2022 წელს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის საშუალო მაჩვენებელი 60%-ია. ამის შესახებ საუბარია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანგარიშში.
IDFI-ის განცხადებით, 2022 წელს, შესაბამისი სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დაცვით მხოლოდ 3 საჯარო დაწესებულებას ჰქონდა სრულყოფილად გამოქვეყნებული ინფორმაცია;
ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ყველაზე დაბალი შეფასება აქვთ მთავრობის ადმინისტრაციას (34%) და საგარეო საქმეთა სამინისტროს (35%). ხოლო, კულტურის და სპორტის სამინისტროს საერთოდ არ ჰქონდა საკუთარი ვებგვერდი;