რაჭული ღვინის გაცოცხლებული ლეგენდა და გემოები

რაჭული ღვინის გაცოცხლებული ლეგენდა და გემოები

access_time2020-12-15 16:00:23

რა იქცა რაჭული ღვინის კომპანიის შექმნის მთავარ იდეად

 

სანდრო ქავთარაძე, ნაბერაული ვაინსის პროექტის დირექტორი: ჩვენი კომპანიის ისტორია ვაზისა და ღვინის კულტურის სიყვარულით იწყება. თავდაპირველად სოფელ სადმელში ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ვენახების რამოდენიმე ჰექტარი შევიძინეთ. საცდელად დაწურულმა ხვანჭკარამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ჩავთვალეთ, რომ ამ საოცარ ღვინოს სიამოვნება მეტი ადამიანისთვის უნდა მიენიჭებინა.


მალევე გაჩნდა ჩვენი საწარმოს მშენებლობის იდეა და დღესდღეობით, რაჭაში, ნაბერაული ვაინსის მარანი ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული და დახვეწილი არქიტექტურის მქონე ნაგებობაა, რომლის მრგვალი, გამჭვირვალე ატრიუმიდან კარგად ჩანს ღვინის ავზების განლაგება. საინტერესო ვიზუალის გარდა, იგი ერთ-ერთია, რომელიც უახლეს და უიშვიათეს დანადგარებს აერთიანებს.

 

რა არის კომპანიის მიზანი და რა იქცა ბრენდის შექმნის შთაგონების წყაროდ

 

ჩვენი მთავარი მიზანია, პირველ რიგში ქართველ, შემდგომ კი უცხოელ მომხმარებელს გავაგებინოთ და სწორად მივაწოდოთ რაჭული ღვინის გემო. დავანახოთ, რომ რაჭული ღვინო ცალკე აღებულ ხვანჭკარაზე გაცილებით მეტია


შესაბამისად, ამ ძალიან რაჭული ბრენდის შექმნის შთაგონების წყაროდ შეიძლება ჩაითვალოს რაჭული ღვინის კულტურის გამრავალფეროვნება, ახალი ტექნოლოგიებით ძველი გემოების ძიება და განვითარება.


 

საიდაინ მოდის ბრენდის ლეგენდა და ვინ არის ნაბერაულის სამიზნე აუდიტორია?


 

ნაბერაულის ღვინოების ადგილწარმოშობის ლეგენდას, რომლის გაცოცხლებაში რაჭის ადგილობრივი მოსახლეობა დაგვეხმარა, გვერდი ვერ ავუარეთ და ბრენდის სავიზიტო ბარათად ვაქციეთ. მის თანახმად, მაშინ როდესაც საქართველოს ბარი მტრის შემოსევებს იგერიებდა, ხელოვნების ნიმუშები და ქართველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანივაზი, მთაში გაიხიზნა. სწორედ რაჭის მთებში, მტრისაგან მალულად ვაზის ამ უნიკალურ ჯიშებს ბერები აშენებდნენ და მთელი წლის განმავლობაში თავს დასტრიალებდნენ, შემოდგომის ცივ, მოსავლის აღებისთვის შესაფერის ამინდში კი, კრეფდნენ და იმ საოცარ ღვინოებად აქცევდნენ, რომელთა უნიკალური გემოების გამეორება ნაბერაულმა შეძლო. ბრენდის სახელწოდებაც სწორედ ამ ისტორიას უკავშირდება.


როდესაც საუბარია ღვინის ხარისხზე, იგულისხმება არა მხოლოდ სითხე, არამედ ყველა ის დეტალი, რაც საბოლოო პროდუქტის შექმნასთან არის დაკავშირებული. ასე იქმნება ის უნიკალური ღვინოები, რომლებსაც შესაბამისი მომხმარებელი, შემფასებელი და დამფასებელი სჭირდება.

 

ვინ არიან ადამიანები, ვინც ნაბერაულის შექმნაში იღებენ მონაწილეობას?

 

ნაბერაულის გუნდის დაკომპლექტებისას, თითოეული წევრის შერჩევის და ჩვენს მეგობრულ ოჯახში მიღების მთავარი კრიტერიუმი ანთებული თვალები, ანთებული გულები და ღვინის, როგორც კულტურის დაუოკებელი სიყვარულია. ამ მიდგომით მივიღეთ უშიშარი და ახალგაზრდული, თუმცა ძალიან გამოცდილი გუნდი, საქმის უდიდესი სიყვარულით და ამბიციებით. გუნდის თითოეული წევრი თავისი მიმართულების პროფესიონალია და ეს ინდივიდუაურად ვარსკვლავი პერფორმერები საოცარ ტანდემს ქმნიან. ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია, თქვენით უნდა ნახოთ როგორი მუხტია ჩვენთან. წასვლა აღარ მოგინდებათ.


აუცილებლად ხაზგასმით აღსანიშნავია ჩვენი მეღვინე, გიორგი (თევზა) თევზაძე, რომელიც არა მარტო პროფესიონალი მეღვინე, არამედ ცნობილი მასტერ-დისტილერია. ამ ფაქტმა კი მოგვცა სითამამე, რომ გარდა ღვინის წარმოებისა, დისტილაციაშიც მოგვესინჯა ძალები და ქართველი მომხმარებლის წინაშე მალე ჭაჭასაც წარვადგენთ.

 

მოგვიყევით ნაბერაულის სამომავლო გეგმების შესახებ


2021 წლის გაზაფხული ჩვენთვის მნიშვნელოვანი პერიოდია, რადგან ბევრი სიახლე იგეგმება, მათ შორის, მარნის ტერიტორიაზე ღვინის სივრცის მოწყობა, სადაც სიამოვნებით  ვუმასპინძლებთ სტუმრებს და მოვაწყობეთ დეგუსტაციებს.


კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია სოციალური პასუხისმგებლობის ქონა, განსაკუთრებით იმ რეგიონის მიმართ, სადაც ჩვენი ბრენდი დაიბადა. სწორედ ამიტომ, ნაბერაულის ღვინის სივრცეში დიდი ადგილი დაეთმობა ადგილობრივი მწარმოებლების პროდუქტებს (რაჭული ლორი, ყველი, თაფლი, ნიგოზი და სხვა), იმისთვის რომ დავეხმარეოთ მათ ცნობადობის გაზრდასა და რეგიონის ფარგლებს გარეთ გასვლაში.


გარდა ყველა ზემოთხსენებული გეგმისა, გასაკვირიც არ იქნება ის ფაქტი, რომ ნაბერაული ექსპორტისთვის ემზადება და ძალიან მალე ჩვენი ძალიან რაჭული ღვინის დაგემოვნებას უცხოელი მომხმარებელიც შეძლებს.


 

სად არის შესაძლებელი ნაბერაულის ღვინოების შეძენა


ჩვენი ღვინოების შეძენა ღვინის მოყვარულებს შეუძლიათ 8000 მოსავალში, მის ონლაინ მაღაზიასა და Extra.ge–ზე, ასევე მაღაზიებში ჩაიმანია და პონატი. ასევე, დეკემბრის შუარიცხვებიდან სავაჭრო ცენტრ ჰოუმმარტის ტერიტორიაზე საკუთარი სტენდით წავრსდგებით და ნაბერაულის ღვინოების შეძენა აგროჰაბისა და ევროპროდუქტის ქსელშიც გახდება შესაძლებელი.




(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up