„რაიხსბიურგერი“ - მოძრაობა, რომელიც გერმანიაში შეიარაღებულ გადატრიალებას გეგმავდა

„რაიხსბიურგერი“ - მოძრაობა, რომელიც გერმანიაში შეიარაღებულ გადატრიალებას გეგმავდა

access_time2022-12-11 18:00:44

რა ვიცით „რაიხსბიურგერებზე“, რომლებიც გერმანიაში ხელისუფლების დამხობის მცდელობისთვის დააკავეს? ეს არის ნაციონალური მოძრაობა, რომლის მონაწილეებიც გერმანიის არსებობას არ აღიარებენ და თავს „გერმანული რაიხის“ მოქალაქეებად მიიჩნევენ. გადატრიალების მცდელობისთვის გერმანიაში 25 ადამიანი დააპატიმრეს.

 

7 დეკემბრის დილას გერმანიის ფედერალური პროკურატურის თანამშრომლებმა გერმანიის სხვადასხვა მხარეში 25 ადამიანი დააკავეს. წინასწარი ვერსიით, ისინი გერმანული ნაციონალური მოძრაობის „რაიხსბიურგერის“ წევრები არიან და სამხედრო გადატრიალებასა და ხელისუფლების დამხობას გეგმავდნენ. პოლიციელებმა ასევე გაჩხრიკეს 11 ფედერალური მიწა.

 

გაზეთ Die Zeit-ის ინფორმაციით, მოძრაობის ერთ-ერთი მონაწილე დაპატიმრებამდე ორიოდე საათით ადრე Telegram-ზე წერდა: „ყველაფერი თავის ადგილას დაბრუნდება: ყოფილი პროკურორები და მოსამართლეები, ჯანდაცვაზე პასუხისმგებელი პირები განსასჯელის სკამზე აღმოჩნდებიან ნიურნბერგში“.

 

ბრალდებულებს შორის არის ჰენრიხ XIII, ძველი არისტოკრატული საგვარეულოს - როისების - შთამომავალი. ასევე დაკავებულია ბირგიტ მალზაკ-ვინკემანი, ყოფილი დეპუტატი ულტრამემარჯვენე პარტიიდან „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და გერმანიის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი დანაყოფის მეთაური, ასევე რამდენიმე ყოფილი და მოქმედი სამხედროც.

 

დაკავებულებს შორის რუსეთის მოქალაქეც არის - ვიტალია ბ. არსებობს ეჭვი, რომ ის მოძრაობის წევრებს რუსეთის წარმომადგენლებთან დაკავშირებაში ეხმარებოდა. პუტინის პრესს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ამის თაობაზე განაცხადა, რომ რუსეთი ამ საქმესთან არაფერ შუაშია.

 

მოძრაობა „რაიხსბიურგერი“ გერმანიაში 1980-იან წლებში წარმოიქმნა. მის მომხრეებს გერმანიის სახელმწიფო ინსტიტუტების მიუღებლობა აერთიანებთ. სწამთ, რომ გერმანიას ე.წ. „სახელმწიფო სახელმწიფოში“ („Deep State“) მართავს. გერმანიის რესპუბლიკას განიხილავენ როგორც „კომპანიას“, რომელსაც უცხო სახელმწიფოები აკონტროლებენ. მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ გერმანიის საკანონმდებლო სისტემა არალეგალურია, ამიტომ არც გადასახადებისა და ჯარიმების გადახდაზე არიან თანახმა.

 

კონსტიტუციის დამცავი ფედერალური უწყება მოძრაობის წევრებს 2016 წლიდან აკვირდება. მისი მონაცემებით, მათ 21 ათასი მიმდევარი ჰყავთ. მათგან ათასი მემარჯვენე ექსტრემისტია.

 


ბოლო წლებში მოძრაობას შედარებით გავლენიანი ადამიანები შეუერთდნენ, მაგალითად ჰენრიხ XIII, რომელიც დაპატიმრებამდე მაინის ფრანკფურტში ვაჭრობდა უძრავი ქონებით, ბად-ლობენშტაინის ახლოს სამონადირეო სახლი ჰქონდა და როისების სახლის აკლდამის აღდგენით იყო დაკავებული.

 

2019 წელს ჰენრიხ XIII ციურიხში სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ გერმანია სუვერენული სახელმწიფო არ არის. ამის გამო ის შეთქმულების თეორიის მომხრეებში პოპულარული ფიგურა გახდა. Die Zeit წერს, რომ პრინცი ხალხს მონარქიის აღდგენისკენ მოუწოდებდა. ირწმუნებოდა, რომ თიურინგიაში მიწის ნაკვეთებზე მესაკუთრის უფლებები გააჩნდა. როისების საგვარეულოს თავი ჰენრიხ XIV მას აღწერს, როგორც „გზასაცდენილ მოხუცს, რომელმაც შეთქმულების თეორია დაიჯერა“.

 

 

კიდევ ერთი ცნობილი ფიგურა ყოფილი დეპუტატია - ბირგიტ მალზაკ-ვინკემანი. 1993-2017 წლებში ის ბერლინში მოსამართლე იყო, მე-19 მოწვევის ბუნდესტაგში კი შემდეგი თანამდებობა ეკავა - ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ევროკავშირის საკითხებში. გამოძიების თანახმად, მისი ამოცანა ფედერალური სასამართლო სისტემის შეთქმულებაში ჩართვა უნდა ყოფილიყო და რომ სწორედ ბირგიტი არწმუნებდა შეთქმულებს, რაც შეიძლება მალე დაემხოთ ხელისუფლება.

 

გერმანიის პროკურატურა აცხადებს, რომ დაკავებულები გეგმავდნენ ჩამოეყალიბებინათ გარდამავალი მმართველობა „გერმანიაში ახალი წესრიგის დასამყარებლად, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულ სახელმწიფოებთან ერთად“. ამასთან ძირითადი საკონტაქტო პირი რუსეთიდან უნდა ყოფილიყო. ამ საკითხთან დაკავშირებით ჰენრიხ XIII დაუკავშირდა რუსეთის წარმომადგენლებს გერმანიაში. თუმცა არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მის თხოვნას კეთილგანწყობით შეხვდნენ.

 

სახელმწიფო გადატრიალებისთვის მოძრაობის წევრები 2021 წლის ნოემბრიდან ემზადებოდნენ. „რაიხსბიურგერებს“ ჰქონდათ ე.წ. საბჭო, რომელსაც ჰენრიხ XIII ხელმძღვანელობდა. საბჭო იგივე სტრუქტურის იყო, როგორისაც მთავრობა, უნდა შეექმნათ კაბინეტები: ჯანდაცვის, შიდა და გარე პოლიტიკის, იუსტიციის... ბრალდებულები ბირგიტ მალზაკ-ვინკემანი, პოლ გ., რუთ ლ., რენე რ. და მელანი რ. ამ კაბინეტების ხელმძღვანელებად დაინიშნებოდნენ.

 

გარდა ამისა „რაიხსბიურგერებს“ ჰყავდათ თავიანთი „შეიარაღებული ძალებიც“, რომელსაც ხელისუფლების ჩამოგდებაში გადამწყვეტი როლი უნდა ეთამაშა. ზაფხულში აქტივისტები ოთხჯერ მაინც შეიკრიბნენ, რომ პოლიციისა და ჯარის წარმომადგენლების გადმობირებაზე, ასევე იარაღის შესყიდვაზე ემსჯელათ. შეამოწმეს ყაზარმებიც, ხელისუფლების დამხობის შემდეგ ისინი ჯარის განსათავსებლად გამოადგებოდათ.

 

 

მოძრაობის ზოგიერთი წევრი ბუნდესტაგში შეღწევას შეიარაღებული ჯგუფის მეშვეობით აპირებდა. ასევე იგეგმებოდა „სისტემის ყველა დონეზე შეცვლა“, ამას მუნიციპალიტეტებისა და თემების ლიდერებზე

 

როგორც Die Welt იტყობინება, მოძრაობის მონაწილეები გადატრიალების მოწყობას ჯერ კიდევ სექტემბერში გეგმავდნენ, მაგრამ შემდეგ რატომღაც გადაიფიქრეს. ხელისუფლებამ შეთქმულების შესახებ მოსმენებისა და თვალთვალის შედეგად შეიტყო და ხელისუფლებაზე თავდასხმა სწორედ ამის შედეგად აღკვეთეს. ოპერაციაში სამი ათასზე მეტი პოლიციელი იყო ჩართული.

 

 

 

radiotavisupleba





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up