თუ გრძელვადიან პერსპექტივაში სატრანზიტო ტვირთების შენარჩუნება გვინდა, საქართველოს კორიდორი უნდა იყოს კონკურენტუნარიანი -  გიორგი დობორჯგინიძე გამტარუნარიანობის პრობლემებზე

თუ გრძელვადიან პერსპექტივაში სატრანზიტო ტვირთების შენარჩუნება გვინდა, საქართველოს კორიდორი უნდა იყოს კონკურენტუნარიანი - გიორგი დობორჯგინიძე გამტარუნარიანობის პრობლემებზე

access_time2022-12-22 19:00:17

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ლოგისტიკის მიმართულებით ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები გაჩნდა. მსოფლიო ბანკი მიჩნევს, რომ საქართველოს დღის წესრიგი ლოგისტიკის გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურული ხარვეზების აღმოფხვრა და სექტორში ინვესტიციების მოზიდვა უნდა იყოს.  



რამდენად უმკლავდება საქართველო არსებულ გამოწვევებს და აქვს თუ არა ქვეყანას იმის პოტენციალი, რომ ლოგისტიკის ჰაბი გახდეს.  ამის  შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ საქართველოს  ლოგისტიკის ასოციაციის თავმჯდომარემ გიორგი დობორჯგინიძემ ისაუბრა.



მისი თქმით, საქართველოს გავლით ტვირთების ნაკადი რამდენჯერმე გაიზარდა, თუმცა სასაზღვრო პუნქტების არასაკმარისი გამტარობის გამო წარმოიშობა რიგები, რაც ტრანსპორტირებას ახანგრძლივებს.



„ვხედავთ რომ საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა სწრაფად იზრდება, თუმცა აქ გამტარუნარიანობის მნიშვნელოვანი პრობლემა ჯერჯერობით არ დგას, მაგრამ თუ ტენდენცია გაგრძელდა, გამტარუნარიანობის პრობლემა პორტებსაც შეეხება.




რაც შეეხება სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, გამტარუნარიანობის თვალსაზრისით აქ ჯერჯერობით პრობლემები არ არის,  თუმცა თუ  ჩვენ ვსაუბრობთ სწრაფ გადაზიდვებზე და გადაზიდვების სანდოობაზე, რა თქმა უნდა, არა მარტო სარკინიგზო,  არამედ  სხვა მიმართულებზეც საჭიროა  გაუმჯობესება.  თუ ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში სატრანზიტო ტვირთების შენარჩუნება გვინდა, ძალიან მნიშვნელოვანია რომ კორიდორი, რომელიც საქართველოზე და კავკასიაზე გადის/ შუა კორიდორი უნდა იყოს კონკურენტუნარიანი სხვა  კორიდორებთან მიმართებაში“, - აღნიშნა გიორგი დობორჯგინიძემ.



გიორგი დობორჯგინიძე ფიქრობს, რომ ომის შედეგად გამოწვეული ცვლილებები არ არის მოკლევადიანი და მინიმუმ საშუალოვადიანი პერსპექტივაა, ამიტომ ომის  დასრულების შემდეგაც, ტვირთის მფლობელთა ინტერესში სავაჭრო ნაკადების  დივერსიფიცირება  კვლავ  დარჩება და რუსეთის სავაჭრო კორიდორი სანდო აღარ იქნება.



„ვხედავთ, რომ სამხრეთის კორიდორი, რომელიც  გადის ირანზე,  სანქციების ქვეშაა, რომელიც შესაძლოა კიდევ უფრო გამძაფრდეს. აქედან  გამომდინარე, ჩვენ ძალიან ხელსაყრელ სიტუაციაში აღმოვჩნდებით.  საქართველოზე გამავალი კორიდორი, ფასის და გადაზიდვის დროის კუთხით, შეიძლება კონკურენტუნარიანი არ არის, თუმცა სანდოობის  მხრივ კონკურენტუნარიანია, ამიტომ ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა ვიფიქროთ და შესაბამისი გამტარუნარიანობა და გადაზიდვის ეფექტურობა  უნდა  უზრუნველვყოთ“, - განაცხადა  გიორგი დობორჯგინიძემ.



დობორჯგინიძის თქმით, როგორც ლოგისტიკური, ასევე სასაწყობე ინფრასტრუქტურის  მოწყობა  ძალიან დიდ ინვესტიციებთან არის დაკავშირებული, რომელშიც როგორც სახელმწიფოს, ასევე  კერძო სექტორის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. 



„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა და ინსტრუმენტი, იმისათვის რომ სასაწყობე კუთხით საქართველომ ჰაბის  ფუნქციის შესრულება შეძლოს,  ეს არის ლოგისტიკური ცენტრების განვითარება, ამიტომ რისკების შესამცირებლად სახელმწიფოს, როგორც  თანაინვესტორის აქტიური თანამშრომლობა და ინვესტორებთან მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვანია.  



რაც შეეხება ღრმაწყლოვან პორტს მგონია, რომ მისი საჭიროება კვლევებით  დამტკიცებულია.   მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე საავიაციო ბაზარი და საავიაციო გადაზიდვები, როგორც საქართველოში ასევე კავკასიაში შედარებით მცირე და უფრო ნიშურია, თუმცა ეს ონლაინ ვაჭრობის ზრდის პარალელურად იზრდება“, - აღნიშნა გიორგი დობორჯგინიძემ. 




თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up