რამდენი ადამიანი მოიხმარს საქართველოში თამბაქოს? - სტატისტიკა

რამდენი ადამიანი მოიხმარს საქართველოში თამბაქოს? - სტატისტიკა

access_time2022-09-27 15:55:42

საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი თამბაქოს მოიხმარს. ის თუ როგორ იცვლება მწეველთა რიცხვი წლიდან წლამდე არის უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია პოლიტიკის დაგეგმვისა და აღსრულებისთვის.

 

  • გასულ წელს NCDC-იმ განაცხადა, რომ ზრდასრულთა შორის თამბაქოს მოხმარება 32.5%-დან 28.2%-მდე შემცირდა. ეს შედეგი TCC 2020-მა აჩვენა, რაც ტაქსებში თამბაქოს მოხმარებას იკვლევდა. თუმცა NCDC თავად კვლევის დოკუმენტს არ ასაჯაროვებს.


  • 2 კვირის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც მიუთითა, რომ საქართველოში წამყვანი ქცევითი რისკ-ფაქტორებია თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება და არაჯანსაღი კვება. ანგარიშის თანახმად, თამბაქოს მოხმარებამ 2020 წელს შეადგინა 31.7% 15 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში. თუმცა, საქართველომ თამბაქოს კონტროლი პრიორიტეტად აქცია და პოლიტიკის წარმატებული გატარების შედეგად, თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი შემცირდა 10%-ით, მწეველთა შორის თამბაქოს მოხმარება შემცირდა 15%-ით და თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება საზოგადოებრივ ადგილებში შემცირდა 90%-ით.


  • ჯანმოს 2018 წლის ანგარიშიც, რომლის მიხედვით საქართველოში თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა 2000 წლიდან დღემდე შემცირებულია.მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა მოსახლეობის 28.2%-ს შეადგენს. 2000 წელს ეს მაჩვენებელი 30.2% იყო. ანუ გასული წლების განმავლობაში მთლიანი მოსახლეობის 2%-მა, ხოლო თამბაქოს მომხმარებელთა პოპულაციის 7%-მა მოწევას თავი დაანება.


 

BMG-იმ იმის დასაზუსტებლად თუ ამჟამად ქვეყანაში რამდენი ადამიანია მწეველი ქვეყანაში, კითხვით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მიმართა, სადაც აღნიშნავენ, რომ 2020 წელს ქვეყანაში მათი მონაცემებით 31.7% ითვლებოდა მწევლად (15+ მოსახლეობაში), ხოლო NCDC-ის მიერ გასულ წელს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ქვეყანაში 28.2% არის მწეველი, WHO აცხადებს, რომ კვლევები თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობის კლებაზე მეტყველებენ.

 

“გაცნობებთ, რომ, როგორც ეს მითითებულია ანგარიშში „Smoking prevalence in 2020 was estimated at 31.7% of all people aged over 15 years“ წარმოადგენს ჯანმოს გამოთვლის შედეგს „Age-standardized prevalence of current tobacco smoking, age 15+, WHO estimates (%)“, რომლის მსგავსი მაჩვენებლები გამოყენებულია სხვა ქვეყნებისთვისაც, რაც აადვილებს სხვადასხვა პოპულაციებში მწეველობის მაჩვენებელთა შედარებას. დეტალებისთვის იხილეთ გამოყენებული ლიტერატურა/წყარო.


 

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, გაცნობებთ, რომ მწეველობის მაჩვენებელთა აღნიშნული შედარება და დინამიკის შეფასება, ეყრდნობა საქართველოში ჩატარებულ კვლევებს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს ზრდასრულ მოსახლეობას, ხოლო აღნიშნული მაჩვენებლის დინამიკის შეფასებისთვის გამოყენებულია შესაბამისი კითხვების მიხედვით მიღებული შედეგები. დამატებითი კითხვებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ კვლევების და შედარებათა ავტორებს, რომლებიც მითითებულია აღნიშნულ პუბლიკაციაში. გარდა ამისა, მწეველობის მაჩვენებელთა აღნიშნული დინამიკა დასტურდება 2020 წელს საქართველოში ჩატარებული სხვა კვლევებითაც, რომელთა შედეგები ჯერ-ჯერობით ოფიციალურად გამოქვეყნებული არაა,”- ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ პასუხში.

 

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ მაგალითად, 2015 წელს ჯანმოს სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 15+ მოსახლეობის 28.2% მოიხმარდა სიგარეტს, ხოლო შემდგომ წლებში ამ მაჩვენებელმა უკვე 30%-ს გადააჭარბა. NCDC-ის მიერ მომზადებული კვლევით, რომელიც დოკუმენტის სახით ჯერ არ გამოქვეყნებულა, 2020 წელს თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა 28.2%-მდე შემცირდა, რაც ორგანიზაციის შეფასებით, თამბაქოს რეგულაციების დახმარებით მოხდა. ახალი კანონი პარლამენტმა 2017 წელს მიიღო და ის რეკლამირების აკრძალვისა და საჯარო სივრცეში მოხმარების აკრძალვის მიმართულებით 2018 წელს ამოქმედდა. თუკი 2015 წელს მოსახლეობის მართლაც 28.2% იყო მწეველი, მაშინ კანონმდებლობის შედეგად მიღწეული პროგრესი შედარებით ბუნდოვანი ხდება.

 

თავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში სულ 917 ათასი მწეველია, აქედან 832 ათასი მამაკაცი, ხოლო 86 ათასი ქალია. WHO-ს მონაცემებით, ყოველდღიურად საქართველოში თამბაქოს 744 ათასი ადამიანი  მოიხმარს.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up