რამდენად დამოკიდებულია ევროპა რუსულ გაზზე

რამდენად დამოკიდებულია ევროპა რუსულ გაზზე

access_time2022-02-06 18:30:00

მოსკოვი ევროპას ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება. რუსი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ თუ დასავლეთი უკრაინის ირგვლივ შექმნილი კრიზისის გამო მოსკოვს მასშტაბურ სანქციებს დაუწესებს, ევროპა რუსეთიდან ნავთობს, გაზსა და ლითონებს ვეღარ მიიღებს. შეერთებული შტატები და მოკავშირეები აქტიურად ეძებენ რუსული გაზის ალტერნატივას. მათ უკვე სთხოვეს ალჟირს, აზერბაიჯანსა და ნორვეგიას, რომ რუსეთის მიერ მუქარის შესრულების შემთხვევაში, ევროპას აირის მიწოდება გაუზარდონ.


გაძვირებული აირი

რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობამ ევროპაში უკვე გააძვირა ბუნებრივი აირი. დეკემბერში ათასი კუბ. მეტრი აირის ფასმა ევროპაში რეკორდულ ნიშნულს  – $2 150-ს მიაღწია. თუმცა, შემდეგ, ევროპაში ქარის სადგურების მაღალი გამომუშავებისა და აშშ-დან გათხევადებული აირის გაზრდილი მოწოდების გამო, ფასი განახევრდა და ახლა ათასი კუბ. მეტრი აირი $1 065 ღირს. გაძვირდა ელექტროენერგიაც.

2021 წელს გაზპრომმა უკრაინის გავლით ევროპაში 41,6 მილიარდი კუბ. მეტრი აირი გაიტანა, რაც ევროპისა და თურქეთის ერთობლივი მოთხოვნის დაახლოებით 10%-ია. კონფლიქტის ზონაში გაზსადენი თუ დაზიანდება, ევროპაში აირი კიდევ გაძვირდება.

მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს უკრაინის, როგორც სატრანზიტო ქვეყნის გაზმომარაგების სქემიდან გათიშვას. კრემლს სურს, ევროპული ქვეყნები აიძულოს, პირდაპირი, გრძელვადიანი კონტრაქტები გააფორმონ გაზპრომთან, რითაც პოლიტიკურ გავლენას კიდევ უფრო გაზრდის. ამიტომაც ააშენა ახალი გაზსადენი Nord Stream 2, რომლის მეშვეობით გაზპრომი აირს პირდაპირ მიაწვდის გერმანიას. Nord Stream 2 მზადაა ექსპლუატაციაში გასაშვებად, მაგრამ ჯერ გერმანიის მარეგულირებლის საბოლოო ნებართვა სჭირდება. 2021 წლის აგვისტოში რუსეთმა ევროკავშირს გაზის მიწოდება შეუმცირა. ასე სცადა, Nord Stream 2-ის დამტკიცებაზე დაეთანხმებინა ევროპული მარეგულირებელი. ეს ევროპაში შეაფასეს, როგორც შანტაჟი კრემლის მხრიდან. ბრალდებები უარყო ვლადიმირ პუტინმა და განაცხადა, რომ რუსეთმა ყველა კონტრაქტი შეასრულა. რუსული მხარე აცხადებდა, რომ პოლონეთის მილსადენებით გერმანიის მიმართულებით მიმავალი გაზი უკან ბრუნდებოდა და უკრაინისკენ მიედინებოდა.

უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების განლაგების შემდეგ ევროპამ კიდევ ერთხელ გააფრთხილა მოსკოვი, რომ Nord Stream 2-ს ექსპლუატაციაში არ გაუშვებს. ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, საპასუხო ზომები გაზსადენ Nord Stream 2-საც შეიძლება შეეხოს.

ბუნებრივი აირის მარაგები ევროპაში ისედაც საგრძნობლად არის შემცირებული ენერგომატარებლების გლობალური დეფიციტის, მოთხოვნის ზრდის, ალტერნატიული წყაროების მიერ ელექტროენერგიის ნაკლებად გამომუშავებისა და ცივი ზამთრის გამო. დეფიციტს ევროპული ბაზარი თხევადი გაზით აბალანსებს, რასაც ძირითადად აშშ-დან და ნორვეგიიდან იღებს. თუმცა, ეს საკმარისი არ არის. თხევად გაზზე დიდი მოთხოვნაა აზიაშიც, სადაც აირის ფასი ევროპის ფასებზე კიდევ უფრო მაღალია. რადგან თხევადი გაზი გრძელვადიანი კონტრაქტებით მიეწოდებათ, ექსპორტიორებს ნედლეული ტანკერებით ჯერ ისევ აზიაში მიაქვთ.


რუსეთზე დამოკიდებულება

ევროპა ბუნებრივ აირზე მოთხოვნის თითქმის 50%-ს რუსეთიდან იკმაყოფილებს. დანარჩენს ნორვეგიიდან და ალჟირიდან იღებს. რუსული გაზის ყველაზე დიდი მომხმარებლები არიან: გერმანია, იტალია, ავსტრია და საფრანგეთი. რუსულ აირზე შედარებით ნაკლებად არის დამოკიდებული დიდი ბრიტანეთი, რომელიც მარაგის დაახლოებით ნახევარს თავისი ტერიტორიული წყლებიდან იღებს. ამის მიუხედავად, ბრიტანეთის მთავრობა, ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან ერთად განიხილავს SWIFT-ის სისტემიდან რუსეთის გათიშვის შესაძლებლობას.


პოლიტიკური იარაღი რუსეთის ხელში


რუსეთს საკუთარი ენერგორესურსები პოლიტიკურ იარაღად არაერთხელ გამოუყენებია. 2000-იან წლებში მოსკოვმა ორჯერ შეუწყვიტა გაზის მიწოდება უკრაინას დასჯის მიზნით, დასავლეთთან დაახლოების გამო.

2004 წელს ბელორუსს მთლიანად შეუწყვიტა აირის მიწოდება მისი გაზგამანაწილებელი კომპანიის – ბელტრანსგაზის ხელში ჩაგდების მიზნით. მოგვიანებით გაზპრომმა, დაგროვილი დავალიანების სანაცვლოდ, კომპანიის დასაკუთრება მაინც მოახერხა.

2006 წლის ზამთრის დასაწყისში გაზის მიწოდება შეუწყვიტა საქართველოს – მილსადენზე აფეთქებების მომიზეზებით. ენერგოსაბოტაჟის მიზანი ევროატლანტიკური საგარეო კურსის გამო საქართველოს დასჯა იყო.

2006 წლის იანვარში, უკრაინისთვის მიწოდების შეფერხებით, მოსკოვმა პროდასავლელი ვიქტორ იუშჩენკო დასაჯა ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოების გამო.

2006 წელს სომხეთისთვის რუსული გაზის ტარიფის გაზრდის მიზანი სომხეთ-ირანის გაზსადენის შეძენა და ალტერნატიული მიმწოდებლების ჩამოცილება იყო.

2008 წლის მარტში უკრაინას გაზის მიწოდება 25-50%-ით შეუმცირა იულია ტიმოშენკოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნების გამო.

2008 წლის ივლისში ჩეხეთისთვის ნავთობის მიწოდების შემცირება იყო სასჯელი აშშ-ის ანტისარაკეტო სარადარო სისტემის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისთვის.

2008-2009 წლები გაზპრომმა უკრაინას აირის მიწოდება შეუწყვიტა. ეს იყო სასჯელი პრეზიდენტ იუშჩენკოს მიერ საქართველოსთვის 2008 წლის ომში მხარდაჭერისთვის.

2013 წლის ბოლოს სომხეთს ტარიფი გაუზარდა, რაც რუსეთმა სომხეთის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებაზე დასაყოლიებლად გამოიყენა.

2014 წლის ოქტომბერში პოლონეთს, სლოვაკეთსა და გერმანიას მიწოდება შეუმცირა. მიზანი იყო ზეწოლის გაზრდა ევროკავშირზე, რათა შეეჩერებინა უკრაინაში რუსული გაზის რეექსპორტი პოლონეთისა და სლოვაკეთის გავლით.

2015 წლის ნოემბერში უკრაინას მიწოდება შეუწყვიტა მასთან კონფლიქტის გამო.

2016 წლის ბოლოს და 2017 წლის დასაწყისში ტარიფი გაუზარდა ბელორუსს. ეს იყო ზეწოლა ევროკავშირთან თანამშრომლობის შეწყვეტის მიზნით.

2021 წელს მოლდოვას გაზპრომმა აირის მიწოდება 1/3-ით შეუმცირა. ეს იყო ზეწოლა ევროპისკენ გადახრილ მოლდოვაზე. გაზპრომმა, როგორც სხვა არაერთ შემთხვევაში, მიზეზად დაგროვილი დავალიანება დაასახელა.


რუსული გაზის ალტერნატივა

ევროპის ქვეყნები აშშ-თან ერთად რუსული გაზის ჩანაცვლების გზებს ეძებენ. აშშ-ის მთავრობამ მიმართა თხევადი გაზის მსხვილ ექსპორტიორებს, მათ შორის კატარს, გაზარდოს მიწოდება ევროპაში. ევროპა დიდი ხანია ცდილობს ენერგომომარაგების დივერსიფიცირებას, მათ შორის ბუნებრივი აირის შესყიდვას ცენტრალური აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფოებისგან. ევროპის კავშირი აპირებს დააჩქაროს აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის ექსპორტი ტრანსადრიატიკული მილსადენი (TAP), რომლითაც, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით, ბუნებრივი აირი სამხრეთ იტალიას უნდა მიეწოდოს.

პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს განახლებად ენერგიაზე გადასვლაც, მაგრამ ქარისა და ჰიდროსიმძლავრეები საკმარისი არ არის. ევროპაში ქვანახშირის თბოსადგურებისა და ატომური ელექტროსადგურების დახურვამ რუსეთის გაზზე დამოკიდებულება გაზარდა. შესაბამისად, მისი სრულად ჩანაცვლება იოლი არ იქნება.

მეორე მხრივ კი, ბუნებრივი აირის ექსპორტის შემცირება არც რუსეთს აძლევს ხელს. ევროპისთვის გაზის გადაკეტვით მიღებული ეკონომიკური ზარალი დიდი იქნება და რუსეთში ამას შესაძლოა, რეცესია მოჰყვეს, რაც ვლადიმირ პუტინს მოსახლეობის გულის მოგებაში ნამდვილად ვერ დაეხმარება.



წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up