რაც შეეხება „გაშავებას“ მე მიმაჩნია, რომ არაკორექტულადაა ყველაფერი ნათქვამი - „მამისონი“ კახა კალაძეს პასუხობს

რაც შეეხება „გაშავებას“ მე მიმაჩნია, რომ არაკორექტულადაა ყველაფერი ნათქვამი - „მამისონი“ კახა კალაძეს პასუხობს

access_time2022-12-21 12:55:29

„რაც შეეხება „გაშავებას“ მე მიმაჩნია, რომ არაკორექტულად და არასწორადაა ეს ყველაფერი ნალაპარაკევი და ნათქვამი“, - ასე გამოეხმაურა „კომერსანტთან“ კომპანია „მამისონის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დავით ხიდაშელი თბილისის მერის განცხადებას .



მისი თქმით, სამშენებლო სამუშაოების პროცესში წარმოქმნილ პრობლემებზე კომპანია ინფორმაციას დედაქალაქის პირველ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს სისტემატურად აწვდიდა და მერია საქმის კურსში იყო.



„არ მიმაჩნია ლოგიკურად, რადგანაც იქ იყო ბევრი ობიექტური მიზეზი, რამაც  გამოიწვია ამ მშენებლობის ამდენი ხანი გაჭიანურება და გაგრძელება. ეს საკმაოდ საფუძვლიანი მიზეზები იყო და არ ყოფილა თითიდან გამოწოვილი რაღაც.


მერთან კომუნიკაცია არ გვქონდა, თუმცა კომპანიის დამფუძნებელი ხვდებოდა პირველ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს და მან არსებული პრობლემების შესახებ იცოდა.

არ ვიცი, ეს ზეწოლა არის თუ არა. ჩვენი დამფუძნებელი აწარმოებდა მოლაპარაკებებს და ალბათ ის გადაწყვეტს, არის თუ არა ზეწოლა კომპანიის მიმართ. მე ამ წუთში ვერაფერს ვერ გიპასუხებთ. რაც შეეხება გაშავებას, მე მიმაჩნია, რომ არაკორექტულად და არასწორადაა ეს ყველაფერი ნალაპარაკები და ნათქვამი. ჯერ უნდა ობიექტურად გაერკვნენ საქმის არსში და შინაარსში. ერთი თვეა დასრულებულია სამშენებლო სამუშაოები და დოკუმენტაცია ვერ ჩავაბარეთ, ბოლო ბოლო თავის დროზე გაკეთებული ექსპერტიზები ახლა გააერთიანეთო და ამას სჭირდება გარკვეული დრო“, - განუცხადა დავით ხიდაშელმა „კომერსანტს“.



განცხადება, რომ  თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანია „მამისონთან“ თანამშრომლობას აღარ გააგრძელებს, დღეს თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.  კალაძემ შესაბამისის სამსახურების ხელმძღვანელებს მოუწოდა,  მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა, რომ მომდევნო წლებში „მამისონი“ ვერცერთ სატენდერო პროცედურაში ვეღარ მოხვდეს.  მისივე თქმით, თანხას, რომელიც მეტროსადგურის ექსპლუატაციაში მისაღებად დაიხარჯება, დედაქალაქის მერია კომპანია „მამისონს“ სასამართლოს გზით მოსთხოვს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up