თურქეთმა და სომხეთმა  საჰაერო-სატვირთო გადაზიდვებზე ერთმანეთს შეზღუდვები გაუუქმეს -  როგორ იმოქმედებს მეზობელი ქვეყნების შეთანხმება საქართველოზე

თურქეთმა და სომხეთმა  საჰაერო-სატვირთო გადაზიდვებზე ერთმანეთს შეზღუდვები გაუუქმეს -  როგორ იმოქმედებს მეზობელი ქვეყნების შეთანხმება საქართველოზე

access_time2023-01-09 14:00:35

თურქეთმა და სომხეთმა ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო-სატვირთო გადაზიდვების განხორციელებისთვის დაწესებული შეზღუდვები გააუქმეს. როგორც „კომერსანტთან“ საავიაციო სფეროს ანალიტიკოსმა იგორ აფციაურმა განაცხადა, თუკი თურქეთსა და სომხეთს შორის საჰაერო სატვირთო გადაზიდვები რეალურად აღდგება, მაშინ ამით საქართველოს საჰაერო სატვირთო ბაზარი გარკვეულ დარტყმას მიიღებს და საქართველოს საჰაერო დერეფანს ტვირთების ნაწილი ჩამოაკლდება.


„თურქეთის გავლით ძალიან ბევრი ტვირთი შემოდის ჩვენთან, რომელიც აქ გენერირდება და შემდგომ ნაწილდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის სომხეთში. ამიტომ თუ მათ ექნებათ პირდაპირი საჰაერო სატვირთო ფრენები თურქეთთან, ეს ჩვენს როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლს შეამცირებს.


ამიტომ ეს ჩვენთვის მთლად კარგი არაა. ამის შემდეგ სომხეთი სატრანზიტო მიმართულებად ევროპაში გამოიყენებს არა საქართველოს, არამედ უკვე თურქეთს. ამჟამად სომხეთი იმყოფება ევროკავშირის „შავ სიაში“, ანუ სომხურ ავიაკომპანიებს არ აქვს საშუალება, რომ იფრინონ ევროპაში და ისინი ძალიან ხშირად იყენებდნენ საქართველოს სატრანზიტო მიმართულებად“, - აცხადებს ანალიტიკოსი.


იგორ აფციაურის განმარტებით, საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი ისედაც მცირეა და სომხეთის ტვირთის გამოკლება დიდი დანაკარგი იქნება.




„საუბარია არამხოლოდ იმ ტვირთზე, რომელიც სომხეთს ეხება. თუ ჩვენ ვიყენებთ ჩვენს სივრცეს ევროპისა და ჩინეთის დასაკავშირებლად, ასევე თურქეთსაც შეუძლია ანალოგიურად გამოიყენოს საკუთარი დერეფანი. სერიოზული საუბარია ასევე სამგზავრო ფრენების აღდგენაზე, რასაც ჩვენზე უარყოფითი გავლენა ექნება“, - აღნიშნა აფციაურმა.



შეგახსენებთ, თურქეთმა და სომხეთმა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო-სატვირთო გადაზიდვების განხორციელებისთვის დაწესებული დაბრკოლებები გააუქმეს.


„თურქეთსა და სომხეთს შორის პირდაპირი საჰაერო სატვირთო გადაზიდვისთვის დაბრკოლებები ორ ქვეყანას შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად მოიხსნა“, - აღნიშნულია TRHaber-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ხელშეკრულებების დეტალები ამ დროისათვის უცნობია.



სააგენტო Anadolu-ს ცნობით, ტვირთების გადაზიდვა თურქეთსა და სომხეთს შორის 1 იანვრიდან გახდა შესაძლებელი და ამის შესახებ თურქეთის ვაჭრობის სამინისტრომ საექსპორტო ოპერაციებში ჩართულ ადგილობრივ ორგანიზაციებს უკვე აცნობა. სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ორი ქვეყნის სპეციალურ წარმომადგენლებს შორის ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებებზე იქნა მიღებული.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up