გასულ წელს რუსეთის მოქალაქეთა მონაწილეობა თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გაოთხმაგდა, ბათუმში კი 3.5-ჯერ გაიზარდა, — ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
თუ 2022 წლის იანვარში რუსეთის მოქალაქეებზე თბილისში დადებული ნასყიდობების 0.9% მოდიოდა, 2022 წლის ნოემბერში ამ მაჩვენებელმა 4.4%-ს მიაღწია.
უფრო დიდი წილი აქვთ რუსეთის მოქალაქეებს ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე. 2022 წლის იანვარში ტრანზაქციებში მათი წილი 5% იყო, მაშინ როდესაც ნოემბერში ეს მაჩვენებელი 17.6%-მდე გაიზარდა.
რუსეთის ის მოქალაქეები, რომელთაც ქართული წარმომავლობა აქვთ, თბილისში უფრო მეტად ყიდულობენ საცხოვრებელ ფართს, ვიდრე ბათუმში. დანარჩენი ნაწილი კი პირიქით. ანგარიშის მიხედვით, „შვილი” და „ძე”-ზე დაბოლოებული გვარების წილი რუსეთის მოქალაქეთა მიერ განხორციელებულ ბინების ნასყიდობებში თბილისში 13.4%, ბათუმში კი 5.2%-ია.