დასაქმების სააგენტოს 2022 წლის საქმიანობის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2022 წელს სააგენტომ 77 640 საქართველოს მოქალაქეს გაუწია სხვადასხვა სახის კონსულტირება, მათ შორის 71 319 პირს მუნიციპალურ დონეზე. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, მათი ხელშეწყობით ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა 12 645 სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის 8 811 პირი სოციალურად დაუცველია. საზოგადოებრივ სამუშაოებზე ჩართვის საშუალება კი მიეცა 29 323 სოციალურად დაუცველ პირს.
2020-2022 წლებში დასაქმების სააგენტოს დასაფინანსებლად 408,107,370 ლარი გამოიყო და აქედან 391,775,800 ლარი პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილ პირთა კომპენსაციებში დაიხარჯა, ხოლო 16.3 მილიონი ლარი - სააგენტოს უშუალო საქმიანობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს.
„სააგენტოს მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის თანხმად, სააგენტომ 2020-2021 წლებში დაახლეობით 2379 პირის დასაქმება შეძლო, მაშინ როდესაც თავად სააგენტო ამავე წლებში 397,066,920 ლარით დაფინანსდა. რაც შეეხება 2022 წელს, სააგენტოს დასაფინანსებლად 11,040,450 ლარი გამოიყო“, — აღნიშნულია ფლანგვის დეტექტორის მიერ გამოქვყნებულ მონაცემებში.
აღსანიშნავია, რომ მთავრობა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამისთვის 2023 წლის ბიუჯეტიდან 83 300 000 ლარს დახარჯავს. როგორც მთავრობის №17 დადგენილებაში წერია, დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2023 წლის სახელმწიფო ქვეპროგრამის მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება /განხორციელება.