სექტემბერში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია 11.5%-მდე დაჩქარდა, წინა თვის 10.9%-იანი დონიდან — აღნიშნულის შესახებ საუბარია „გალტ & თაგარტის“ ყოველკვირეულ მიმოხილბაში. „გალტ & თაგარტში“ აცხადებენ, რომ საბაზო ინფლაცია, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, 0.5პპ-ით 7.5%-მდე გაიზარდა.
2022 წლის სექტემბერში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+17.6%, 5.74პპ), ტრანსპორტი (+14.1%, 1.69პპ), საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი (+12.2%, 1.18პპ), სასტუმროები და რესტორნები (+15.7%, 0.67პპ), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+7.9%, 0.52პპ) და ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (+10.1%, 0.52პპ).
„ამასთან, 2022 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ადგილი ჰქონდა 0.8%-იან ინფლაციას, რაზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების (+1.7% თ/თ) და განათლების (+7.5% თ/თ) კატეგორიებში“, — აცხადებენ „გალტ & თაგარტში“.