რამდენი პროცენტით „ჯობნის“ საპენსიო ფონდის მომგებიანობა ინფლაციას - ლევან სურგულაძე

რამდენი პროცენტით „ჯობნის“ საპენსიო ფონდის მომგებიანობა ინფლაციას - ლევან სურგულაძე

access_time2021-11-11 11:00:52

წინამდებარე პუბლიკაციაში დეტალურად განვიხილავთ საკითხს, თუ რამდენია საპენსიო ფონდზე რეალური ამონაგები (დარიცხულ სარგებელს გამოკლებული ინფლაცია) ამ ფონდის დაარსებიდან (2019 წლის 1 იანვარი) მიმდინარე წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.



საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურმა კომერსანტთან საუბარში აღნიშნა, რომ:


„2019 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე (2 ნოემბრამდე) საპენსიო ფონდის მომგებიანობა არის 29.1%, ხოლო ანალოგიურ პერიოდზე ინფლაცია არის 22.1%, ხოლო ლარის გაუფასურება ანალოგიურ პერიოდზე არის 18.6%. გამოდის, რომ ფონდის (რეფორმის) გაშვების დღიდან (მთელი ამ საინვესტიციო პერიოდის მანძილზე) ინფლაციას 7%-ით ჯობნის საპენსიო ფონდის მომგებიანობა. თუ გავითვალისწინებთ პანდემიურ მდგომარეობას, ასევე იმ ფაქტორს, რომ რეფორმა არის საკმაოდ ახალი, მიღწეული ფინანსური შედეგები არის საკმაოდ დამაკმაყოფილებელი“.


შემდგომ პუბლიკაციაში (იხ. კომერსანტი, 10.11.2021), ზემოაღნიშნული რიცხვები შეიცვალა:


„2019 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე (2 ნოემბრამდე) საპენსიო ფონდის მომგებიანობა არის 29.1%, ხოლო ანალოგიურ პერიოდზე ინფლაცია არის 23.7%, ლარის გაუფასურება ანალოგიურ პერიოდზე კი არის 18.5%. გამოდის, რომ ფონდის (რეფორმის) გაშვების დღიდან (მთელი ამ საინვესტიციო პერიოდის მანძილზე) ინფლაციას 5.3%-ით ჯობნის საპენსიო ფონდის მომგებიანობა. თუ გავითვალისწინებთ პანდემიურ მდგომარეობას, ასევე იმ ფაქტორს, რომ რეფორმა არის საკმაოდ ახალი, მიღწეული ფინანსური შედეგები არის საკმაოდ დამაკმაყოფილებელი“, 


როგორც ჩანს, ზემოაღნიშნული 7% და 5.3% მიღებულია სრულ პერიოდზე მომგებიანობა-ს უბრალოდ გამოკლებული ანალოგიურ პერიოდზე ინფლაცია, შესაბამისად: 29.1% - 22.1% = 7% და 29.1%-23.7% = 5.4%. სამწუხაროდ, ეს სიდიდე ასე არ ითვლება და ორივე რიცხვი არასწორია და არც ინფლაციის მაჩვენებელია ასეთი დიდი, როგორც ქვემოთ დავინახავთ.



ვნახოთ, სინამდვილეში რამდენია ფონდის რეალური ამონაგები, როგორც ყოველწლიურად, ისე დაარსებიდან ამა წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.



აქვე, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საპენსიო ფონდის ბენეფიციარების გადასახედიდან რაიმე ღელვის საფუძველი არ არსებობს, ორის მთავარი გარემოების გამო: 1) საპენსიო ფონდი გრძელვადიანი დაზოგვის ინსტრუმენტია და ინფლაციური გარემო რაღაც პერიოდში შემსუბუქდება, ხოლო საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭომ და სამსახურმა უნდა დაიწყონ საინვესტიციო საქმიანობა; 2) ფონდის ყოველმონაწილეს, როდესაციგი საკუთარ განკარგვად შემოსავალს ზოგავს, განთავსებისთანავე, მომენტალურად ერიცხება 275% სარგებელი, ანუ მისი განკარგვადი თანხა, რაც დაზოგა, თითქმის ოთხმაგდება.



ფონდის რეალური სარგებლიანობის გამოსათვლელად ვიყენებთ საქსტატის ყოველთვიურ ინფლაციის მაჩვენებელს 2019 წლიდან (საქსტატი, 03.11.2021):



ასევე ვიყენებთ საპენსიო ფონდზე ყოველთვიურად დარიცხული სარგებლის მნიშვნელობებს, რომლებიც გამოვთვალეთ საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ფონდის ერთეულის ფასის გრაფიკიდან, სადაც ამ ერთეულის ფასის ყოველდღიური რიცხვითი მნიშვნელობებია მოცემული. ცხრილი №1-ში წარმოდგენილია აღნიშნული მონაცემები ყოველთვიურ ჭრილში და გრაფიკზე გამოსახული ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლები.



ცხრილი №1 : საპენსიო ფონდის დაარსებიდან, 2021 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით ფონდის
ერთეულის ყოველთვიური ფასი, დარიცხული სარგებელი და ინფლაცია




ცხრილში ინფლაციის უარყოფითი მაჩვენებელი ნიშნავს დეფლაციას, შესაბამის თვეში.



ცხრილი №1-ში წარმოდგენილი მონაცემები აუცილებელი და საკმარისია, რომ გამოვთვალოთ: ფონდზე დარიცხული სარგებელი დაარსებიდან, მოცემული თვის ან/და წლის ბოლომდე; ინფლაცია საპენსიო ფონდის დაარსებიდან, მოცემული თვის ან/და წლის ბოლომდე და საპენსიო ფონდზე დარიცხული ყოველთვიური, ყოველწლიური და დაარსებიდან, 2021 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით რეალური სარგებელი.



კონკრეტული დარიცხული სარგებლის გამოსათვლელად, საკმარისია ამ პერიოდის ყოველი თვისთვის გამოვთვალოთ შემდეგი სიდიდე პროცენტებში:



1 + დარიცხული სარგებელი თვეში და შემდგომ ყოველთვიური მონაცემები გავამრავლოთ ერთმანეთზე განსახილავი პერიოდისთვის და გამოვაკლოთ 1 (ანუ 100%). შედეგად, საპენსიო ფონდის დაარსებიდან, 2021 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, ფონდს დაერიცხა საპროცენტო სარგებელი 28.90%-ის ოდენობით,რაც საშუალოდ წლიურზე გადათვლილი, 9.36% წლიური საპროცენტო სარგებელი გამოდის.



კონკრეტული პერიოდისთვის ინფლაციის გამოსათვლელად, საკმარისია ამ პერიოდის ყოველი თვისთვის გამოვთვალოთ შემდეგი სიდიდე პროცენტებში:


1 - თვიური ინფლაცია და შემდგომ ყოველთვიური მონაცემები გავამრავლოთ ერთმანეთზე განსახილავი პერიოდისთვის და გამოვაკლოთ 1 (ანუ 100%). შედეგად, საპენსიო ფონდის დაარსებიდან, 2021 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, სულ ინფლაციამ შეადგინა 19.52 %, რაც საშუალოდ წლიურზე გადათვლილი, 6.487% წლიური ინფლაცია გამოდის.



კონკრეტული პერიოდისთვის დარიცხული რეალური სარგებლის გამოსათვლელად, საკმარისია ამ პერიოდის ყოველი თვისთვის გამოვთვალოთ შემდეგი სიდიდე პროცენტებში:


1 + რეალური სარგებელი თვეში = 1 + (დარიცხული სარგებელი თვეში - თვიური ინფლაცია) და შემდგომ, განსახილავი პერიოდის ყოველი თვისთვის, გამოთვლილ ზემოაღნიშნულ სიდიდეებს ვამრავლებთ ერთმანეთზე, ამ ნამრავლს ვაკლებთ 1-ს (ანუ 100%-ს) და ვღებულობთ რეალურ სარგებელს, შესაბამისი პერიოდისთვის. ეს გამოთვლა და შედეგები წარმოდგენილია ცხრილი №2-ში.


ცხრილი №2 : საპენსიო ფონდზე დარიცხული რეალური სარგებლის გამოთვლა




ამრიგად, საქსტატის და საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით გამოვთვალეთ, რომ საპენსიო ფონდს დაარსებიდან 2019 წლის ბოლომდე დაერიცხა -0.960% რეალური სარგებელი; დაარსებიდან 2020 წლის ბოლომდე დაერიცხა 9.149%, ხოლო დაარსებიდან - 2019 წლის 1 იანვრიდან, 2021 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით დაერიცხა 3.893% რეალური სარგებელი (ინფლაცია გამოკლებულია), რაც საშუალოდ წლიურზე გადათვლილი, 1.357% წლიური რეალური სარგებელი გამოდის.



ჩვენი შედეგები არსებითად განსხვავებულია საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის კომერსანტთან (კომერსანტი, 09.11.2021, და კომერსანტი 10.11.2021) გაჟღერებული მონაცემებისგან, რომლებიც ამ პუბლიკაციის შესავალში მოვიყვანეთ.



მიღებული შედეგები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საინვესტიციო საბჭოს და შესაბამისი სამსახურის გააქტიურების მნიშვნელობას საინვესტიციო საქმიანობის დაწყების თვალსაზრისით. აღნიშნულის წინაპირობას წარმოადგენს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის და იქ მოყვანილი საინვესტიციო მიზნების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა და რისკის კონტროლის სტრუქტურის ამოქმედება, ასევე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.



ასევე აღსანიშნიშნავია საპენსიო ფონდის სავალუტო დივერსიფიცირების მნიშვნელობა. კანონი ითვალისწინებს საპენსიო ფონდის 20%-ის სხვა მყარ ვალუტაში, ვთქვათ ამერიკულ დოლარში დენომინირებულ აქტივებში, თუნდაც იგივე საბანკო დეპოზიტებზე განთავსებას. ყოველთვიურად საპენსიო ფონდში შემოსული თანხების 20%-ით რომ შეძნილი ყოფილიყო ამერიკული დოლარი და განთავსებულიყო ვადიან საბანკო ანაბარზე, ლარის კურსის ყოველდღიური მონაცემების გათვალისწინებით და საბანკო დეპოზიტებზე შესაბამის პერიოდებში არსებული განაკვეთების მიხედვით, საინტერესოა როგორი იქნებოდა დღეს საპენსიო ფონდის ღირებულება საანგარიშგებო ვალუტაში (ლარი).



ავტორი: ლევან სურგულაძე, სპეციალურად „კომერსანტისთვის“





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up