კრიპტოვალუტა რეალურ ფულს ჩაანაცვლებს?

კრიპტოვალუტა რეალურ ფულს ჩაანაცვლებს?

access_time2022-11-05 12:00:50

დღეს საქართველოს კოდექსით გათვალისწინებულია, რომ ქვეყანაში ანგარიშსწორება ლარით ხორციელდება. რაც  შეეხება კრიპტოვალუტას, ზოგიერთი ქვეყანა ფულის ერთეულად ციფრულ ფულს იყენებს თუმცა, ეს არ არის კრიპტოვალუტა. ციფრული ფულის უკან სახელმწიფო დგას და ის ქაღალდის ფულს ე.წ. ელექტრონული ფულით ანაცვლებს. ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში, გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად“, BTU-ს კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა და დოქტორმა, პროფესორმა ზვიად გაბისონიამ ისაუბრა.


„აქ საუბარია სახელმწიფოს მიერ ბანკნოტების დონეზე ნომინირებულ ელექტრონულ ფულზე, რომლის კონტროლიც სახელმწიფოს  შეეძლება. ეს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდადაც შეიძლება იყოს გამოყენებული. რაც შეეხება კრიპტოვალუტას, მის უკან არც ერთი ქვეყნის ვალუტა და ქვეყნის ლეგიტიმაცია არ დგას. შესაბამისად, კრიპტო ბლოკჩეინს იყენებს როგორც  ტექნოლოგიას და მისი  ღირებულება დაახლოებით ისე განისაზღვრება, როგორც  ეს  პირველყოფილი თემური წყობილების დროს ხდებოდა ან იმ დროს, როდესაც ერთი პროდუქტის მეორეში გადაცვლა  ხდებოდა.

 

„კრიპტოვალუტის უკან უბრალოდ ნდობით აღჭურვილი პირები დგანან რომლებიც ამბობენ, რომ მზად არიან ერთი ცალი ბიტკოინი ან ეთრიუმი  სიტყვაზე 20 000 დოლარში გადაცვალონ, ხშირად ეს ვაჭრობა სპეკულაციურიც არის, მაგრამ კრიპტოვალუტის ღირებულება ასე დგინდება. ღირებულებას ადგენს ბაზარი და ის სოციუმი, ვინც ამაში მონაწილეობს,“ აღნიშნა ზვიად გაბისონიამ.

 

კითხვაზე ჩაანაცვლებს თუ არა კრიპტოვალუტა ნამდვილ ფულს გაბისონია პასუხობს, რომ შესაძლოა კრიპტოვალუტა რაღაც დონეზე ლეგალურად ცნონ, მაგრამ ძალიან საეჭვოა, რომ ის ოფიციალურ ვალუტად აღიარონ.

 


გაბისონიამ ინტერნეტ-სამართალზე და საფრთხის შემცველ ტრანზაქციებზე ანუ ე.წ. ფიშინგზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ეს შემთხვევები ხშირად  შესაბამისი  ცოდნის არ ქონის გამო ხდება და ძირითადად ამის მსხვერპლი საშუალო და დიდი ასაკის მოსახლეობა ხდება.

 

„ამ ნაწილში პრობლემური არის ის, რომ მომხმარებლებს აპლიკაციებს უგზავნიან სადაც წერია, რომ ლატარიაში გაიმარჯვეს, რაღაც პროდუქტის ყიდვა უნდათ და ა.შ. სანაცვლოდ კი ბარათის მონაცემებს სთხოვენ, მათ შორის ე.წ. CVC კოდსაც. ამ მონაცემების გადაცემის შემდეგ, მომხმარებელი საბანკო ანგარიშებზე თავის ხელით აძლევს მათ წვდომას. რის შემდეგაც შეუძლიათ მომხმარებლის თანხის გამოყენება, გადარიცხვა, რაღაცის ონლაინ მაღაზიაში შეძენა და ა.შ.

 

რეკომენდაცია და რჩევა, რაც ამ ადამიანების მიმართ მექნება არის ის, რომ ონლაინ ვაჭრობისთვის გამოიყენონ ბარათი, რომელზეც იმ კონკრეტული მომენტისთვის საჭირო თანხა ექნებათ, რომ ვაჭრობის შემდეგ ნაშთი 0 ჰქონდეთ და არავის ანდონ ისეთ ინფორმაცია, როგორიცაა ბარათის ნომერი, CVC  კოდი და ა.შ,“ აღნიშნა ზვიად გაბისონიამ.

 

მოამზადა თაკო კვაჭანტირაძემ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up