რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უარყო ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადება, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის პრეზიდენტთან საუბრისას პუტინი ბრიტანელ პოლიტიკოსს სარაკეტო თავდასხმით დაემუქრა.
„რაც მისტერ ჯონსონმა თქვა, სიმართლეს არ შეესაბამება. უფრო სწორედ, ტყუილია. უფრო მეტიც, არის თუ არა ეს შეგნებული ტყუილი? მაშინ თქვენ უნდა იკითხოთ - რა მიზნით აირჩია მან ეს ვერსია? ან უგონო მდგომარეობაში იყო და, ფაქტობრივად, ვერ მიხვდა, რაზე ესაუბრებოდა მას პრეზიდენტი პუტინი,“ - განაცხადა პესკოვმა ორშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ეს სიცრუეა, რაკეტებით მუქარა არ ყოფილა. რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრისას პრეზიდენტმა პუტინმა უპასუხა, რომ თუ უკრაინა ნატოში გაწევრიანდება, ნატოს ან ამერიკული რაკეტები პოტენციურად ჩვენთან განლაგება. საზღვრებთან განლაგება ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი რაკეტა მოსკოვამდე წუთებში მოაღწევს“, - განაცხადა პესკოვმა.
„თუ ეს პასაჟი ასე აღიქვა, ძალიან უხერხულია,“ — განაცხადა პესკოვმა.