რაჭაში, 12 ლოკაციაზე მოწყობილია ყურძნის ჩასაბარებელი პუნქტი, სადაც მოსახლეობას დილიდან ეძლევა მოსავლის დაბინავების შესაძლებლობა, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რაჭაში ღვინო „ხვანჭკარის“ სანედლეულო ბაზის, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის უპრეცედენტო რაოდენობას - 2500 ტონამდე მოსავალს ელიან წელს.
ხვანჭკარის“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართულები არიან ამპელოგრაფები, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკ-პოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა.
ყურძნის ჩასაბარებელი პუნქტები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსდა.