს და გერმანიას აქვს.



ანგარიშის მიხედვით, ბოლო წლებში 2.3%-ით შემცირებულია ბუნებრივი აირის მოხმარებაც. მიუხედავად ამისა, გაზის, როგორც პირველადი ენერგიის წილი მაინც მაღალია. ბუნებრივ აირს ყველაზე ხშირად მოიხმარენ - გერმანიაში, სადაც სრული მოხმარების 2.3%-იანი მაჩვენებელი გვხვდება. მას მოსდევს გაერთიანებული სამეფო - 1.9%-იანი ნიშნულით. შემდეგია იტალია - 1.8%-ით, რომელსაც მოჰყვება თურქეთი - 1.2%-იანი მაჩვენებლით და საფრანგეთი - 1.1%-ით. ბუნებრივი აირის სრული მოხმარების 1%-იანი ნიშნულის ქვემოთაა - უკრაინა, ესპანეთი, პოლონეთი, ბელგია და უნგრეთი.


ასევე 4.1%-ითაა შემცირებული ბირთვული ენერგიის მოხმარებაც. BP-ის ანგარიშის მიხედვით, ბირთვულ ენერგიას ყველაზე ხშირად მოიხმარს საფრანგეთი - ქვეყანას 13.1%-იანი მაჩვენებელი აქვს. მას მოსდევს უკრაინა 2.8%-ით. შემდეგია გერმანია 2.4%-იანი ნიშნულით, ესპანეთი - 2.2%-ით და შვედეთი 2%-ით. გაერთიანებულ სამეფოს ბირთვული ენერგიის სრული მოხმარების 1.9%-იანი მაჩვენებელი აქვს, რომელსაც მოჰყვება ბელგია 1.3%-იანი მაჩვენებლით და ჩეხეთი 1.1%-ით. 1%-იან ნიშნულს ქვემოთაა ფინეთი და შვეიცარია.


ამავე ანგარიშით ირკვევა, რომ 2011 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ დონემდე შემცირებულია ნავთობის მოხმარება - ეს გლობალურად დღეში 9,1 მილიონი ბარელით, ანუ 9.3%-ით შემცირებას ნიშნავს. ნავთობს ყველაზე ხშირად ევროპის შემდეგი ქვეყნები მოიხმარენ - გერმანია - სრული მოხმარების 2.3%-იანი ნიშნულით, მას მოსდევს საფრანგეთი - 1.5%-ით, გაერთიანებული სამეფო 1.3%-ით. ესპანეთი და იტალია - ორივე ქვეყნის შემთხვევაში ნავთობის მოხმარების 1.2%-იანი მაჩვენებლებით და თურქეთი - 1%-ით.


ირკვევა ისიც, რომ ენერგიის ჩამოთვლილ ხუთ წყაროსთან შედარებით, განახლებადი ენერგიის მოხმარება 9.7%-ით გაიზარდა. ევროპაში განახლებად ენერგიას ყველაზე ხშირად გერმანიაში მოიხმარენ - ქვეყნის მაჩვენებელი სრული მოხმარების 7%-ს შეადგენს. გერმანიას გაერთიანებული სამეფო მოსდევს - 3.8%-იანი მაჩვენებლით. შემდეგია ესპანეთი 2.4%-ით. საფრანგეთს და იტალიას ცალ-ცალკე 2.1%-იანი ნიშნული აქვს. თურქეთს - 1.4%, შვედეთს - 1.3%, ხოლო ნიდერლანდებს - 1%.



წყარო:bm.ge/



თეგები:
BP



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up