უკრაინის უმაღლესმა რადამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი (No7441-1) რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად განადგურებული ან დაზიანებული ქონების სესხების ჩამოწერის ან გაყინვის შესახებ.
როგორც პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი 283-მა დეპუტატმა დაუჭირა.
კანონპროექტის მიხედვით, ფიზიკური პირებს, რომელთაც სესხი აქვთ აღებული მოძრავ/უძრავ ქონებაზე, რომელიც ომის გამო აღმოჩნდა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან აქტიური საომარი მოქმედებების ტერიტორიაზე, ან დაზიანდა ან განადგურდა საომარი მოქმედებების შედეგად, აქვს დამადასტურებელი დოკუმენტები, კრედიტის გადახდისგან განთავისუფლდებიან.
სესხის გაყინვა (სესხის ძირითადი თანხის, პროცენტის, საკომისიოს და სხვა გადასახდელების გადახდა) ხდება მანამ, ვიდრე მსესხებელი აღნიშნულ ქონებაზე სახელმწიფოსგან კომპენსაციას არ მიიღებს.