რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს Terminal-ს?

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს Terminal-ს?

access_time2023-04-05 20:30:24

Terminal პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს ქო-ვორქინგ სივრცეებს სთავაზობს. დღეს კომპანის უკვე ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე აქვს ფილიალები.


შპს „ტერმინალის” 2021 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის შემოსავალი 3.1 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა „ტერმინალის” საოპერაციო და ფინანსური ხარჯები შემოსავლებზე მეტი იყო, რის გამოც კომპანიამ 2021 წელს 1 მილიონი ლარის ზარალი განიცადა.


2021 წელს 1 038 001 ლარის ზარალი ნაკლებია 2020 წელს დაფიქსირებულ ზარალზე, რომელმაც 1 924 699 ლარი შეადგინა. ზარალი ძირითადად გამოწვეული იყო დამატებითი ფილიალების გახსნის მიზნით განხორციელებული საქმიანობით.


„კომპანიამ საოპერაციო ხარჯების დაფარვა აქციონერების მიერ დამატებითი ფულადი შენატანების გარეშე მოახერხა. აქციონერთა ფულადი ინვესტიცია გამოიყენებოდა საინვესტიციო აქტივობებისთვის, პერსპექტიული გრძელვადიანი საოპერაციო მიზნების მხარდასაჭერად,”- ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.



ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის აქტივების მოცულობა 13.7 მილიონი ლარია. კომპანიის მესაკუთრეები კი დავით და ეკატერინა თუშიშვილები არიან.


როგორც „კომერსანტთან“ Terminal-ის ხელმძღვანელი ჯინო დოლინი ამბობს, co-working-ის განვითარებას და მნიშვნელოვან ზრდას ხელს უშლის ბინების ოფისებად გაქირავების ტენდენცია, ამიტომ უცხოეთის მსგავსად საჭიროა ამ მიმართულებით რეგულაციების შემოღება.


დღეისათვის „ტერმინალის“ მიერ შეთავაზებული სივრცეების საერთო ფართობი 8,782 კვადრატული მეტრია. კომპანია 883 სამუშაო მაგიდას, 50 იზოლირებულ ოფისს, 21 შეხვედრების ოფისსა და 8 საკონფერენციო დარბაზს აერთიანებს.




თეგები:
ტერმინალი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up