ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ ბრიტანელი აქციონერის სამართლებრივი დავა ახალ ფაზაში გადადის - რა სიახლეებზე საუბრობენ ადვოკატები

ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ ბრიტანელი აქციონერის სამართლებრივი დავა ახალ ფაზაში გადადის - რა სიახლეებზე საუბრობენ ადვოკატები

access_time2022-07-14 19:48:53

ხაზარაძე–ჯაფარიძის წინააღმდეგ „თიბისი ბანკის“ ბრიტანელი აქციონერის იან მალქოლმ ჰოქის სარჩელის შესაგებლები სასამართლოში მხოლოდ შპს „სამგორი ემ“-მა და შპს „სამგორი თრეიდმა“ შეიტანეს. რაც შეეხება მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, რომელთაც სასამართლომ ბრიტანელი აქციონერის სარჩელის საფუძველზე ბანკში არსებული 30 მლნ ლარის აქტივები დაუყადაღა, მსგავსი იურიდიული პროცედურა არ გაუვლიათ.


ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე ამბობს, რომ აუცილებლად წამოიწყებენ სასამართლო დავას, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბარი არ სურს.


როგორც ადვოკატი აცხადებს, რამდენიმე დღეში საზოგადოებას ახალ ინფორმაციას გააცნობს. მისივე თქმით, მათ დოკუმენტები ჩაბარდათ და საქმის მოსამზადებლად დრო აქვთ.


„ვაპირებთ სამართლებრივ რეაგირებას. იურიდიულად ეს საქმე არაფერია, უფრო პიარული სვლაა, რადგან რაც ვნახეთ, იმდენად აბსურდული სარჩელია, იმ კვირაში გაიგებთ, რა არის აბსურდულობა“, - აღნიშნა ზვიად კორძაძემ.



საპასუხო სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით ხაზარაძე-ჯაფარიძის პოზიციასთან დაკავშირებით ბრიტანელი აქციონერის იან მალქოლმ ჰოქის უფლებადამცველს დიმიტრი ტორაძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ისინი შესაგებელს არ შეიტანენ, სასამართლო მათ წინააღმდეგ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.


„აპირებს კი არა, უნდა შემოიტანოს შესაგებელი იმიტომ, რომ მათ აქვთ კანონით დადგენილი ვადა და იმ ვადაში შესაგებლის შემოუტანლობის შემთხვევაში სასამართლოს მიერ მიღებული იქნება დაუსწრებელი გადაწყვეტილება მათ წინააღმდეგ. შესაბამისად, თუ მათ აქვთ ლეგალური ინტერესი და სადავო პოზიციები, ეს აუცილებლობაა მათი მხრიდან. ჩვენ გვაინტერესებს მათი პოზიცია. მარტივად გეტყვით, ჩვენს სასარჩელო განცხადებაში არაფერი არ წერია ახალი, რაც ამ მხარეებისთვის არ იყო 3 თვით ადრე ცნობილი. მე რომ „თიბისი ბანკს“ მივმართე წერილით, აბსოლუტურად ყველაფერი ეწერა იქ. „თიბისი ბანკს“ მივმართე და არა კონკრეტულად ფიზიკურ პირებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, მაგრამ აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ ბანკში ჩვენი მიტანილი წერილის შინაარსი მათთვის ცნობილი იქნებოდა. შესაბამისად, 90 დღის წინ რაც იყო ცნობილი, ჩვენ რომ 96-ე დღეს სასამართლოს მივმართეთ, რამე მოულოდნელობა არ მომხდარა.


რაც შეეხება მათი მხრიდან განცხადებებს, რომ ეს პიარული სვლაა და რაღაც გაუგებარი პოზიციები, მხოლოდ ეს იყო მათი პოზიცია, მათი სამართლებრივი პოზიცია ჩვენთვის უცნობია და შესაბამისად, შესაგებელს ველოდებით. პიარის ნაწილს ჩვენ იმიტომ ვიყენებთ და საზოგადოებასთან ურთიერთობას იმიტომ ვცდილობთ, რომ მე და ჩემი მარწმუნებელი საქართველოში არ ვფლობთ 70 ონლაინმედიიდან 40-ს და არ გვაქვს ჩვენი საკუთარი ტელევიზია. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ არ მოხდეს საინფორმაციო სივრცეში ჩვენი უსაფუძვლო დაჩაგვრა. თორემ პიარული რომ არ იყო და სუფთა სამართლებრივი სარჩელი იყო, ეს ძალიან მარტივად ჩანს.


ასევე, დარწმუნებული ვარ, რაც არ უნდა შესაგებელი დაწეროს ბატონმა მამუკამ და ბატონმა ბადრიმ, ან მათმა წარმომადგენელმა, ესეც თიბისი ბანკისთვის იქნება ცნობილი. ჩემი წინადადება ისევ ძალაშია. როცა სასამართლო სხდომები იქნება და ჩემს გვერდით აუცილებლად იქნება თავისუფალი ადგილი, ველოდები, რომ „თიბისი“ იქ დაიკავებს თავის ღირსეულ ადგილს. ამ შემთხვევაში „თიბისი ბანკის“ პოზიცია გვაინტერესებს“, - ამბობს დიმიტრი ტორაძე.


შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M“-სა და „სამგორი თრეიდს“ სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა“ სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე. კომპანიებს „სამგორი M“-სა და „სამგორი თრეიდს“ კრედიტი ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up