რამდენ მილიონს უხდის წყალმომარაგების სახელმწიფო კომპანია არბიტრაჟში დავისთვის იურისტებს?

რამდენ მილიონს უხდის წყალმომარაგების სახელმწიფო კომპანია არბიტრაჟში დავისთვის იურისტებს?

access_time2022-10-17 15:30:37

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული კომპანიაა, რომელიც რეგიონების წყალმომარაგებაზე არის პასუხისმგებელი. კომპანია ამჟამად ქვეყნის მასშტაბით ასობით მილიონი ლარის ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს, რომლის მიზანიც რეგიონებში წყალმომარაგებისა და წყალარინების ახალი სისტემების მონტაჟია. როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კომპანიის მიერ დაქირავებულ ორ კონტრაქტორთან ხელშეკრულება გაწყდა. შესყიდვების სააგენტოს თანახმად, ამ კონტრაქტორებთან საარბიტრაჟო დავებია მოსალოდნელი, რის გამოც კომპანია საერთაშორისო იურიდიული ფირმის დაქირავებას გეგმავს. ამაზე კი 3,550,000 ლარის დახარჯვა არის დაგეგმილი.


მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ მიმდინარე ხელშეკრულებებიდან 2022 წელს შეწყდა 2 (ორი) ხელშეკრულება, აღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში კომპანიამ უნდა დაიწყოს სამართლებრივი დავა ყოფილ კონტრაქტორებთან. სამართლებრივი დავა წარიმართება საერთაშორისო არბიტრაჟში. ასევე, რამდენიმე ხელშეკრულების ფარგლებში, კონტრაქტორის მიერ სახელშეკრულებლო ვალდებულებების არაერთგზის დარღვევის გამო, პროექტების საერთაშორისო ზედამხედველი ინჟინერი, კომპანიას აძლევს პროექტების შეწყვეტის რეკომენდაციას. აღნიშნულთან დაკავშირებით შესაძლებელია დღის წესრიგში დადგეს დავასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივი ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობა (სამართლებრივი დასკვნის მომზადება, დავების საბჭოში საჩივრის ან შესაგებლის წარდგენა და წარმომადგენლობა) და კომპანია საჭიროებდეს საერთაშორისო იურიდიული კომპანიებისაგან იურიდიულ კონსულტაციას იმისთვის, რომ შემდგომში დავების საბჭოში ან საერთაშორისო არბიტრაჟში კომპანია არ დადგეს გამოუვალი ვითარების წინაშე.


აგრეთვე, სამართლებრივი პროცედურების დაწყებისთვის საჭიროა შესაბამისი დასკვნის მომზადება, რომელიც მოითხოვს სპეციალურ ცოდნასა და გამოცდილებას, რათა სწორად შეფასდეს ფინანსური და სამართლებრივი რისკები,- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.



ჯერჯერობით უცნობია უშუალოდ რომელ კონტრაქტორებთან იგეგმება საარბიტრაჟო დავების წამოწყება. ასევე უცნობია რამდენი მილიონი დოლარის კომპენსაციის მიღებისთვის იდავებს სახელმწიფო კომპანია.


წყარო: https://bm.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up