საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტალინა გეორგიევა მსოფლიოს მოუწოდებს უკრაინაში საომარი მოქმედებების რაც შეიძლება მალე შეწყვეტას, რათა ქვეყანამ მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულის მიწოდება შეძლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გეორგიევას პროგნოზით, ომმა შეიძლება გამოიწვიოს დესტაბილიზაცია ახლო აღმოსავლეთში კვების პრობლემების გამო და მივიღოთ ახალი „არაბული გაზაფხული“.
”როდესაც ფასები გაიზრდება და ღარიბი ხალხი ვერ შეძლებს ოჯახების გამოკვებას, ისინი ქუჩაში გამოვლენ”, - ციტირებს AR გეორგიევას სიტყვებს.
"რაც უფრო მალე წავა ტანკები, მით უფრო მალე ჩამოვა ტრაქტორები. ჩვენ გვჭირდება მოსავალი უკრაინაში ივლისისთვის, რათა უზრუნველვყოთ სურსათზე ფასების სტაბილურობა," - თქვა გეორგიევამ ყატარის დედაქალაქ დოჰაში ფორუმზე გამოსვლისას.
ცნობისთვის, უკრაინამ ევროპაში მარცვლეულის ექსპორტი სარკინიგზო გზით დაიწყო ამ ოპერაციების საზღვაო განხორციელების შეუძლებლობის გამო. რამდენიმე ათასი ტონა სიმინდის პირველი პარტია უკვე ექსპორტირებულია უკრაინის დასავლეთ სახმელეთო საზღვრის გავლით.