რუსული კაპიტალი ქართულ ენერგეტიკაში – გამეორდება თუ არა დარგში „ბორჯომის პრეცედენტი“

რუსული კაპიტალი ქართულ ენერგეტიკაში – გამეორდება თუ არა დარგში „ბორჯომის პრეცედენტი“

access_time2022-05-04 11:00:14

სანქცირებული რუსეთის ფაქტოორის გამო ენერგეტიკული რისკები ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვნად ფასდება. ,,ბორჯომის“ შემდეგ ანალოგიური პრობლემა მოსალოდნელია ნებისმიერ კომპანიაში, სადაც რუსული ინვესტიციებია.


ბიზნესის სამართლის ექსპერტი, სამართალმცოდნე აკაკი ჩარგეიშვილი აცხადებს, რომ მსგავსი რისკი რეალურად არსებობს და სანქციების გამო შეიძლება გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდეს ,,თელასიც“, რომელიც რუსული კომპანიის „ინტერ რაოს“ საკუთრებაშია.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“  Telegram-ზე.



,,ბორჯომია“ პირველი კომპანია საქართველოში, რომელსაც სანქციების გამო პრობლემა შეექმნა, მაგრამ ნამდვილად არ იქნება უკანასკნელი. ჩვენ კიდევ გველოდება ანალოგიური პრობლემა, იქნება ,,თელასი“, თუ სხვა, რომლებიც რუსული სახელმწიფო კომპანიების საკუთრებაში არიან, მოსალოდნელია, რომ ისინიც  სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ. ,,თელასიდან“ გადის  ფული რუსეთის ფედერაციაში, მის აქტივებს  თავიდან ბოლომდე ფლობს რუსული სახელმწიფო კომპანია. შესაბამისად, ის ამონაგები თანხა, რაც გაედინება  ქვეყნიდან, ფინანსური ნაკადებიდან გამომდინარე შეიძლება სანქცირებული აღმოჩნდეს, ამ თვალსაზრისით, ,,თელასსაც“ გაუჭირდება საქართველოში საქმიანობა“, - აცხადებს ჩარგეიშვილი ,,კომერსანტთან“.


განსხვავებულია ენერგეტიკოსების მოსაზრება. სექტორში ფიქრობენ, რომ  ენერგეტიკული პრობლემა არ გვემუქრება, მაგრამ რუსეთიდან სხვა ტიპის ესკალაციის რისკი ჯერ კიდევ არსებობს.



როგორც ენერგეტიკოსი გია არაბიძე ,,კომერსანტთან“ აცხადებს, ისეთი ტიპის საფრთხე, რაც საქართველოში ,,ბორჯომთან“ დაკავშირებით შეიქმნა, ენერგეტიკულ სექტორში გამორიცხულია, მაგრამ საუბრობს სხვა ფაქტორებზე, რამაც აგრესორ ქვეყანასთან ურთიერთობისას ნებისმიერ მომენტში შეიძლება იჩინოს თავი.


,,საფრთხეს ვერ ვხედავ, რომ რუსულ ინვესტიციებს ენერგეტიკაში ემუქრებოდეს ისეთი ტიპის პრობლემა, რასაც ,,ბორჯომთან“ დაკავშირებით აქვს ადგილი. თუკი ,,თელასს“ მივიღებთ მხედველობაში, საყურადღებოა ის გარემოება, რომ კომპანია ელექტროენერგიით ამარაგებს შიდა ბაზარს, არ გააქვს ქვეყნის გარეთ, ,,ბორჯომი“ კი მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში გადიოდა. სხვაობა დიდია,  ,,თელასი“ პროდუქციას თბილისის გარდა, არსად არ ჰყიდის და მისი სანქცირება შეუძლებელია. ევროპის ქვეყნებში ან სადმე სხვა მიმართულებით გადიოდეს ,,თელასის“ ელექტროენერგია, ისიც ,,ბორჯომის“ ბედს გაიზიარებდა, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა მოცემულობაა.

,,ენგურჰესთან“ დაკავშირებითაც, ენერგეტიკული ობიექტები, რომელიც ჩვენ გვაქვს,  ძირითადად საქართველოს ემსახურებიან, აქედან გამომდინარე, ენერგეტიკული პრობლემა არ გვემუქრება. დავუშვათ, ჩვენ თუ გარკვეულწილად დაგვჭირდება ,,ენგურჰესის“ კაშხლის რემონტი, ამას აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკების გზით ვახდენდით და მოვახდენთ, მაგრამ სხვა მხრივ რისკები რეალურია. მუდმივად არსებობს საფრთხე ძალისმიერი კონფლიქტისა, რუსეთი იარაღით  ყველგან შეიძლება მივიდეს ანუ ფიზიკური ესკალაციის რისკი ყოველთვისაა, ამ ქვეყნისგან ვერ ვიქნებით დაცული,  შეიძლება ისეთ რაღაცას მოგედავოს, მიზეზი არ არსებობდეს, თვითონ რაც უნდა, ის იქნება მიზეზი! წინასწარ ჩანდეს, რა გამოიწვევს ფიზიკურ დაპირისპირებას, ასეთი ზედაპირზე არ დევს, მაგრამ არაფრისგან არ ვართ დაზღვეული, როცა მეზობელი ქვეყანა აგრესორია“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ გია არაბიძე.


შეგახსენებთ, რომ სანქციების გამო, „ბორჯომმა“ საქართველოში მოქმედი ორივე ქარხანა დროებით გააჩერა.


კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან, კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა და იძულებულია, ა/წ 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი.

 

ცნობისთვის, 2013 წლიდან „IDS ბორჯომის საკონტროლო 60%-იან პაკეტს რუსული „ალფა ჯგუფი ფლობს. „ალფა ჯგუფის“ დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი დასავლეთის მიერ სანქცირებულ რუს ოლიგარქთა სიაშია.

 

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up