რაც არ უნდა მოხდეს, ხელს არაფერი შეგიშლის – ალფა დაზღვევას ბრენდის ახალი  სტრატეგია და ვიზუალური იდენტობა აქვს

რაც არ უნდა მოხდეს, ხელს არაფერი შეგიშლის – ალფა დაზღვევას ბრენდის ახალი სტრატეგია და ვიზუალური იდენტობა აქვს

access_time2022-04-04 11:05:10

ალფა უმსხვილესი სამედიცინო ჰოლდინგი „ავერსის“ შვილობილი კომპანიაა და ქართულ  ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით. ალფა მომხმარებელს სადაზღვევო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს და ბაზარზე მისი ინდივიდუალური და მოქნილი პირობებით გამოირჩევა. 

„ტოპ მენეჯმენტის ცვლილების შემდეგ, ალფაში სტრუქტურული და საოპერაციო რეორგანიზაცია დაიწყო. ალფას გუნდის დიდ გამოცდილებას დაემატა განსხვავებული და თანამედროვე მიდგომები, გადახალისდა კომპანიის ხედვები და მიზნები.  სწორედ ამიტომ საჭირო გახდა ალფას ბრენდის სტრატეგიისა თუ ვიზუალური იდენტობის გადახედვა და ახალი აღმოჩენების გაკეთება“ – ალფა დაზღვევის CEO აკაკი ლომაური. 

 

რა არის ბრენდის ახალი სტრატეგია?! 

„სტრატეგიაზე მუშაობისას აღმოვაჩინეთ, რომ ალფას მომხმარებლებს ერთი მთავარი ღირებულება აერთიანებთ – ისინი ბევრს შრომობენ, ისახავენ დიდ და პატარა მიზნებს და ყოველდღიურად იღწვიან ამ მიზნის მისაღწევად. 

სამყარო მუდმივად გვთავაზობს არასასიამოვნო სურპრიზებს, რაც ხანდახან ადამიანებში უსამართლობისა და უსუსურობის განცდას იწვევს. ჩვენი რწმენით კი გვჯერა, რომ ადამიანების მიზნების ასრულება მხოლოდ მათზე უნდა იყოს დამოკიდებული. 

ალფას ხედვით სამყაროში მოულოდნელობები არ უნდა გვაბრკოლებდეს, შესაბამისად ჩვენი მისიაა მივცეთ ადამიანებს კონტროლის მექანიზმები, რათა არ დაკარგონ საკუთარი თავის რწმენა. 

სწორედ ამ ფუნდამენტური ღირებულებებიდან გამომდინარე ფორმირდა ალფას ბრენდის დაპირება – რაც არ უნდა მოხდეს, ხელს არაფერი შეგიშლის“ – ალფა დაზღვევის CMO მარიკა ომანიძე.


 

როგორია ალფას ახალი ვიზუალური იდენტობა?! 

ბრენდის პლატფორმის შექმნის შემდეგ, ალფას გუნდმა ბრენდის ახალი ვიზუალური იდენტობის ჩამოყალიბება დაიწყო. ლოგოსა და ბრენდბუქზე არტ დირექტორმა მაკო ბერგმანმა და გრაფიკულმა დიზაინერმა აბო მენაბდემ იმუშავეს. 

ალფას ახალ ლოგოში გამოყენებული ნიშანი, ერთდროულად რამდენიმე სიმბოლური შინაარსის მატარებელია. ნიშანში გამოხატულია ლათინური ასობგერა A–სა და ქართული ა–ს სინთეზი, ასევე აღიქმება წინ მიმავალი ადამიანი – როგორც ალფას ბრენდის ერთ–ერთი მთავარი ღირებულება. ნიშანი ეფუძნება ლეონარდო და ვინჩის Vitruvian Man–ის კონცეფციას, სადაც იდეალურად და იდეალისტურადაა გამოყვანილი ადამიანის სხეული. რაც შეეხება ფონტს, სპეციალურად ალფას ლოგოს ქართული და ინგლისური ვერსიისთვის შეიქმნა უნიკალური ფონტები. 

ბრენდის ახალი ლოგოტიპის პარალელურად, სხვადასხვა პროდუქტებისთვის შეიქმნა ლოგოს განსხავებული ვარიაციები. შესაბამისად ალფას თითოეულ სადაზღვევო პროდუქტსა და მიმართულებას შესაბამისი ვიზუალური სტილისტიკა და ფერთა პალიტრა აქვს.  

 

როგორია ალფას სამომავლო გეგმები?

„ჩვენ ყოვედღიურად ვცდილობთ მაქსიმალური რესური ჩავდოთ ჩვენი პროდუქტების, სერვისისა თუ მომსახურების გაუმჯობესებაში. ჩვენი მთავარი ღირებულება მომხმარებლისთვის კომფორტული გარემოს შექმნა და სამართლიანობაა. სწორედ ამ ღირებულებებზეა დაფუძნებული ალფას თითოეული გადაწყეტილება. სამომავლოდ ვგეგმავთ მომხმარებლებს ახალი, საინტერესო და მნიშვნელოვანი სადაზღვევო პროდუქტები შევთავაზოთ. პარალელურად ვაპირებთ მომხმარებელთან ახლებურ და თანამედროვე კომუნიკაციას. ჩვენი მთავარი მიზანი, ჩვენი დაზღვეულებისთის სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობის სრულიად ახალი, სასიამოვნო და კომფორტული გამოცდილების შექმნაა“ – აკაკი ლომაური, ალფა დაზღვევა CEO 


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up