ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 2006-2022 წლებში 4 მილიარდ ბარელზე მეტი ნავთობი გაატარა. ტრანზიტი 5 250 ტანკერით განხორციელდა.
მილსადენმა მსოფლიო ბაზრებს 2021 წელს 200 მილიონ ბარელზე მეტი, 2022 წელს კი დაახლოებით 224,4 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი მიაწოდა.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საერთო სიგრძე 1768 კილომეტრია, საიდანაც 443 კილომეტრი აზერბაიჯანის, 249 კილომეტრი საქართველოს, 1076 კილომეტრი კი თურქეთის ტერიტორიაზე გადის.
მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში დაიწყო, ხოლო და 2005 წლის 18 მაისს პირველად დაიტვირთა ნავთობით.