რა ხარვეზები აღმოაჩინა აუდიტის სამსახურმა ტექინსპექტირების პროცესში?

რა ხარვეზები აღმოაჩინა აუდიტის სამსახურმა ტექინსპექტირების პროცესში?

access_time2022-07-02 09:05:06

აუდიტის სამსახურმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესზე სახელმწიფო კონტროლის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მაკონტროლებელმა უწყებამ რამდენიმე ხარვეზი აღმოაჩინა.


2018-2020 წლების მონაცემებით, საქართველოში ტრანსპორტის სექტორი იწვევს ჰაერის დაბინძურებას სხვადასხვა მავნე ნივთიერებით, მათ შორის, ნახშირბადის მონოქსიდით (CO) – 54,53%, აზოტის ოქსიდებით (Nox) – 42,13%, აქროლადი ორგანული ნაერთებით (აონ) − 30,30%, მყარი ნაწილაკებით (PM) -5,53%, ამიაკით (NH) − 1,87%, გოგირდის ოქსიდებით (SOx) −1,57%. გარემოზე ასევე უარყოფით გავლენას ახდენს ძველი ავტომობილები და ტრანსპორტის რაოდენობის ყოველწლიური ზრდა. სტატისტიკური ინფორმაციით, 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, ქვეყანაში რეგისტრირებული მანქანების რაოდენობა 5%-ით გაიზარდა და შეადგინა 1,445,932 ერთეული. მათ შორის, 10 წლამდე ასაკისაა  − 13, 26%, 10-დან 20 წლამდე ასაკის − 31,63%, ხოლო ყველაზე მეტი,  55,10%  − 20 და მეტი წლის მოძველებული ავტომობილია. 


ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობა ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია მათი უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის, უბედური შემთხვევებისა და ზიანის შემცირების თვალსაზრისით. ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებენ კერძო კომპანიები, რომლებსაც ეს უფლება მინიჭებული აქვთ აკრედიტაციის ცენტრის მიერ. ტრანსპორტის სფეროს უსაფრთხოებასა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს ვალდებულებები ასევე განსაზღვრულია ასოცირების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით.


აღსანიშნავია, რომ 2019-2020 წლებში ინსპექტირება წარმატებით გაიარა სატრანსპორტო საშუალებების, შესაბამისად, 53%-მა და 38%-მა, რასაც აუდიტორთა  შეფასებით, გააჩნია გაუმჯობესების პოტენციალი, თუმცა ტექინსპექტირების ცენტრების საქმიანობაში არსებული გამოწვევები ქმნის გარკვეულ რისკებს და საჭიროებს გაუმჯობესებას.


რეგლამენტის მიხედვით, ინსპექტირების ცენტრები უნდა დაკომპლექტდეს კვალიფიციური სპეციალისტებით, თუმცა აკრედიტაციის ცენტრს არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია ყველა დასაქმებული ინსპექტორის შესახებ. გამოვლინდნენ ისეთი ინსპექტორები, რომელთა კვალიფიკაცია აკრედიტაციის ცენტრის მიერ არ იყო შეფასებული.



ინსპექტირების  ცენტრები ვალდებული არიან, ყველა დანადგარ-მოწყობილობა გამოიყენონ მხოლოდ მათი გამართულობის შემთხვევაში. თუმცა აკრედიტაციის ცენტრის მიერ 2020 წლის ყოველწლიური შეფასებისას დაფიქსირდა შემთხვევა, როცა ინსპექტირების პროცესი მიმდინარეობდა ძირითადი გამზომი საშუალების − სამუხრუჭე სტენდის გაუმართაობის პირობებში.


რეგლამენტი ასევე ავალდებულებს ინსპექტირების ცენტრებს, უწყვეტ რეჟიმში მოახდინონ ვიდეოგადაღება, ხოლო ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, ხარვეზის აღმოფხვრამდე შეაჩერონ ინსპექტირების პროცესი, თუმცა გამოვლინდა შემთხვევები, როცა ინსპექტირების პროცესი არ შეჩერებულა ვიდეოკამერების გაუმართაობის შემთხვევაშიც კი.  


აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების მიუხედავად, ინსპექტირების ცენტრების მიერ სრულყოფილად არ ხორციელდებოდა დანადგარების და აღჭურვილობის დადგენილ ვადებში დაკალიბრება, მათი გამართული ფუნქციონირება, ვიდეომეთვალყურეობის სისტემების უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირება, ინფორმაციულ სისტემებში ასახული ინფორმაციის უტყუარობა და სისრულე.  


დანადგარების, ვიდეომეთვალყურეობისა და ინფორმაციული სისტემებისთვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიუწოდებლობის პრევენციის მიზნით, აუდიტის სამსახურმა გასცა რეკომენდაცია − აკრედიტაციის ცენტრმა იმსჯელოს პასუხისმგებლობის შესაფერისი მექანიზმების აუცილებლობაზე და საჭიროებისამებრ უზრუნველყოს რეგლამენტში შესაბამისი ცვლილების ინიციირება.


კიდევ ერთი საკითხი, რომელიც გააუმჯობესებდა ტექდათვალიერების პროცესს, დაკავშირებულია ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან, რომელიც უნდა დანერგილიყო 2021 წლის მარტიდან. ერთიანი ელექტრონული ბაზა, როგორც აუდიტის სამსახური მიუთითებს, უზრუნველყოფდა ინსპექტირებასთან დაკავშირებული ისეთი მონაცემების თავმოყრას, როგორებიცაა: ინსპექტირებული სატრანსპორტო საშუალებების საიდენტიფიკაციო მონაცემები, კატეგორიები, თითოეული ტესტირების შედეგები, დახარვეზებული ელემენტები და ხარვეზის მიზეზები, ტესტირების თარიღი, მომავალი სავალდებულო ინსპექტირების თარიღი და სხვ.


გარდა ამისა, ერთიან ბაზებთან ინსპექტირების ცენტრების წვდომა მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს ისეთი რისკების პრევენციას, როგორიცაა, არაერთგვაროვანი ინსპექტირება, ანუ შემთხვევები, როცა ერთ ცენტრში დახარვეზებული სატრანსპორტო საშუალება წარმატებით გადის ინსპექტირებას სხვა ცენტრებში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up