რა წვლილი შეაქვთ უკრაინელ მილიარდერებს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ომში

რა წვლილი შეაქვთ უკრაინელ მილიარდერებს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ომში

access_time2022-04-07 19:30:04

უკრაინელმა მილიარდერების ნაწილმა რუსეთის აგრესიის მიმართ თავიანთი პოზიცია მკაფიოდ გამოხატა და გადაწყვიტა, ჯარს და მოსახლეობას აქტიურად დახმარებოდა. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ფოკუსი“ წერს.


24 თებერვალამდე ცოტა ხნით ადრე, როცა რუსეთმა უკრაინაში შეჭრა დაიწყო, უკრაინულმა მედიამ ევროკავშირის ქვეყნებში ჩარტერული ფრენების ნაკადის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რომ „ოლიგარქები ქვეყანას ტოვებდნენ." ბევრი მილიარდერისა და მილიონერის ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია, ხოლო ის ბიზნესმენები, რომლებიც საზღვარგარეთ ომამდეც ცხოვრობდნენ, იქვე რჩებიან. ასეთი არის, მაგალითად, კონსტანტინე ჟევაგო და დიმიტრი ფირტაში. თუმცა რინატ ახმეტოვი, იური კოსიუკი, გალინა და ალექსანდრე გერეგები, ასევე, ვადიმ ნოვინსკი უკრაინაში დარჩნენ. უკრაინაში იმყოფება და ფრონტის ხაზზე იბრძვის, ასევე, კორპორაცია Roshen-ის მფლობელი და ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო.


რას საქმიანობენ მილიარდერების საწარმოები და ფონდები ომის დროს:


რინატ ახმეტოვი - Forbes 2022-ის მიხედვით, მისი ქონება 4,2 მლრდ დოლარს შეადგენს. ომის დაწყებიდან 4,3 მლრდ დოლარი დაკარგა. მისი თქმით, რენატ ახმეტოვის ფონდმა და ბიზნესმა ქვეყნის დასახმარებლად ძალისმევა გააერთიანეს. მაგალითად, 7 მარტის მდგომარეობით, SCM ჯგუფმა გამოყო 100 მლნ გრივნაზე მეტი კიევის დასახმარებლად, Metinvest-მა ტერიტორიული დაცვის ძალებისთვის (TPO) 300 მლნ გრივნას დამცავი აღჭურვილობა შეიძინა, FUIB-მა უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და TPO-ს, თითქმის, 62 მლნ გრივნა გაუგზავნა, ხოლო YASNO-მ ჰუმანიტარული დახმარებისთვის 5 მლნ გრივნა გამოყო. ენერგეტიკული სექტორის ინვესტორი კომპანია DTEK უფასოდ აწვდის ელექტროენერგიას სამედიცინო დაწესებულებებს, პურის მწარმოებლებს, სამხედრო სტრუქტურებს კიევის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის რეგიონებში. ახმეტოვის ჯგუფის კომპანიები თავშესაფრებისთვის უზრუნველყოფენ და ამზადებენ პროდუქტებს, მედიკამენტებსა და გენერატორებს, დახმარებას უწევენ იძულებით გადაადგილებულ პირებს, ხსნიან ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების პუნქტებს, მოსახლეობა საბრძოლო უბნებიდან გამოჰყავთ და საავადმყოფოებს ჟანგბადითა და სხვა სამედიცინო აღჭურვიობით ამარაგებენ.



ვიქტორ პინჩუკი - Forbes 2022-ით, 1,9 მლრდ დოლარის ქონების მფლობელია. ის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმას სიძე და კომპანია Interpipe-ის დამფუძნებელია. პინჩუკმა თებერვლის ბოლოდან 700 მლნ დოლარი დაკარგა. Interpipe-ის ცნობით, კომპანია სამხედრო და ტერიტორიული თავდაცვის ძალებისთვის პერსონალურ დამცავ აღჭურვილობას ყიდულობს და ტერიტორიული თავდაცვის ნაწილების აღჭურვისთვის ჯავშანჟილეტების მიმწოდებლებს ეძებს. Interpipe-ის საწარმოები ორ დღეში 96 ე.წ. ტანკსაწინააღმდეგო ზღარბს ანუ ლითონის ზღუდეს ამზადებს. კომპანია რეგიონული სამხედრო ნაწილების, ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფებისა და მოხალისეთა ორგანიზაციების გადაუდებელ საჭიროებებს უზრუნველყოფს. მოთხოვნის შემთხვევაში, აგზავნის საწვავს, მილებს, ლითონს, ბეტონის ბლოკებს, ფილებს, ლურსმნებს, ჭურჭელს, სამშენებლო მასალას, საკანცელარიო ნივთებს, თერმო საცვლებს და სხვა. საქველმოქმედო ფონდ „რეგიონის აღორძინების“ თანხები, ასევე, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ტერიტორიული თავდაცვის ნაწილებსა და დაჭრილებს ხმარდება. დნიპროს, ნოვომოსკოვსკსა და ნიკოპოლში საწარმოების ტერიტორიაზე 18 დროებითი თავშესაფარი მოეწყო. დაბომბვის ან საჰაერო თავდასხმის საფრთხის დროს მას 8500-ზე მეტი ადამიანი აფარებს თავს. ვიქტორ და ელენა პინჩუკებმა და პინჩუკის ფონდმა, ასევე, მისმა პარტნიორებმა, Schmidt Futures-მა, Vista Equity Partners-მა, Minderoo Foundation-მა და Atlantic Foundation-მა უკრაინის დახმარების ფონდი დააფუძნეს, რაც 6 მლნ დოლარის ერთობლივი საქველმოქმედო ინიციატივაა. ფონდის სახსრები უკრაინელების გადაუდებელ საჭიროებებს, განსაკუთრებით სამედიცინო აღჭურვილობას ხმარდება.


ვადიმ ნოვინსკი - Forbes 2022-მა მისი ქონება 1,3 მლრდ დოლარად შეაფასა და ომის დაწყებიდან 2,2 მლრდ დოლარით შემცირდა. ნოვინსკი პარტია „ოპოზიციური ბლოკიდან“ უმაღლესი რადას დეპუტატი და Smart Holding-ის საინვესტიციო ჯგუფის მფლობელია. Smart Holding-ის ცნობით, Vadym Novynskyy Foundation-მა მარიუპოლის მცხოვრებთა ჰუმანიტარული დახმარებისთვის 10,5 მლნ გრივნა გამოყო. ფონდმა, ასევე, შეიძინა საწვავი ტრანსპორტისთვის, რომელიც მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ეწევა. ფონდი ჰუმანიტარული პროექტებისთვის 150 მლნ გრივნის გამოყოფას გეგმავს. კომპანია Metinvest-მა, რომლის აქციონერებიც SCM და Smart Holding არიან, უკრაინის TPO-სთვის დამცავი აღჭურვილობის შესაძენად 10 მლნ ევრო გამოყო. Metinvest ჯგუფის მოხალისეები დაზარალებული რეგიონების მცხოვრებლებისთვის ტონობით ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებენ. კომპანია დახმარებას უწევს „მწვანე დერეფნების“ გახსნას. Smart Holding-ის ცნობით, ვადიმ ნოვინსკის ფონდმა კიევის ერთ-ერთი ბავშვთა სახლის აღსაზრდელები ზაკარპატიის ოლქში გადაიყვანა.


კონსტანტინე ჟევაგო - Forbes 2022-ით ამ დროისთვის ის 1,3 მლრდ დოლარის ქონებას ფლობს; დაკარგა 800 მლნ დოლარი. ჟევაგო სამთომომპოვებელი კომპანია Ferrexpo-ს მფლობელია, რომელიც ფლობს აქტივებს ცენტრალური უკრაინის პოლტავას რეგიონში. კომპანიამ შექმნა ჰუმანიტარული ფონდი ადგილობრივი თემების უშუალო მხარდასაჭერად და ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში ფონდში 1,5 მლნ დოლარი გადარიცხა. ფონდის სახსრები მიმართულია ადგილობრივი საკვების შესაძენად ხანგრძლივი შენახვის ვადით, ასევე, აღჭურვილობის მარაგის შესავსებად, თავშესაფრების ადგილებში საბნების და ადგილობრივი საავადმყოფოებისთვის, სამედიცინო დაწესებულებებისთვის აუცილებელი მარაგის შესაძენად.


პეტრო პოროშენკო - Forbes 2022-მა მილიარდერების სიიდან ამოიღო, რადგან მისი კაპიტალი 700 მლნ დოლარამდე შემცირდა. მისმა საკონდიტრო კომპანია Roshen-მა ღირებულების, დაახლოებით, 75% დაკარგა და იძულებული გახდა, კიევსა და ბორისპოლში ორი ქარხანა დაეხურა. პოროშენკო დაკავებულია დედაქალაქისა და რეგიონის ტერიტორიული თავდაცვის ნაწილების უზრუნველყოფით და მათ ტყვიამფრქვევებით, ავტომატებით, რაციებით, აღჭურვილობითა და ზამთრის თბილი ფორმებით ამარაგებს.


Forbes 2022-ის მონაცემებით, მთლიანობაში, უკრაინის უმდიდრესი ბიზნესმენების ქონება ომის დაწყებიდან, თითქმის, 10 მლრდ დოლარით შემცირდა.


BPN.GE




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up