რადიო "თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება" რუსეთში მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთში მის მაუწყებლობას გაკოტრება ემუქრება და ჟურნალისტებზე პოლიციის მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობს.
„დიდი მწუხარებით ვაცხადებ დღეს მოსკოვში ჩვენი ფიზიკური ოპერაციების შეჩერების შესახებ. ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელიც "რადიო თავისუფლებამ" საკუთარი სურვილით მიიღო, არამედ ეს არის გადაწყვეტილება, რომლის მიღებასაც გვაიძულებენ [ვლადიმერ] პუტინის რეჟიმის მიერ სიმართლეზე თავდასხმის გამო“, - განაცხადა ჯეიმი ფლაიმ, რ"ადიო თავისუფლების" პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.
რამდენიმე მედია ორგანიზაცია, მათ შორის BBC, იძულებული გახდა რუსეთში ახალი კანონის საპასუხოდ ჟურნალისტების მუშაობა დროებით შეეჩერებინა.
როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესახებ "ყალბი ინფორმაციის" გავრცელება, 15 წლამდე პატიმრობით დაისჯება.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"