რამდენად შემოსავლიანია მწერლობა საქართველოში?

რამდენად შემოსავლიანია მწერლობა საქართველოში?

access_time2023-02-25 11:00:25

საქართველოში 40-ზე მეტი გამომცემლობაა, ბოლო წლებში ქართველი ავტორების წიგნები ბევრ ენაზე ითარგმნება, ქვეყანაში ლიტერატურული კონკურსები და ფესტივალები ტარდება, ყოველწლიურად ქართული გამომცემლობები და მწერლები მსოფლიოში უდიდეს - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობენ… ამით ქართველი მწერლების ცნობადობა იზრდება ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც, მაგრამ არის საქართველოში მწერლობა შემოსავლიანი?

 

საქართველოში მწერლის ჰონორარის კლასიკურია მოდელი ასეთია - 1000 ლარი საწყისი თანხა და შემდეგ გაყიდული წიგნების 10-12%, მაგრამ ესეც ინდივიდუალურია და მნიშვნელოვან როლს მწერლის ცნობადობა თამაშობს. როგორც მწერალმა გიორგი კეკელიძემ გვითხრა, ეს მოდელი ცნობილი მწერლების შემთხვევაში „მუშაობს“, დამწყებ ავტორებს წიგნის გამოცემაში ფინანსური თანამონაწილეობა ზოგჯერ იქით უწევთ.

 

შესაძლებელია მწერლობით „ცხოვრება“ და თავის რჩენა? ამ კითხვებით „კომერსანტმა“ რამდენიმე ქართველ ავტორს მიმართა.

 

როგორც მწერალმა ლევან ბერძენიშვილმა გვითხრა, ეს შემოსავალი იმდენად ცოტაა, რომ პირადად საერთოდ არ ითვალისწინებს.

 

დათო ტურაშვილის თქმით, საქართველოში მხოლოდ წიგნების გაყიდვით ცხოვრება შეუძლებელია, მაგრამ ეს პრობლემა მარტო ჩვენს ქვეყანაში არ დგას.

 

 „საქართველოში მხოლოდ წიგნების გაყიდვით ცხოვრება შეუძლებელია და მიუხედავად იმისა რომ პირადად ვარ რამდენიმე ეროვნული ბესტსელერის ავტორი, სხვა ქართველი მწერლებივით მაინც მიწევს ლექციების წაკითხვა და ზოგჯერ გიდად მუშაობაც კი, სხვა შემოსავალიც რომ მქონდეს.

 

ზემოთქმულის ახსნა, რამდენიმე მიზეზით შეიძლება, მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ საქართველოში წიგნის ბაზარი ძალიან პატარაა და ავტორებიც წიგნების გაყიდვიდან მცირე შემოსავალს იღებენ.


 

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ იმ ქვეყნებშიც კი, სადაც წიგნის ბაზარი დიდია, მწერლებს მაინც უწევთ თავის გადასარჩენად სხვა გზების - გრანტების ან სტიპენდიების მოძიება“, - ამბობს დათო ტურაშვილი.

 

მისი თქმით, ცოცხალ მწერლებს შორის, მსოფლიოში სულ რამდენიმე ავტორია, ვინც წიგნებით გამდიდრება შეძლო და მწერლებისა და პოეტების უმრავლესობაზე მაინც სახელმწიფო ზრუნავს.

 

„ცოცხალ მწერლებს შორის, მსოფლიოში სულ რამდენიმე ავტორია, ვინც წიგნებით გამდიდრება შეძლო და პირველ ადგილზე, რასაკვირველია როულინგია. სტივენ კინგის გარდა, მდიდარი მწერლების რიცხვში, კიდევ სხვებიც შედიან, მაგრამ ეს მაინც გამონაკლისია და როგორც წესი მწერლებისა და პოეტების უმრავლესობაზე მაინც სახელმწიფო ზრუნავს იქ, სადაც თვლიან რომ ლიტერატურა ადამიანისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თანამედროვე ტექნოლოგია“, - ამბობს დათო ტურაშვილი.

 

მწერალ გიორგი კეკელიძის თქმით, საქართველოში ბესტსელერად ითვლება წიგნი, რომლის ტირაჟი 1000-ს გადასცდება, გაყიდული ეგზემპლარიდან კი მწერლის წილი მიზერულია.

 

„საქართველოში მწერლობით თავის გატანა შეუძლებელია. ვგულისხმობ მხოლოდ ამ საქმით დაკავებას და ჰონორარის იმედად ყოფნას. თუმცა, ცნობილ მწერალს სხვა უპირატესობა აქვს - ხშირად უკვეთენ ლექციებს, სტატიებს, სთავაზობენ სამსახურებს, რომელიც ახლოსაა მის პროფილთან. რიგ შემთხვევაში შეიძლება სამწერლო წარმატებამ ავტორს მარკეტინგის საქმეშიც ამოაყოფინოს თავი. არავინ იცის.

 

არათუ საქართველოში, მსოფლიოშიც ბევრი არ არის მწერალი, ვინც ჰონორარით უზრუნველად ცხოვრობს. ჩვენთან, რთული სოციალური მოცემულობის ფონზე ეს თითქმის შეუძლებელია. უიშვიათესია წიგნი, რომლის ტირაჟი 1000-ს გასცდება. ძირითადი მიზეზიც ეს არის,“ - ამბობს გიორგი კეკელიძე.

 

მწერალი ნინო ღუღუნიშვილი მხოლოდ ინგლისურად წერს და მისი წიგნები მხოლოდ amazon-ზე იყიდება ელექტრონულ და ბეჭდურ ფორმატში. ნინოს მოთხრობების კრებულები პანდემიის პერიოდში Amazon-ის ბესტსელერებიც გახდა. წიგნების ფასი საშუალოდ  2 დოლარიდან -11 დოლარამდეა. ნინოც თვლის რომ მწერლობით თავის გატანა შეუძლებელია არამარტო საქართველოში, საზღვარგარეთაც.

 

„ამის ბევრი მიზეზი არსებობს. ალბათ ის, რომ  პატარა ქვეყანა ვართ და  საქართველოს  ბაზარი ძალიან მცირეა, ასევე სოციალური და ეკონომიკური ფაქტორებიც  გასათვალისწინებელია. მწერლის შემოსავალი პირდაპირაა დაკავშირებული მკითხველთან, რამდენად შეუძლია პოტენციურ მკითხველს წიგნის შეძენა, რამდენად ხელმისაწვდომია წიგნი  განსხვავებული „კითხვის ჩვევის“ მქონე  ადამიანისთვის.  ბეჭდური წიგნები ხშირად ძვირია, ელექტრონულ წიგნებთან კი  შედარებით ასაკოვან მკითხველს შეიძლება წვდომა საერთოდ არ ჰქონდეს“, - ამბობს ნინო ღუღუნიშვილი.

 

დაბალი ჰონორარის და მწირი შემოსავლის მიუხედავად, წიგნის წერაც და კითხვაც დღეს დიდი ფუფუნებაა. მწერლები წერას აგრძელებენ, რადგან ეს მათი „იარაღია“, რადგან იციან, რომ „როგორც არ უნდა განვითარდეს ტექნოლოგიები, ადამიანის გონებრივ და სულიერ განვითარებას, მაინც წიგნი და ლიტერატურა უფრო სჭირდება“, რადგან ეს ერთადერთია, რასაც განვითარება და პროგრესი მოაქვს.

 

 

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up