21 აგვისტოს, ბერლინში, პორშეს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აპირებს გამოუშვას იმ რაოდენობის Macan-ის ელექტრო ვერსია, რამდენიც ძრავზეა უკვე გამოშვებული — ამის შესახებ Reuters წერს.
„ჩვენ, ამჟამად ვაწარმოებთ 80,000 -ზე მეტ Macan-ის მოდელს, სამომავლოდ კი, ვაპირებთ ამავე რაოდენობის ელექტრო ვერსიის წარმოებას”- აცხადებს საწარმოს უფროსი ალბრეხტ რეიმოლი.
მაკანი ,კომპაქტური და სპორტულ-პრაქტიკული ავტომობილი, პორშეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელია. ამჟამად, პორშეს სრულიად ელექტრო ავტომობილი მხოლოდ ტაიკანია, მაგრამ 2023/2024 წლებში მაკანის მოდელიც უნდა შეემატოს პორშეს ელექტრო მანქანების რიცხვს.
წყარო: reuters.com