რამდენად ასრულებს კალაძე საარჩენო დაპირებებს

რამდენად ასრულებს კალაძე საარჩენო დაპირებებს

access_time2021-10-03 10:45:44

გუში, 2 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქეებმა 64 მერი და 64 საკრებულოს 2 068 წევრი აირჩიეს. არჩევნების დროს მოქმედებდა პროპორციული და მაჟორიტარული პრინციპი. ახლა ცესკო ხმებს ითვლის, თუმცა ცნობილია წინასწარი შედეგები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 5 თვითთმმართველი ქალაქიდან  (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი), ყველგან, სავარაუდოდ, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.  ცესკოს ინფორმაციით, 769 საარჩევნო უბნიდან დათვლილი 320 უბნის მონაცემების მიხედვით, მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ ხმების 45,5 % მიიღო. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნიკა მელია 34, 13 %-ით. პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატმა გიორგი გახარიამ ხმების 8, 97 % მიიღო. ცნობისთვის, თბილისის მერობის კანდიდატს პირველივე ტურში გასამარჯვებლად ხმების 50 %-ზე მეტი უნდა მიეღო.

მმართველი გუნდის, ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი უცვლელი, კახა კალაძე იყო. ვნახოთ შეასრულა თუ არა კალაძემ წინა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გაცემული დაპირებები? გთავაზობთ  შეუსრულებელი, ნაწილობრივ და მთლიანად შესრულებულ წინასაარჩევნო დაპირებებს:

შესრულებული დაპირებები

  • ავტობუსების აღჭურვა განახლებული GPS სისტემით, ავტობუსის გაჩერებებზე  ახალი ინტერაქტიული მონიტორების მონტაჟი. მუნიციპალური ტრანსპორტის აპლიკაციის შექმნა, რომელიც მოქალაქეს მისცემს სრულ ინფორმაციას სატრანსპორტო გადაადგილების შესახებ.
  • ცენტრალურ უბნებში შემოღებული იქნება საათობრივი პარკირება კომერციული ავტომობილების მფლობელებისა და გასართობი დაწესებულებების სტუმრებისათვის.
  • ვაშლიჯვრის დასახლებიდან გელოვანის გამზირზე ჩამოსასვლელი ესტაკადის მშენებლობა-მოწყობა ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების კვეთაზე.
  • ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გზისა და გვირაბის მშენებლობა.
  • დაავადებათა სკრინინგის პროგრამის გაგრძელება, რომლითაც წელიწადში 50 ათასამდე პირი სარგებლობს. აღნიშნულ პროგრამას დაემატება ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგის კომპონენტი.
  • აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების აბილიტაციური თერაპიის პროგრამის გაგრძელება, რომელშიც 700 ბავშვია ჩართული.
  • C-ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და მონიტორინგის პროგრამების დაფინანსების გაგრძელება.
  • მუნიციპალური თავშესაფრის დაფინანსების გაგრძელება.
  • სოციალურად დაუცველი მოსწავლეების დაფინანსების გაგრძელება არაფორმალური განათლების ცენტრებში.
  • დანგრეული სახლების საკომპენსაციო თანხებით და ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამების დაფინანსება.
  • მუნიციპალური ბიუჯეტის ზრდა როგორც საკუთარი შემოსავლების, ისე სახელმწიფო ტრანსფერების ხარჯზე და ქალაქის ბიუჯეტი, პირველად მის ისტორიაში, 1 მილიარდს გადააჭარბებს. სიღრმისეული გათვლების საფუძველზე, გადაისინჯება ქალაქის საბიუჯეტო პრიორიტეტები და შემუშავდება მუნიციპალიტეტის ხარჯების ოპტიმიზაციის სტრატეგია.

ნაწილობრივ შესრულებული დაპირებები

  • ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების, მშრალი ხიდის, 9 მარტის და დედაენის ბაღის, გუდიაშვილის მოედნის, ქვემო კალას, კოტე აფხაზის (ლესელიძის) ქუჩის, ზემო კალას, ფიროსმანის, კარგარეთელისა და კონსტიტუციის ქუჩების, სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია, აგრეთვე აღმაშენებლის გამზირის გასწვრივ არსებული ისტორიული ბაღების კომპლექსის აღდგენა და ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე საფეხმავლო-სამუზეუმო მარშრუტის განვითარება.
  • სოფელ დიღმის კანალიზაციის  მასშტაბური პროექტი.
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი სამარშრუტო სქემის შექმნა,საზოგადოებრივი ტრანსპორტის მაქსიმალური სინქრონიზაცია. მერია უზრუნველყოფს მეტროპოლიტენის, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტების ერთმანეთთან ადაპტირებას.
  • მგზავრობის საფასურის გადახდის ახალი მოდული, რომელიც მგზავრს საშუალებს მისცემს, გადაიხადოს როგორც სამგზავრო, ისე ყველა ტიპის პლასტიკური ბარათის, აგრეთვე მობილური აპლიკაციის საშუალებით.
  • მოძველებული ავტობუსები ჩანაცვლდება ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, ადაპტირებული და ინტერნეტით აღჭურვილი ავტობუსებით. სამარშრუტო სქემის სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ქალაქს მოემსახურება 700-ზე მეტი ერთეული თანამედროვე ტიპის 8-10-მეტრიანი ავტობუსი.
  • მერია შეისწავლის ახალ დერეფნებს და შექმნის ახალ პრიორიტეტულ საავტობუსე ხაზებს.
  • მერია უზრუნველყოფს მიკროავტობუსების პარკის ეტაპობრივ განახლებას ეკოლოგიურად სუფთა და კომფორტული ახალი მიკროავტობუსებით.
  • მოწესრიგდება ტაქსების სექტორი იმგვარად, რომ, ერთი მხრივ, შეიქმნას ტაქსის მძღოლებისთვის ეკონომიკურად მომგებიანი სისტემა, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტების დაცვა.
  • განვითარდება საბაგირო ტრანსპორტი და უზრუნველყოფილი იქნება მისი ინტეგრირება სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, მათ შორის მეტროსთან. დასრულდება რუსთაველი-მთაწმინდისა და მაღლივი-ბაგების საბაგიროების მშენებლობა, აგრეთვე დაპროექტდება და აშენდება სამგორი-ვაზისუბნისა და ახმეტელის თეატრი-ზღვისუბნის დასახლების საბაგირო ხაზები.
  • დაინერგება პარკირების გამართული სისტემა. ერთიანი გეგმის შესაბამისად, განვითარდება ახალი საპარკინგე სივრცეები და მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგების ინფრასტრუქტურა. შეიზღუდება პარკირება ტროტუარებზე.
  • განახლდება ვაკის, რიყის, გოძიაშვილის, კიკვიძის და ვარკეთილის პარკები, ვერის, ალექსანდრე-9 აპრილის ბაღები და დიღმის ტყე-პარკი.
  • ვაჟა-ფშაველას, ჭავჭავაძისა და მოსკოვის გამზირებისა და აეროპორტის გზის გამწვანება.
  • ძველი თბილისის ტერიტორიაზე შეიქმნება საფეხმავლო რეკრეაციული ზონები.
  • თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მოეწყობა თბილისის ახალი ზოოპარკი და განახლდება თბილისის დენდროლოგიური პარკი.
  • განახლდება მზიურის პარკი, რომელსაც შეუერთდება ძველი ზოოპარკის ტერიტორია.
  • უზრუნველყოფილი იქნება თბილისის შემოგარენის დაავადებული ტყეების აღდგენა და განახლება. დაავადებულ ტყის მასივებში განხორციელდება სანიტარული ღონისძიებები.
  • შემუშავდება ღამის ეკონომიკის სტრატეგია, რომლის განხორციელება უზრუნველყოფს გარეუბნებისთვის ახალი ფუნქციის მინიჭებას და ახალი უბნების განვითარებას, მიტოვებული სივრცეების ათვისებას, მდინარისპირა ინფრასტრუქტურის განვითარებას, ბიზნესის წახალისებას, ინვესტორების მოზიდვას, ქალაქის ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესებას, ახალი სამუშაო ადგილებისა და ქალაქის ბიუჯეტისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროების შექმნას.
  • მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსების აშენება თბილისის ათივე რაიონში.
  • 13 საბავშვო ბაღის მშენებლობის დასრულება და 20 ახალი საბავშვო ბაღის აშენება.
  • 30-ზე მეტი სკოლის აშენება და  70-ზე მეტი სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
  • სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისის ავტოპარკის განახლება 70 ახალი სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებით. ასამდე ავტომობილი აღიჭურვება პორტატული კომპიუტერებითა და ახალი საკომუნიკაციო სისტემებით. გამოძახებების გაფილტვრისა და პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, 112-თან თანამრომლობით, დაინერგება დისპეტჩერიზაციის ახალი პროტოკოლები
  • უფასო სასადილოების ფუნქციონირების გაგრძელება და კვების რაციონის გაუმჯობესება
  • მერია იზრუნებს შშმ პირთათვის საზოგადოებრივი დანიშნულებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელების, სახოვრებელი სახლების, კულტურული დაწესებულებების, პარკებისა და რეკრეაციული ობიექტების ადაპტირებაზე.

შეუსრულებელი დაპირებები

  • მეტროპოლიტენს დაემატება ახალი ვაგონები, რაც გაზრდის მგზავრთა გადაყვანას და შეამცირებს მოცდის ინტერვალებს. განახლდება 23 მეტროსადგური ერთიანი კონცეფციითა და ბრენდინგით.
  • მეტროს ახალი მიწისქვეშა და მიწისზედა ხაზების პროექტირება, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, შეისწავლება სამგორი-აეროპორტისა და დიდუბე-დიდი დიღმის ხაზების შექმნის შესაძლებლობა.
  • პროექტი სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან მეტროს ინტეგრირების უზრუნველსაყოფად.
  • მეტროსადგურებში შესაბამისი ადაპტირების ზონებისა და ინფრასტრუქტურის მოწყობა შშმ პირებისათვის.
  • მტკვარზე ახალი სახიდე გადასასვლელის აშენება, რომელიც ერთმანეთს დააკავშირებს გელოვანის გამზირსა და სამტრედიის ქუჩას. ახალი ხიდი გააუმჯობესებს მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებს შორის კავშირს, განტვირთავს საგზაო მოძრაობას.
  • უნივერსიტეტი-თამარაშვილის კვანძის განსატვირთად, მდინარე ვერეზე უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდისა და ესტაკადას აშენება უნივერსიტეტისა და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე.
  • სატრანსპორტო პანდუსის მოწყობა გალაკტიონის ხიდის მარცხენა სანაპიროზე.
  • ნაფეტვრები-ახალდაბის ახალი გზის მშენებლობა.
  • კვანძის მოწყობა ბელიაშვილისა და ბალანჩინის ქუჩების გადაკვეთაზე.
  • ხიდებისა და გვირაბების რეაბილიტაცია.
  • მერია იზრუნებს მტკვრის და მისი შენაერთების დაბინძურების პრევენციაზე. მოეწყობა გამწმენდი ნაგებობები თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე.
  • შეიქმნება კომფორტული პირობები ქვეითებისა და ველოტრანსპორტის გადაადგილებისთვის; შეიქმნება ახალი ველობილიკები და მოხდება მათი ინტეგრირება ერთიან სატრანსპორტო სისტემასთან. მოეწყობა ველოსადგურები ისეთი ტიპის ობიექტებთან, როგორიცაა უნივერსიტეტები, სავაჭრო და საოფისე ცენტრები, ადმინისტრაციული შენობები და სხვ.
  • ტყეების მიმდებარედ მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, ველობილიკები და საპიკნიკე ადგილები. ჩატარდება სამუშაოები თბილისის ქარსაცავი ზოლების აღსადგენად.
  • თბილისში დაფუძნდება 5 ახალი მასშტაბური სპეციალიზებული სკოლა უფროსკლასელებისათვის: ევროპული სკოლა ევროკავშირის ჩართულობით, „HTH საქართველო“ ამერიკული High Tech High-ის ლიცენზიით, „სახელობო“ სკოლა ისრაელის გამოცდილების გათვალისწინებით, სახელოვნებო სკოლა და STEM-სკოლა. არ დარჩება არც ერთი ნიჭიერი მოსწავლე, რომელიც ვერ მიიღებს მაღალი ხარისხის განათლებას ტექნოლოგიური, სახელოვნებო თუ სხვა მიმართულებით.
  • შემუშავდება და განხორციელდება მუნიციპალური მუზეუმების, ბიბლიოთეკების, თეატრებისა და სახელოვნებო სკოლების მოდერნიზაციისა და მართვის სისტემის რეფორმირების კონცეფცია. განხორციელდება მუზეუმების რეაბილიტაცია, რაც უზრუნველყოფს ქალაქის კულტურულ და ტურისტულ ცხოვრებაში მათი როლის გაზრდას. ქალაქის ბიბლიოთეკებში დაინერგება თანამედროვე სერვისები და ტექნოლოგიები.
  • მუნიციპალიტეტი იზრუნებს დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების საკითხის მოწესრიგებაზე.
  • თბილისის მერია უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი ჯგუფების ღირსეულ საცხოვრისზე ხელმისაწვდომობას. ყოველწლიურად, 7-8 მილიონი ლარი თბილისის ბიუჯეტიდან იხარჯება სოციალურად დაუცველი ან ავარიული სახლების მცხოვრებლების ბინის ქირით უზრუნველყოფაზე.
  • უზრუნველყოფილი იქნება უწყვეტი დამოუკიდებელი გადაადგილების პროცესი შშმ პირთათვის.
  • მერიაში კორუფციის პრევენციის სტრატეგია შემუშავდება და დაინერგება კონტროლისა და მონიტორინგის ქმედითი სისტემა.
  • მუნიციპალიტეტის ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა, რომელშიც გაერთიანებული იქნება დემოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და სხვა სტატისტიკური მაჩვენებლები. აღნიშნული მონაცემთა ბაზა მნიშვნელოვნად გაამარტივებს სტრატეგიულ და საბიუჯეტო დაგეგმვას, მონიტორინგსა და ანგარიშგებას. შეიქმნება თბილისის ინტერაქტიული რუკა, რომელზეც დატანილი იქნება ინფრასტრუქტურული მონაცემები, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები, ტურისტული მარშრუტები, სასტუმროები, მუზეუმები, კულტურული ღონისძიებების კალენდარი, მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტები, ეკოლოგიური მონაცემები და სხვ.
  • ქალაქის ყოველ რაიონში თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი საზოგადოებრივი ცენტრების შექმნა, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მოსახლეობისთვის ათეულობით მომსახურების გაწევა ერთი ფანჯრის პრინციპით.

აშკარაა, რომ ნაწილობრივ შესრულებული დაპირებების რიცხვი ყველაზე მეტია. 

2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის კალაძის საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა სლოგანით „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში’’. ახალი საარჩევნო პროგრამა ბევრ დაპირებას მოიცავს ურბანული, სატრანსპორტო, გარემოს დაცვის, სოციალური, განათლებისა და თბილისის მართვის პოლიტიკის თვალსაზრისით:

  • ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა
  • განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა
  • ჯანმრთელობაზე ზრუნვა
  • სოციალური და ჯანდაცვის ყველა არსებული პროგრამის გაგრძელება
  • პროგრამა 60+
  • შშმ პირთა პერსონალური დახმარების პროგრამა
  • თბილისში აღარ იქნება არც ერთი დაუმთავრებელი მშენებლობა
  • სპორტისა და ინფრასტრუქტურის განმავითარებელი პროექტები
  • განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროს მხარდაჭერა
  • შემუშავდება თბილისის ახალი ბიუჯეტი




წყარო: ბიზნეს ფიდი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up