რამდენად ძვირია ფინჯანი ყავა?

რამდენად ძვირია ფინჯანი ყავა?

access_time2022-10-07 00:00:39

ფინჯანი ცხელი ყავით დღის დაწყება ბევრი ადამიანისთვის ყოველდღიური რუტინაა, თუმცა ფასების ბოლო დროინდელმა ზრდამ შესაძლოა ეს დილა ფუფუნებად აქციოს  ამის შესახებ ინფორმაციას Eurostat ავრცელებს.  2022 წლის აგვისტოს მონაცემები აჩვენებს, რომ ევროკავშირში ყავის ფასი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  საშუალოდ  16,9% -ით გაიზარდა,  ხოლო 2021 წლის აგვისტოს ფასი 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 0,5%-ით მეტი  იყო.

 

იმ მომხმარებლების კი, რომლებიც  ყავას დილით  რძით და/ან შაქრით მიირთმევენ, დილის რიტუალი შესაძლოა უფრო ძვირი დაუჯდეთ, რადგან ამ პროდუქტებზე ფასები გასულ წელს კიდევ უფრო გაიზარდა. ახალი მთლიანი რძე 2021 წლის აგვისტოდან, 2022 წლის აგვისტომდე საშუალოდ  24,3%-ით არის გაძვირებული, ხოლო ახალ უცხიმო რძეზე ფასი იმავე პერიოდში 22,2%-ით გაიზარდა.  2022  წლის შაქრის  წლიურმა ინფლაციამ 2021 წლის +0,8%-იდან   +33,4% შეადგინა.


2022 წლის აგვისტოში,  პოლონეთში  შაქარი 109,2%-ით გაძვირდა, მონაცემები აჩვენებს, რომ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში გარდა მალტისა, ოთხივე პროდუქტზე ფასების ზრდა დაფიქსირდა.

 


2022 წლის აგვისტოში ყველაზე დიდი წლიური ინფლაცია შაქარზე დაფიქსირდა, შესამჩნევი მატება იყო პოლონეთში, 109,2%-ით, რასაც მოჰყვა ესტონეთი (+81,2%), ლატვია (+58,3%), ბულგარეთი (+44,9%) და კვიპროსი (+43,2%). ).

 

რაც შეეხება ყავას, ყავაზე  ყველაზე მაღალი ინფლაცია ფინეთში დაფიქსირდა  +43,6% 2022 წლის აგვისტოში, შემდეგ მოდის ლიეტუვა (+39,9%), შვედეთი (+36,7%), ესტონეთი (+36,4%) და უნგრეთი (+34,3%).

 

უნგრეთში, ლიეტუვაში და ხორვატიაში ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც უცხიმო , ასევე ცხიმიან რძეზე.



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up