„მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. კახახაზარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების მატების შესაჩერებლად ერთ-ერთი გზა კონტროლის მექანიზმის გაზრდაა. მისივე თქმით, კომპანიას 2020 წლისთვის აქვსგეგმები, თუმცა რამდენად განხორციელებადია ისინი, უახლოეს მომავალში არსებული ეპიდ სიტუაცია გამოაჩენს.
,,ამ ეტაპზე, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს 2022 წლისთვის. ვგეგმავთ, რომგავხსნათ მულტიბრენდული მაღაზია. ასევე, გეგმაში გვაქვს ფეხსაცმლის 5 მაღაზია დავამატოთ, მაგრამ რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, ამასმაინც აგვისტოში და სექტემბერში ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს. თუ ინფიცირების მაჩვენებელი ამ ტემპით გაიზარდა, რა თქმა უნდა, ყველა გეგმა შეუსრულებელი გახდება. ბიზნესმა ორი ლოქდაუნი უკვე გაიარა, მესამე ლოქდაუნს ვერცბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს. ეს ყველამ ვიცით.
ამ ეტაპზე ეპიდ-სიტუაცია ნამდვილად არ ეტყობა ვაჭრობას, რადგან ფასდაკლებების პერიოდია, მაგრამ თუ ზრდა ამ ტემპით გაგრძელდა, რა თქმაუნდა, ეს აისახება მომხმარებლის ქცევაზეც, რომელსაც ახსოვს, რომ შედეგი ჩაკეტვაა. ინფიცირების მაჩვენებლის ზრდას ვერაფერი შეაჩერებს, თუ კონტროლის მექანიზმები არ გაზარდეს“, - განაცხადა ხაზარაძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
მისივე თქმით, 2019 წელთან შედარებით პირველ 6 თვეში კლება საკმაოდ დიდია.
„ჩვენ ვნახეთ, რომ სტატისტიკით ეკონომიკის დიდი ზრდა გვაქვს, მაგრამ 2019 წლის ნიშნულს რომ შევადაროთ, ლარში არა, მაგრამ დოლარში, დიდი კლებაგვაქვს. მოგეხსენებათ თითქმის სრულად იმპორტზე ვართ მიბმული და ამ დროს18%-იანი დევალვაცია ძალიან მაღალი და მნიშვნელოვნად ასახვადია“, - ამბობსხაზარაძე.
„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“ (13:30)
ბიო მეურნეობა ,,სამყურა“ პანდემიის მიუხედავად გაფართოებას ახერხებს. მზესუმზირის ზეთის წარმოების დაწყების შემდეგ, მეურნეობა კაფი გახსნას დასათბურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის მფლობელი, ნიკა ბეგალიშვილი აცხადებს.
მისი თქმით, ბაზარზე კვლავ განსაკუთრებული მოთხოვნაა ფერად ბოსტნეულზე.
,,წელს ბაზარს რამდენიმე სიახლე შევთავაზეთ, როგორც ბოსტნეულის ნაწილში, ასევე პირველად გვაქვს ბაბუაწვერა მურაბა. იასამნისფერი კარტოფილი, იასამნისფერი სტაფილო. ქოთნის ფერადი და ძალიან ცხარე წიწაკები. ასევეწელს, მაქვს შავი პომიდორი. რომელიც ვიზუალურად ნამდვილად შთამბეჭდავიადა გემოვნური თვისებებითაც განსხვავდება ჩვეულებრივი პომიდვრისგან, მიუხედავად იმისა, რომ პომიდვრის აუთენტური გემოც იგრძნობა.
განსაკუთრებული ინტერესი იასამნისფერმა კარტოფილმა გამოიწვია. ფეისბუქზე პოსტის დადებისთანავე, ერთ-ერთმა რესტორანმა მომწერა, რომ რაც კი მაქვსმოსავალი, მთლიანად სურთ შეძენა.
ვგეგმავთ გაფართოებას და ამ თვის ბოლოდან ვიწყებთ კაფის, აგვისტოს შუარიცხვებიდან კი სათბურის მშენებლობასაც. ამის შემდეგ, ჩვენი პროდუქციააღარ იქნება სეზონური. ზამთარში ძალიან მოთხოვნადია ხოლმე ბროკოლი დაყვავილოვანი კომბოსტო, რომლებიც ბავშვთა კვებაში გამოიყენება და ეს ორი, აუცილებლად გვექნება“, - განაცხადა ბეგალიშვილმა.
ცნობისთვის, მეურნეობა ალაზნის ველზე, წნორში მდებარეობს .„სამყურას“ წარმოებული პროდუქცია ბაზარზე 2018 წლიდან იყიდება. მიმდინარე წლის სექტემბრიდან კი ბოსტნეულთან და სხვა პროდუქტებთან ერთად, მეურნეობასბიო ზეთის წარმოებაც დაემატება.
Bpn.ge