აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიები საკუთარ ყოველწლიურ ფინანსურ ანგარიშებს მათ მარეგულირებელს უგზავნიან. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა (SARAS) აღნიშნული ანგარიშგებები უკვე გამოაქვეყნა, რასთან დაკავშირებითაც Nexia TA-მ მიმოხილვა გამოაქვეყნა.
მიმოხილვის მიხედვით, წამყვანი აუდიტორული ფირმების შემოსავალმა 2021 წელს 95 მილიონ ლარამდე შეადგინა (წარმოდგენილია ის კომპანიები, რომელთა ფინანსური ანგარიშიც გასაჯაროებულია). 2020 წელთან შედარებით ეს თანხა 6.8 მილიონი ლარით მეტია.
წამყვანი აუდიტორული კომპანიების 2021 და 2020 წლების ფინანსური ანგარიშგებები
1 შპს იუაი საქართველო - 21,705,777 ლარი; 2020 წელს 20,149,701 ლარი;
2 შპს ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო - 21,444,752 ლარი; 2020 წელს 18,257,028 ლარი;
3 შპს ბიდიო აუდიტი - 15,591,176 ლარი; 2020 წელს 12,673,933 ლარი;
4 შპს KPMG Georgia - 12,614,881 ლარი; 2020 წელს 11,307,613 ლარი;
5 შპს დელოიტი და ტუში - 10,290,841 ლარი; 2020 წელს 11,046,325 ლარი;
6 შპს ნექსია თიეი - 7,963,306 ლარი; 2020 წელს 7,429,027 ლარი;
7 შპს გრანთ თორნთონ - 3,163,214 ლარი; 2020 წელს 2,685,181 ლარი;
8 შპს არესემ საქართველო - არ გამოქვეყნებულა; 2020 წელს 2,572,410 ლარი;
9 შპს ბეიკერ ტილი ჯორჯია - 1,942,377 ლარი; 2020 წელს 1,773,956 ლარი;
10 შპს მოორ ეიბისი - არ გამოქვეყნებულა; 2020 წელს არ გამოქვეყნებულა;
11 შპს ეკოვის ეი-თი-ეი ფინანსები - არ გამოქვეყნებულა ; 2020 წელს არ გამოქვეყნებულა;
"საქართველოში მოქმედი საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების შემოსავალმა თითქმის 100 მლნ-ს მიაღწია და ტენდენციის გათვალიწინებით, 2022 წლისთვის კიდევ უფრო მეტი ზრდაა მოსალოდნელი. აღსანიშნავია, რომ რეიტინგის პირველ ექვსეულს საქართველოში მოქმედი საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების ბაზარზე 90%-მდე უკავია. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დღეს, ბაზარზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა საგადასახადო, ბუღალტრულ და აუდიტორულ სერვისებზეა.
ყურადღებას იქცევს შემოსავლებს შორის არათანაბარი სხვაობები. მე-2 პოზიციაზე მყოფი „ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველოს“ შემოსავალი მე-3 პოზიციაზე მყოფ „ბიდიოს“ 6 მლნ ლარით აღემატება. ასევე, მე-6 პოზიციაზე მყოფი „ნექსია თიეი“ 2.5 ჯერ უსწრებს მე-7 პოზიციაზე მყოფ „გრანთ თორნთონს“.
წყარო: https://bm.ge