საქართველომ ევროპისთვის მრავალფეროვანი პროდუქციის შეთავაზება უნდა მოახერხოს – გიორგი პაპავა

საქართველომ ევროპისთვის მრავალფეროვანი პროდუქციის შეთავაზება უნდა მოახერხოს – გიორგი პაპავა

access_time2022-04-19 22:38:39

რამდენად შეძლებს საქართველო პროდუქტის დივერსიფიკაციას, ისე რომ ევროპისთვის მრავალფეროვანი პროდუქციის შეთავაზება მოახერხოს და რამდენად გაიაზრებს ამას კერძო სექტორი, რამდენად შეძლებს რუსეთისგან დაშორებას და ევროპის ბაზრის შესაძლებლობად დანახვას, რადიო “კომერსანტის“ ეთერში, გიორგი აბაშიშვილის საავტორო გადაცემაში “ბიზნესინსაიდერი“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა  გიორგი პაპავამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის კომენტირებისას ისაუბრა. მისი თქმით, თუ  რა  შეიძლება მოხდეს – პროგნოზი ორაზროვანია.

 

“ერთი არის ის, რომ შეიძლება  ბიზნესმა  რუსეთთან  სავაჭრო  ურთიერთობის გაგრძელებაზე  იფიქროს, რადგან რუსეთის ბაზარი შესაძლებლობად აღიქვას, გამომდინარე იქიდან, რომ სანქციების გამო სხვა ქვეყნები გადიან. მაგრამ ამავდროულად ისიც ძალიან მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ ამ ბაზარზე  მომხმარებლების მსყიდველუნარიანობა მნიშვნელოვნად შემცირდება, მნიშვნელოვნად გართულდება ტრანზაქციები,  გაძვირდება  ნებისმიერი  ფინანსური  რესურსების გაცვლა, ამიტომ იმედი მაქვს რომ საქართველოს  კერძო  სექტორი ამის  აღქმას  ადვილად  შეძლებს,  აქ  დასჭირდება  მთავრობის კიდევ  უფრო მეტი მხარდაჭერა.

 

მაგალითად, რაღაც  ინსტრუმენტი შეიძლება იყოს, რომელიც უყურებს  მაგალითად, კონკრეტული დახმარება კერძო სექტორის საბოლო  ჯამში გვაახლოებს  რუსეთის  ბაზართან თუ ევროკავშირთან, იმის მიხედვით, შენ  რა პროდუქტის სუბსიდირებას  ახორციელებ, ეს  სუბსიდირება გვაიძულებს  მივეჯაჭვოთ რომელიმე ბაზარს  თუ პირიქით?“, -  აღნიშნა გიორგი პაპავამ.

 


მისი თქმით  თუ სახელმწიფო ასუბსიდირებს  კონკრეტულ სოფლის მეურნეობის პროდუქტს, რომელიც ორიენტირებულია რუსეთის ბაზარზე, შენ აპრიორი უბიძგებ  ბიზნესს, რომ შექმნას პროდუქტი, რომ რუსეთში გაიტანოს.

 

„ეს კრიტერიუმი ერთ-ერთი გასათვალისწინებელი იქნება იგივე  სექტორების მხარდაჭერის კუთხით, ასევე კონკრეტული ერთი სექტორის შიგნით რა პროდუქტზე ამახვილებ ყურადღებას.

 

პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ აქვს პროექტები, რომელიც უკავშირდება ევროპულ  ბაზარზე  ექსპორტის ხელშეწყობას, ევროპიდან ინვესტიციების მოზიდვას, მაგრამ საერთო სურათში რუსეთზე დამოკიდებულებაზე მეტი ყურადღების გამახვილება იქნება საჭირო“, -  აღნიშნა გიორგი პაპავამ.



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up