1 კგ მშრალი ფსტას ფასი 12 დოლარამდეა, რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ფსტას?

1 კგ მშრალი ფსტას ფასი 12 დოლარამდეა, რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ფსტას?

access_time2022-09-29 10:00:46

საქართველოსთვის ფსტა სხვა კაკლოვანი კულტურებისგან განსხვავებით შედარებით ახალია, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველოში მოყვანილ ფსტას საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს და იმპორტირებულს არაფრით ჩამოუვარდება. როგორც „კომერსანტთან“  საუბრისას დედოფლისწყაროში კომპანია შპს „ტარიბანა-2016“-ს თანადამფუძნებელმა ბაკურ კიკაძემ აღნიშნა, ქართული ფსტა ფორმის, ზომის, ფერისა და განსაკუთრებით კი გემოს გამო მსოფლიო ბაზარზე მცირე, თუმცა გამორჩეულ ადგილს დაიკავებს.


„ვფიქრობთ, ქართული ფსტა ფორმის, ზომის, ფერისა და განსაკუთრებით, გემოს გამო მსოფლიო ბაზარზე თავის მცირე, თუმცა გამორჩეულ კუთხე-კუნჭულს დაიკავებს. ვიმედოვნებთ, უფრო და უფრო მეტი ფერმერი დაინტერესდება ფსტას ბაღების გაშენებით, მოიმატებს ფართობების რაოდენობა და შესაბამისად, ქართული ფსტას წარმოება და გაყიდვები, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე გაიზრდება. ჩვენს კომპანიას  „კვალიფიციური სანერგე მეურნეობის სტატუსი “ აქვს.  ასე რომ, პროგრამა „დანერგე მომავალი“-ს ბენეფიციარებს ჩვენი ნერგების ყიდვა შეუძლიათ. 2019-2022 წლებში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ჩვენგან 4 ფერმერმა ჯამში 100 ათას ნერგზე მეტი შეისყიდა. რასაკვირველია, აღნიშნული ფერმერები ჩვენი რჩევებითა და გამოცდილებით“, - აღნიშნა ბაკურ კიკაძემ.


კიკაძეს საერთაშორისო  ბაზარზე  არსებულ მოთხოვნაზეც ვესაუბრეთ, მისი თქმით ევროპისა და აზიის ქვეყნებში მოთხოვნა მზარდია,  განსაკუთრებით კი  ჩინეთსა და ინდოეთში, რაც შეეხება ფასს 1 კგ მშრალი ფსტის ფასი 10$ -დან  12$- მდე  მერყეობს. 


 


„დღეს 1 კგ მშრალი ფსტას ფასი 10$ - 12$ შეადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ დროთა განმავლობაში, ფსტას ტრადიციულ მწარმოებელ ქვეყნებში სულ უფრო რთულდება ფსტას მოყვანა (აშშ, ირანი), მომავალი წლების განმავლობაში ფსტაზე ფასის ზრდას უნდა ველოდოთ“, - აღნიშნა ბაკურ კიკაძემ.


როგორც კიკაძემ აღნიშნა. „ტარიბანა 2016“ სხვადასხვა ჯიშის თესლი ირანიდან და თურქეთიდან შემოაქვს, თუმცა ამჟამად სათესლე მასალის შემოტანა აღარ სჭირდებათ რადგან მისი აღება უკვე ტარიბანას  ველზე  ხდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჯერ-ჯერობით ფსტას გადამამუშავებელი საწარმო არ არის. კომპანია საწარმოს დადგმა-ამუშავებას მას შემდეგ აპირებს, რაც ტარიბანას ველის ბაღები სრულ მსხმოიარობაში შევა, კიკაძის თქმით, დანადგარები უკვე შერჩეულია.


ფსტა ტარიბანას ველზე სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში იკრიფება. შპს „ტარიბანა-2016“-ს სამი დამფუძნებელი  ბესარიონ თევდორაძე, გიორგი მაისურაძე, ბაკურ კიკაძე ჰყავს. ბაკურ კიკაძის თქმით, ბაღის გაშენებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა ერთ-ერთ მიზეზი იყო  ის, რომ მცენარე მოსავალს 100 -150 წლის მანძილზე იძლევა,  გარდა ამისა ფსტის  ბაღები საქართველოში  ფაქტობრივად არ იყო და მცირე  მიწიან ქვეყანაში განსხვავებული საქმე იქნებოდა.



“რაც შეიძლება მეტი მადლი უნდა გვესესხებინა ბუნებისგან, ერთ ჰექტარ ფართზე საკმაოდ მაღალი ამონაგები აქვს და თან ისეთ ადგილზე შეიძლებოდა მისი გაშენება, სადაც სხვა კულტურებს უჭირთ, შესაბამისად, მიწის ფასიც არ იყო მაღალი. ფსტას ნაყოფი ყველაზე ძვირი კაკლოვანია აკაჟუს შემდეგ“, - აღნიშნა ბაკურ კიკაძემ.



კიკაძე აღნიშნავს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ტრადიციულად მოჰყავთ ფსტა, თბილი ზამთარი უკვე დიდ თავისტკივილს წარმოადგენს, რაც  კლიმატის  ცვლილების გამო ასე გახშირდა, მისივე თქმით საქართველოს სამხრეთ აღმოსავლეთ მხარე და მისი კლიმატი მისაღებია.

 

„ჩვენს ბაღში 2018 წელს გაშენებულმა იმ ნერგებმა, რომლებიც 2019 წელს დაიმყნო, პირველი ნაყოფი 2021 წელს მოგვცა. იგივე ნერგები მიმდინარე წელს მეორე მოსავალშია. სავარაუდოდ, 2-3 წელიწადში მცენარე  უკვე კომერციულად გამართლებულ მსხმოიარობას დაიწყებს, ხოლო 4-5  წელიწადში სრულ მსხმოიარობაში შევა.

 

სამწუხაროდ, საქართველოში არ იყო არც შესაბამისი ცოდნა-გამოცდილება, არც თესლი და არც სანამყენე მასალა იშოვებოდა. მხოლოდ უცხოეთში შეიძლებოდა დიდი რაოდენობით ნერგის შეძენა, თან საკმაოდ ძვირად, (ნერგის ფასი 20-30 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ამიტომ შევისწავლეთ სპარსულ და ინგლისურ ენაზე არსებული ლიტერატურა. დავადგინეთ როგორი პირობები (ნიადაგი, ჰავა) სჭირდებოდა აღნიშნულ მცენარეს, რის საფუძველზეც შევარჩიეთ ქიზიყის ტერიტორიები და რისკების შემცირების ფარგლებში, შევისწავლეთ ადგილობრივი მცენარეთა  საფარი“, - აღნიშნა ბაკურ კიკაძემ.

 




მაშინ როდესაც  კომპანიამ  ფსტის  ბაღის  გაშენება  დაიწყო, ფსტის კულტურა პროგრამა „დანერგე მო,მავალი“-ს დასაფინანსებელი კულტურების სიაში  არ იყო ჩასმული, ამიტომ კომპანიამ “შეღავათიანი აგროკრედიტი“ გამოიყენა, რომელიც 360 000 ლარს შეადგენდა, კიკაძის  თქმით პროექტში დაიხარჯა და იხარჯება დამფუძნებლების კაპიტალიც. კომპანიამ საცდელი ნაკვეთი 2016 წელს 1 ჰექტარზე გააშენა. 2018 წელს კი დამფუძნებლების შერჩეული საძირით ფსტას ბაღი  47 ჰექტარზე გაშენდა (ჯამში, 22500 მცენარე). ნაკვეთში მოწყობილია წვეთოვანი სარწყავი სისტემა და 10400 კუბ. მ. - ის მოცულობის წყლის აუზი.

 

რაც  შეეხება  სამომავლო გეგმებს, კომპანია  დედოფლისწყაროში ფსტის გადამამუშავებელ საწარმოს დადგმას აპირებს. სადაც როგორც მათი, ასევე დაინტერესებული ფერმერების მოსავალი გადამუშავდება.

 

„რასაკვირველია, ვაპირებთ, ჩვენი, ქართული ფსტას ბრენდირებას და გაყიდვებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე; იგეგმება ბაღის ფართობების გაზრდა, ვაპირებთ, სანერგეს წარმადობის გაზრდას, სადაც გვექნება როგორც თესლ-ნერგის, ასევე ჰიბრიდულ (UCB-1)  საძირეებზე დამყნობილი ფსტას ნერგების გაყიდვები“, - აღნიშნა ბაკურ კიკაძემ.



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up