რამდენი იხარჯება იმერეთის ურბანული განახლებისთვის - ინვესტიციები მინიციპალიტეტების მიხედვით

რამდენი იხარჯება იმერეთის ურბანული განახლებისთვის - ინვესტიციები მინიციპალიტეტების მიხედვით

access_time2022-04-30 15:40:25

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო და ცენტრალურ ბულვარში დაგეგმილ სამუშაოებს გაეცნო, რომლის ღირებულებაც 10 მილიონ ლარს აჭარბებს.

რეაბილიტაცია პროგრამის - ,,განახლებული რეგიონები" ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პრემიერის ინიციატივით, პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტები ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც მუნიციპალიტეტების და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტების განვითარებას გულისხმობს.

მთავრობის მეთაურის თქმით, პროგრამის განხორციელება მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისა და ვიზიტორებისთვის სუფთა და მოწესრიგებული გარემოს შემნას ემსახურება. პრემიერი ბულვარში ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

აღსანიშნავია, რომ ფალიაშვილის ქუჩაზე, საპროექტო ტერიტორიაზე მდებარეობს 1860 წლით დათარიღებული შენობა, რომელიც მნიშვნელოვანი არქიტექტურული ელემენტია და მოედნის ურბანული განვითარების ისტორიულ ეტაპებს ასახავს. შენობას 2013 წელს სტატუსი შეუჩერდა და მას შემდეგ უფუნქციო და ავარიული იყო. რეაბილიტაციის შემდეგ, შენობაში მულტიფუნქციური სივრცე მოეწყობა ამფითეატრით, საგამოფენო დარბაზითა და ტერასით სხვადასხვა ტიპის მაღალი რანგის შეხვედრებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნდება შენობის არქიტექტურული ღირებულება და ისტორიული ფუნქცია. პროექტის ჯამური ღირებულება 5.200.000 ლარია.

აღსანიშნავია, რომ იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის „განახლებული რეგიონები" ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულების ფაზაშია - 5 მილიონი ლარის სამუშაოები მიმდინარეობს თერჯოლაში, სადაც რუსთაველის ქუჩის 5 შენობა და 2 პარკი რეაბილიტირდება, ვანში ორ ქუჩაზე მდებარე 16 შენობა და 2 პარკი განახლდება. აგრეთვე, ჭიათურაში მიმდინარეობს კინოს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის, წერეთლის ქუჩაზე და კულტურის სახლის ტერიტორიაზე კი არსებული სკვერებისა და სკეიდბორდის სავარჯიშო მოედნის მოწყობის სამუშაოები.


პროგრამით დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოები დასრულების ფაზაშია ზესტაფონშიც, სადაც დავით აღმაშენებლის ქუჩის 15 შენობის ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერებისა და რეაბილიტაციის სამუშაოები 5.3 მილიონი ლარით დაფინანსდა. ასევე, რეაბილიტაცია უტარდება აღმაშენებლის ქუჩის და უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრის მიმდებარედ არსებულ სკვერებს.



აქტიურად მიმდინარეობს ბაღდათის ცენტრალურ ნაწილში მდებარე 9 შენობისა და სკვერის, ხარაგაულის ცენტრალური ქუჩისა და ორი პარკის რეაბილიტაციაც, წესრიგდება საჩხერეს თავისუფლებისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების ტროტუარები და მიმდებარე საცხოვრებელი სახლების ღობეები და ჭიშკრები.
მასშტაბური, 12.6 მილიონი ლარის სამუშაოები წარმოებს ტყიბულში, კოსტავას და გამსახურდიას ქუჩებზე მდებარე 17 შენობის ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერებისა და რეაბილიტაციის მიზნით.


ამასთან, 8 მილიონი ლარით დაფინანსდა სამტრედიაში, თამარ მეფის ქუჩისა და მიმდებარე სკვერის ურბანული განახლების სამუშაოები. ხონის ცენტრალურ ქუჩაზე 9 შენობის და პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.


წყალტუბოში დასრულების ეტაპზეა გალაქტიონ ტაბიძის ქუჩისა და 6 შენობის რეაბილიტაცია. მოწესრიგდა მიმდებარე საფეხმავლო ზოლი და მიმდინარეობს სკოლისკენ შესასველი კიბის სრული რეაბილიტაცია.


პროგრამით დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ჩატარდა შენობების ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერების სამუშაოები, გამოიცვალა შენობების კარ-ფანჯრები, რაც დადებითად აისახება შენობების გათბობის ხარჯებზე. მოეწყო ქუჩების ტროტუარები, განათებები და რეკრეაციული სივრცეები.


მოცემულ ეტაპზე, უკვე გამოცხადდა პროგრამა „განახლებული რეგიონების" მეორე ეტაპის სამუშაოების ტენდერი ყვარელში, თელავში, სიღნაღში, დედოფლისწყაროში, გურჯაანში, ვანში, ხონში, რუსთავში, გორში, ფოთში, ქუთაისში, ტყიბულსა და ბათუმში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.


მთავრობის მეთაურთან ერთად ქუთაისში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სუს-ის უფროსი გიორგი ლილუაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი იმყოფებოდნენ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up