რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 37 მლნ ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა - ილია ბეგიაშვილი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 37 მლნ ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა - ილია ბეგიაშვილი

access_time2022-12-14 11:30:18

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველაძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეგიონში დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.


ონის მუნიციპალიტეტში მოინახულეს საკაო, ლაგვანთა, მაჟიეთი, ხიდეშლების საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე, სოფელ ლაგვანთში ნაპირდამცავი ბეტონის კედლის მოწყობის და ონში საჭიდაო დარბაზის სამშენებლო სამუშაოები. ამბროლაურში - ბრატისლავა რაჭის ქუჩის სარეაბილიტაციო და მდინარე კრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობის სამუშაოები.
2022 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში 37 მილიონი ლარის 400-მდე პროექტი განხორციელდა, მათ შორის ბაღების რეაბილიტაცია, კულტურის და ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტები, მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყალმომარაგების სისტემებს.


,,რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში, ოთხივე მუნიციპალიტეტში, 2022 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რომელიც კონკრეტულ მუნიციპალიტეტებს ჰქონდათ. ერთწლიანი პროექტები სრულად დასრულებულია, ასევე დასრულებულია გარდამავალი პროექტების ის წილი, რომელიც უნდა შესრულებულიყო 2022 წლის განმავლობაში. წლევანდელი წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყო ამ მხარისთვის, დაახლოებით 37 მილიონი ლარის 400-მდე პროექტი განხორციელდა და დაფინანსდა სხვადასხვა ფონდიდან, მათ შორის, რეგფონდიდან, მთის, სოფლის განვითარების ფონდიდან, ასევე არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები. ვფიქრობ, არც 2023 წელი იქნება ნაკლები ინვესტიციების კუთხით“-განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.



,,წელს ჩვენს რეგიონში 40 კილომეტრამდე შიდა სასოფლო გზა დაიგო, ასევე 25 სოფელში დასრულებულია წყალსადენის სისტემების რეაბილიტაცია, გვაქვს სამი სახიდე გადასასვლელისა და სხვადასხვა სახის მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენს რეგიონში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის“-აღნიშნა პაპუნა მარგველაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up