ერთი წლის განმავლობაში მეტროპოლიტენით გადაყვანილი მგზავრთა რაოდენობა 63%-ით გაიზარდა. როგორც საქსტატის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2022 წელს მეტროპოლიტენი 127 839 000 მგზავრს მოემსახურა, 2021 წელს კი 78 444 000 მგზავრს.
ბოლო ათი წლის სტატისტიკა აჩვენებს, რომ წლიდან წლამდე მგზავრთნაკადის სტატისტიკა მზარდია. ყველაზე მეტ მგზავრს მეტროპოლიტენი 2019 წელს მოემსახურა. 2020-2021 წლის სტატისტიკური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად ჩამორჩება პანდემიამდელ პერიოდს, რაც ლოგიკურიცაა, რადგანაც COVID-პანდემიის პერიოდში რამდენჯერმე მოხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერება. შესაბამისად გაჩერებული იყო მეტროპოლიტენის მუშაობაც.
საქსტატის მაჩვენებლებიდან ირკვევა, რომ 2022 წელს მეტროპოლიტენმა მგზავრნაკადის 93%-ი დაიბრუნა რაც პანდემიამდელი პერიოდში ჰყავდა.