რამდენი ადგილი შეირჩა სადისტრიბუციო მანქანების პარკირებისთვის - მერიაში აცხადებენ, რომ პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

რამდენი ადგილი შეირჩა სადისტრიბუციო მანქანების პარკირებისთვის - მერიაში აცხადებენ, რომ პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

access_time2022-12-19 13:00:35


სადისტრიბუციო მანქანების პარკირებისთვის  უკვე შერჩეულია 30-მდე ადგილი. ამის  შესახებ „კომერსანტთან“ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ დავით ჯაიანმა განაცხადა. მისი თქმით, ინტენსიურად მიმდინარეობს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის მიერ მოწოდებული სიის დამუშავება და ახალი ადგილების შერჩევაც მათთან თანამშრომლობით მოხდება.


„ადგილები შერჩეულია ქალაქის სხვადასხვა რაიონში.  მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს და ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიებისთვის საქონლის მიწოდების მიზნით გამოიყოფა სპეციალური საპარკინგე ადგილები, რომელთა მოძიებისათვის მოკვლევა ჩატარდა დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციასთან ერთად.  შემდეგ, მათ მიერ იდენტიფიცირებული ადგილებიდან ჩვენ შესაძლებლობების, ანუ გეომეტრიის, საგზაო პარამეტრების, უსაფრთხოების პარამეტრების მიხედვით შევარჩიეთ 30-მდე  ადგილი. უფრო კონკრეტულად 29 ადგილი. ახალი რეაბილიტირებული ქუჩები ამ გამოყოფილ ადგილებში ჯერჯერობით არის.


დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის მიერ მოწოდებული სიის დამუშავება ინტენსიურად მიმდინარეობს და ეს არ არის ერთჯერადი საქმიანობა. მთავარია, რომ ეს პროცესი გავხსენით და დავიწყეთ. შესაბამისად, ეს იქნება განგრძობადი საქმიანობა. 100 ადგილამდე უკვე ნანახი, შეფასებული და შესწავლილია და აქედან გამოიყო 30 ადგილამდე. მიმდინარეობს სხვა ადგილების შესწავლა. ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტო მუშაობს ამ მიმართულებით და ეს პროცესი გაგრძელდება მათთან თანამშრომლობით,“- განაცხადა დავით ჯაიანმა.



სამეწარმეო და მიწოდების სერვისისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკირების თემა პრობლემურია როგორც თავად სექტორის წარმომადგენლებისთვის, ასევე თბილისის სატრანსპორტო მოძრაობისთვისაც. დისტრიბუტორთა წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიწოდების პროცესში საპარკინგე ადგილების არ ქონის გამო, მათ შესაბამისი სამსახურები აჯარიმებენ, რაც სექტორს მძიმედ აწვება.  ამასთან დედაქალაქის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ არასათანადოდ გაჩერებული სადისტრიბუციო ავტომანქანები სხვა ავტომანქანების გადაადგილებას მნიშვნელოვნად  აფერხებენ.


პრობლემის დარეგულირების ერთ-ერთ გზად განიხილებოდა ღამის დისტრიბუციაც, თუმცა როგორც დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია აცხადებდა, ამ მიმართულებით პრობლემა მცირე და საშუალო მაღაზიების მხრიდანაა, რომლებიც ღამე მუშაობას და პროდუქციის მიღებას ვერ შეძლებენ.


ნოემბრის თვეში თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქში განისაზღვრა 550-ზე მეტი სპეციალური ადგილი, რომელიც დაეთმობა სამეწარმეო და მიწოდების სერვისისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკინგს და თბილისის მასშტაბით,  სპეციალური პარკირების ზონების გამოყოფის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up